საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" გადამწყვეტ მატჩებს დიდი სიახლით ხვდება, მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგძლივდა. მნიშვნელოვან შეხვედრებამდე ამ გადაწყვეტილების შუქ-ჩრდილებზე შეგნებულად არ ვისაუბრებთ, მოგვიანებით კი აუცილებლად განვიხილავთ.

უკრაინის ნაკრებთან დაპირისპირებამდე ისევ ბევრი საუბარია მეტოქის ბანაკში არსებულ დანაკლისსა თუ პრობლემებზე. ისევე როგორც ოქტომბერში, ახლაც მნიშვნელოვანი გვგონია, კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ გუნდსა და თამაშზე მოვახდინოთ.

საკადრო პრობლემები საქართველოს ნაკრებშიცაა, ამავდროულად კი მთავარ მწვრთნელს კონკურენციიდან გამომდინარე დილემებიც აქვს. სავარაუდოა, სანიოლი ისევ 3-მცველიან სქემას დაუბრუნდება, შეტევაში კი ის ერთგვარი ქაოსი არ იქნება, რაც ალბანეთთან თბილისში ვიხილეთ.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილის მთავარი პრობლემა ახლა ისაა, "ვალენსიას" ორი თამაში გადაიდო და ცოტათი ტონუსიდან ამოვარდნილია. "მამარდას" გუნდი ესპანეთში ბოლოადგილოსანია და ჩვენებურს დიდი ჯაფა ადგას, ბოლოს "ხეტაფესთან" არწაგებაში კი დიდი როლი ჰქონდა.

ცენტრალური მცველები

ლადა დვალის დისკვალიფიკაცია, ლოგიკურად, ლუკა ლოჩოშვილის ძირითადში გამოჩენას ნიშნავს. მარცხენა ცენტრალური მცველი გუნდში ის და ბოლო მომენტში დამატებული ალექსანდრე კალანდაძეა. იმის გათვალისწინებით, რომ "ლოჩოს" ბოლო დროს ნაკრებში ფლანგზე ვხედავთ, გიორგი გველესიანს კი გუნდში ორ ცენტრალურ მცველს შორის მარცხნივაც იყენებენ, დვალის შემცვლელად მას მოვიაზრებთ.

სამწუხაროა, საბა გოგლიჩიძე რომ გამოგვაკლდა, მას ახლა სასტარტოში ველოდით. მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საბა კვირკველიას გამოჩენა უალტერნატოვო გვგონია. ამჟამად თბილისის "დინამოს" უკანახაზელისთვის ეს "ჯვაროსნების" რიგებში 62-ე მატჩი იქნება, რაც გამორჩეული შედეგია.

კვირკველია-კაშია(122-ე მატჩი ექნება)-გველესიანის დაცვის ხაზის უპირატესობა გამოცდილება იქნება, მაგრამ დასამალი არაა, მათი ასაკიდან გამომდინარე, უკანა ხაზი სისხარტისა და მოქნილობის პრობლემა დაუდგება. იმედია, ეს სამეული სისწრაფის, პოზიციის შერჩევისა და ორთაბრძოლების მოგების კარგ ნაზავს შემოგვთავაზებს. "ჩელსის" ფეხბურთელი მუდრიკის შეჩერება პოლონურ მატჩში გაგვიჭირდა.

ფლანგები

ოთარ კაკაბაძის (70-ე მატჩის მოლოდინშია. "ერთა ლიგაზე" კვეკვესკირთან ერთად 18 შეხვედრაში ითამაშა) ოქტომბრის სანაკრებო გამოსვლა კრიტიკას იმსახურებდა, თუმცა ასეთებიც ხდება. სანიოლოსთვის ის ფლანგზე დაცვისა და შეტევის კარგი ბალანსია და ახლაც სასტარტოში ველით. ოთოს კლუბში კარგი პრაქტიკა აქვს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აქ დიდი არჩევანია, მაგრამ ნომინალური მარცხენა მცველი არავინაა. ფრანგმა დამრიგებელმა პოზიცია ლოჩოშვილს, შენგელიას (მზადება ინდივიდუალურად დაიწყო) ან წიტაიშვილს უნდა შეუცვალოს. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რაც სანიოლს გამოუყენებია (ბათუმში ნორვეგიასთან მეორე ტაიმში) და ამას ახლაც ვვარაუდობთ - გიორგი გოჩოლეიშვილმა მარცხენა ფრთა ჩაიბაროს. 23 წლის ფეხბურთელი "კოპენჰაგენში" მშვენიერია და ზემოთჩამოთვლილებისგან განსხვავებით, დაცვაში თამაშის მაინც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ეგაა, 4-მცველიან ტაქტიკაში, თანაც, ესპანეთთან, ეს ცუდად გამოუვიდა.

ცენტრი

აქ არაფრის ახსნა საჭირო არაა, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა დისკვალიფიკაცია კი მოიხადა, მაგრამ გადამწყვეტი ტურის წინ ამ საფრთხის წინაშე ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე არიან. ჩვენ ნახევარდაცვას ოქტომბერში უკრაიანელებთან გაუჭირდა, რისი მიზეზი მოედნის საფარიც იყო და არც "ჩაკვესთან" გაჩაღებული "დაჭერობანა" გვავიწყდება. ახლა სხვა მოცემულობა უნდა იყოს!..

შეტევა

წინა ხაზზე ისევ ტრადიციული დილემებია. ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე ნაკრებს კარგ ფორმაში შეუერთდნენ, თუმცა არსებულ ტაქტიკურ სქემასა და კონკურენციაში მათი თამაშის ალბათობა მცირეა. წინა შეხვედრაში სანიოლმა ეს საკითხი ძირითადში ყველას ერთდროულად დაყენებით გადაჭრა, რაც ახლა ასე არ უნდა იყოს. შეტევაში კვლავ ხვიჩა კვარაცხელია - გიორგი მიქაუტაძის მძლავრ დუეტს ველით. მოსალოდნელია, დრო საბა ლობჟანიძემაც მიიღოს.

"კვარას" ერთი გოლი სჭირდება, რათა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებს შორის (შოთა არველაძე - 26) მეორე ადგილზე ერთპიროვნულად გადავიდეს (მასსა და ქეცბაიას 17-17 აქვთ); თუკი მოწინააღმდეგის კარს მიქაუტაძე დალაშქრავს, მე-4 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს დაეწევა(15 გოლი).

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში ვუმასპინძლებთ (21:00 სთ), ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შედგება.

კახელი მიხო G.LA -ს.
უკაცრავად, მაგრამ თქვენს მიერ ჩამოთვლისას რუსულ. ვანუატოს და ნიჟნი ნოვგოროდის მენტალობებს რომ ადარებთ ერთმანეთს, რუსული მენტალობა სხვა რამეა და ნიჟნი ნოვგოროდის მენტალობა სხვა? (ეს ისე ზრდილობის სრული დაცვით აღვნიშნე, რომ იმედია თქვენს აღშფოთებას არ დავიმსახურებ, ჩემი აღზრდის ხარისხის გამო),ისე კი როცა ფეხბურთზე მიდის მსჯელობა, იქ "წვეტიანი" პოლიტიკური კავშირების გაბმა უადგილოა და მსჯელობაში მონაწილე პიროვნებების გულისწყრომას დაიმსახურებს აუცილებლად.
ბადრი-ს
ბიჯო, ბადრია, რა ამბავია ამდენი წერტილი კომენტარში? შენც მოცლილი შავწერტილოსანი ხარ კუპიურებს რომ ,,მეტკავენ"? :)
დავით
არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობთ, მაგრამ ჩემი აზრით კვარა გაცილებით უფრო შედეგიანი და სახიფათო იყო მარცხენა ფალნგიდან როცა უტევდა და არა იმ პოზიციიდან სადაც ახლა უწევს, გინდ ნაკრებში და გინდ ნაპოლში... სწორედ ამ პოზიციიდან შეგვაყვარა თავი თავისი დრიბლინგებით, რომელიც დამეთანხმებით ამ ბოლო დროს ბევრად შემცირებულია, რაც სწორედ პოზიციის ცვლილების ბრალია...
sss
ეგ ბადრი ნაღდად ჯაფარიძეა გვარად.
sss
ეგ ბადრი გვარად ალბათ ჯაფარიძეა.
G.LA
დ.დ-ს თავხედი და უზრდელი ხარ. კლავიატურას ამოფარებული რუსი მენტალობის, რომელიც განსხვავებული აზრის გამო ძალადობს და შეურაწყოფაზე გადადის. რა ევროპა გინდა? სუფთა ვანუატუს და ჩიმკენტ, ნიჟნი ნოვგოროდის მენტალობისა ხარ.
მირო
გაანებეთ ამ მიქაუტაძეს თავი.ათამაშეთ თავდამსხმელები,რომლებიც მართლა კარგ ფორმაში არიან.არაა ეს ბიჭი ეხლა ფორმაში აშკარად,სათამაშო პრაქტიკა აკლია და ნაკლებად სარგებლის მომტანი იქნება მოედანზე.ფრანგულად რომ ლაპარაკობს იმიტომ თუ ათამაშებს არ ვიცი.როცა შედეგზეა თამაში,უნდა ათამაშო ის ვისაც შეუძლია შედეგის დადება.
aburjga
ბადრი რა ხდება, უსუპუი დაიკარგა თუ რამ აგაღელვა?!
Levani
უკრაინა არა დესნა და. კალიუჟნი,ივან ჩანჩურიჩი და ძმანი მისნი უქულოდ გაბრუნდებიან
გენა
პარიადკაში არა და წესრიგში რომ მოვიდეს არა?
ეჰჰ
რა ეშველება ამ ქვეყანას რაა ვითომ მართლა ამ ვაი პატრიოტებით უაზროდ რომ ყაყანებთ და სინამდვილეში არაფრის მაქნისები არ ხართ!!!
აი. ია.
წერა. სად. ისწავლე.?
სოსო
ზურიკო,საკმაოდ უნივერსალური ფეხბურთელია,მაგრამ მისი ძირითადი პოზიცია,ხვიჩას პოზიციაა.აუცილებლად მიიღებს სათამაშო დროს.ადრეც იღებდა და მომავალშიც მიიღებს.ყურადღება მიაქციეთ,რომ უკრაინელი მეკარე ლუნინი,მსოფლიოს ნომერ მესამე მეკარედ დაასახელეს,ოქროს ბურთის კონკურსში,მაგრამ უკრაინის ნაკრების ძირითადი მეკარე,მაინც ტრუბინია.უკანა ხაზში ცვლილებებს,ძალიან ერიდებიან,მწვრთნელები,მეკარის შეცვლას კი,თუ რაღაც კატასტროფა არ მოუვიდა,საერთოდ არ ახდენენ.დაცვა და მეკარე,ერთიანი ორგანიზმია,სადაც შეთამაშებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ. ისე ჩანს,რომ ზურიკო თავის გუნდში,უკვე აღიარებული ლიდერია.მის მიმართ ნდობა სულ უფრო იზრდება და შესაბამისად სათამაშო ზონების გაფართოებაც მოსალოდნელია.ეს კი მას მთელ ფრონტზე აქტიურობის საშუალებას მისცემს და ნაკრებისთვისაც კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.მისი მოედანზე გამოყვანით,სხვადასხვა პოზიციიდან ნაკრების სხვადასხვანაირად თამაშის საშუალება გვეძლევა.ამიტომ მისი შეცვლაზე შესვლის მნიშვნელობის ზედმეტად შეფასება,შეუძლებელია.მართლაც აუწონავი სარგებლის მოტანა შეუძლია.
Zaza
ასაკი კიდე არაფერი, ზოგადი დონეა დაცვის დაბალი. 3 ცენტრალური მცველის ჯამური ფასი რო 2 მილიონია რთულია რამე მოთხოვო. თორე არც მონდომება აკლიათ და არც ფიზიკური მონაცემები. კიდევ კარგი ორი საბა გვეზრდება, ორივე სერია აში თამაშობს და ფიზიკასთან ერთად დონეც მაღალი აქვთ. კიდე 1-2 მცველი რომ წამოეწიონ საბებს დაცვაც მოვა პარიადკაში.
პატრიოტი
მაინც წავაგებთ 3:0- მიტინგზე წადით სჯობია. ქვეყანას უშველეთ თქვე….
დათო
იცოცხლე! გეთანხმები და მხარს გიჭერ!
დ.დ.
ბადრი ! დ ა ვ . . . . მამაშენს, შენისთანა იდიოტის შაქმნისათვის !
Net23
ეს ბოლშევიკური მოწოდებები არაა საჭირო
ჩემი აზრით
ჩემი აზრით სამ კაციან დაცვაში ჯობია ლოჩოშვილი დააყენოს დვალის ნაცვლად და არა კვირკველია. კაშიას და გველესიანს დატოვებს სადაც თამაშობენ. ხოლო ფლანგებზე მარჯვნივ კაკკაბა და მარცხნივ შენგელია ან გოჩო. კვირკველია, გველესიანი და კაშია ერთად ნამეტანი გადაბერებული და ნელი დაცვა გამოვა
ბადრი
ქვეყანა. გვენგრევა. თავზე. რა. დროის. ფეხბურთია. მე. ბავშვობიდან. მიყვარს. ფეხბურთი. ყველაფერი. უნდა. გადაიდოს. თუ. გიყვართ. სამშობლო. გამოვიდეს. ყველა. სპორტსმენი. ნეიტრალები. ხართ. სპორტსმენები.
დინამოელი
იმედია კაკაბაძეს აღარ გვითრევენ მოპარული თუნუქის ნაჭერივით, როგორც წინა თამაშებში
გოგა
ცენტრი თუ ვერ გავაკონტროლეთ უმეტესად მაინც, ძან გაჭირდება უკრაინასთან მოგება, ჩაკვე კიტე ქოჩორაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული
ნუგზარის
შეცდომა რას ნიშნავს, ვარაუდია. რაც შეეხება გველესიანს, ორივე მხარეს შეუძლია, ახლა ჩემპიონთა ლიგაზე მარცხენა ცენტრალური მცველი იყო. შემდეგ ალბათ ლოჩოს მარცხნივ გულისხმობთ და ეგ გიწერიათ შეცდომით. ლოჩოშვილი არაა სასურველი ძირითადში
ნუგზარი
შეცდომაა სტატიაში- გველესიანი მარჯვენა ცენტრალური მცველია და არა მარცხენა ცენტრალური. ამიტომ დაცვის ცენტრში მარცხნივ გველესიანი იქნება. კვირკველია სათადარიგო. ანუ ცენტრი იქნება გველესიანი მარცხნივ, კაშია ცენტრში და ლორჩოშვილი მარჯვნივ. ფლანგებზე კაკაბაძე და შენგელია ან გოჩოლა, ან წიტაიშვილი.
გიორგის
ბარემ ისიც დაგეწერა ვის მაგივრად დააყენოს?
გიორგის
ზურიკო ხვიჩას პირდაპირი შემცვლელია, ამ ტაქტიკაში სხვა შეუძლებელია. ჩაკვეს რომ ცვლის, სად ჩაკვეს სქილები და სად ზურიკოს. ალბანეთთან ყველა რომ დააყენა, არ გაამართლა, ხო ვნახეთ
გიორგი
საინტერესოა ზურიკომ რეალის შემადგენლობაში ლიგა რომ მოიგოს მაინც არ დააყენებთ ძირითადში ბიჭი ტოპ ხუთის ვარსკლავებით გადაჭედილ ჩემპიონატში თვის საუკეთესო გახდა რაც იმაზე მოწმობს რომ ტოპ ხუთი ქვეყნების ტურის სიბოლიურ ნაკრებში მისი მოხვედრა ერთჯერადი შემთხვევითობა არ იყო.
ამატაკი
ყველასათვის, მათ შორის პირველ რიგში მოწინააღმდეგესათვის ცნობილია ჩვენი ნაკრების მთავარი სისუსტე: ხანდაზმული და საკმაოდ ნელი დაცვის ხაზი. ეს პრობლემას გვიქმნის არამარტო დაცვით ფაზაში, არამედ შეტევის ორგანიზებაშიც. იციან რა თავისი შესაძლებლობები, ჩვენი დაცვის ხაზი ვერ ბედავს მაღლა ასვლას, შესაბამისად დაცვით ფაზაში მოედნის შუა ხაზთან გვიწევს მოწინააღმდეგეს დახვედრა. ბურთი ცენტრამდე შეუფერხებლად ამოაქვთ, რაც მათ ამ კომპონენტში აშკარა უპირატესობას უქმნის. აქედან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გუნდისაგან გამართული პრესინგის თამაში გამორიცხულია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველ გოლს. მოწინააღმდეგისათვის სივრცეების არ დატოვება და ხაზებს შორის ურთიერთკავშირი იქნება ამ თამაშის გადამწყვეტი ფაქტორი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ნაკრების გამოცდილ წევრებზე.ეს თამაში "ტვინით" უნდა მოვიგოთ. ათლეტიზმი, სისწრაფეები და ტაქტიკური განსწავლულობა უკრაინის ნაკრების ძლიერი მხარეებია და ამაში თუ არ გვჯობნიან ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან საქართველოს ნაკრებს.ცალკე საკითხია ფლანგები. რჩება განცდა, რომ სანიოლი ვერ ჩამოყალიბდა ამ მიმართულებით. ზედიზედ რამოდენიმე თამაში იშვიათად გვინახავს სტაბილურად ერთი და იგივე ხალხი.არა მგონია მაინცდამაინც უალტერნატივობა განაპირობებდეს შექმნილ სიტუაციას. სანიოლი არც ექსპერიმენტებს ერიდება და ზოგჯერ არცთუ სახარბიელო შედეგით. იმედია ამჯერად მისი გადაწყვეტილებები გაამართლებს ყველა მიმართულებით. ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო, აბა თქვენ იცით და თქვენმა თავდადებამ! პ.ს. ჩემეული ნაკრების ვარიანტი და დიდად არ გამკიცხოთ, სანიოლი ჩემს მითითებებს არ დაეყრდნობა მაინცდამაინც.... მამარდაშვილი კვირკველია კაშია ლოჩოშვილი გოჩოლეიშვილი ქოჩორაშვილი კიტეიშვილი წიტაიშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია ზივზივაძე მგონია, რომ ფლანგებზე ისეთი ხალხი უნდა დავაყენოთ, რომ როგორმე სისწრაფეების ხარვეზი გადავფაროთ.
QT-ს
ყველაზე ლოგიკური ეგ შემადგენლობაა და ავტირსაც ექნება ეგ გააზრებული, მაგრამ კარგი ანალიზია. ერთია, ჩვენ რა გვინდა და მეორეა, სანიოლის მხრიდან როგორ ჩანს
QT
მამარდა კაკაბა, გველესიანი, კაშო, ლოჩო, შენგელია ქოჩორა, კიტე, ჩაკვე, მიქაუტაძე, კვარა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება