13 ნოემბერს, თბილისში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიზიტი შედგა. ფიფას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ესტუმრნენ, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი გაეცნო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ შორის, დაათვალიერა ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიფას პროგრამა FORWARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მშენებლობის მიმდინარეობა სტუმრებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტებმა - ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალადაშვილმა დაათვალიერეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჯანი ინფანტინომ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული წარმატებული პროექტების მნიშვნელობას და ამასთან, 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შანსს. შეგახსენებთ, რომ ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადი საქართველოს სომხეთთან ერთად აქვს შეტანილი.

ჯანი ინფანტინო (ფიფას პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ვულოცავ ჩემ მეგობარ ლევანს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას.

პროგრამა „ფორვარდის“ მეშვეობით ფიფა მხარს უჭერს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე უკეთ ახერხებს ამ თანხების ინვესტირებას, და ამისი მაგალითია არა მხოლოდ ეს პროექტი, არამედ სხვებიც, რომლებიც განხორციელდა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში. პროგრამის მხოლოდ ამ ციკლის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე პროექტია. ბავშვებს, გოგონებს, ბიჭებს საშუალება ეძლევათ ითამაშონ ფეხბურთი, რაც საბოლოო ჯამში იმ წარმატებას განაპირობებს, რომელსაც ქართულმა ფეხბურთმა ბოლო დროს მიაღწია და მომავალშიც მიაღწევს.

მთელი ქვეყანა ხედავს სფფ-ის მიერ გაწეულ საქმიანობას და იმას, თუ როგორ იხარჯება თანხები არა მხოლოდ პროფესიონალი მოთამაშეების, არამედ ბავშვების, მასობრივი და სამოყვაროლო ფეხბურთის სასარგებლოდაც. ამ უბნის ყველა ბავშვს, რომელიც დაინახავს ამ ახალ მოედნებს, მოუნდება ფეხბურთის თამაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ აქ არაერთ სტუმარს ჩამოვიყვანთ, რათა ნახონ, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი.

ფეხბურთი ნამდვილად ყველაზე პოპულარული სპორტია საქართველოში. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია უეფა-ს დიდი ტურნირების მასპინძლობა, სტადიონების შევსება, ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საინტერესო იქნება, საქართველო მომავალში ვიხილოთ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ეს ვარიანტი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ეს დამატებით ხელს შეუწყობდა საქართველოსა და ქართული ფეხბურთის განვითარებას"

ვიზიტის ბოლოს, ფიფას პრეზიდენტი დავით პეტრიაშვილის საფლავს ეწვია და მის ხსოვნას მიაგო პატივი. დავით პეტრიაშვილი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციაში, სიცოცხლის ბოლო წლებში კი, უეფას ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტში, ჰეთ-თრიკის პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

ფიფას პრეზიდენტი თბილისში გამთენიას ჩამოვიდა და საქართველოს დღეს დატოვებს.

GFF.GE

ზვიად-ს
როდის ვუგებდით უკრაინას ახლა რო მოუგოთ?!დაცვაში ,რომ კატასტროფა გვჭირს ეგ თუ გახსოვთ?!
ზვიადი-ს
რა თამაშს ვაძლევთ? ეს ფედერაცია უკრაინას ზამთარში თოვლს არ მიცემს.)))))
simartle
რამდენი სტადიონია გასარემონტებელი თუნდაც ტყიბული, თერჯოლა ,გურიას, ჭიათურა,ქობულეთს ,ზუგდიდის ახლად აშენებული სტადიონი რამდენი ჩამოვთვალო მაგათ თუ გაუკეთებთ სტადიონებს ხალხი სტადიონზე დაბრუნება ეგეთ ადგილებში დადიან დღეს საქართველოში სტადიონებზე ერთი სტადიონი რაჭას როგორ არუნდა ქონდეს 5000 სიანი მაინც სვანეთს ვაფშე გუნდი როგორ არუნდა ყავდეს ბევრი საკითხია სადაც ბევრი სამუშაოაა გასაწევი...
sicilis saxe
სტადიონის შეპირება შეპირებად დარჩა ალბათ 2100 წელს იქნება....75000იანი სტადიონიო ლიგის ფინალიოოო ყველაფერი რაფერ გავიწყდებათ ესეთი გულმავიწყები ხართ ნუთუ....
დავით
ფული კი არა რძე და ყველი ჩამოიტანა შენთვის
სერგო
არა მგონია
ზვიადი
ფული ჩამოიტანა, უკრაინას ვაძლევთ თამაშს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საბჭო ინფანტინოს არ დაეთანხმება - რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებენ
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს