უკრაინელმა საფეხბურთო ექსპერტმა ოლეგ ფედორჩუკმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგაზე საქართველოსა და მათი ქვეყნის ნაკრების მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- პირველ რიგში, ჩემი აზრით, ჩვენი ბიჭების კლასი მეტოქისაზე მაღალია, შემადგენლობა კი უფრო თანაბარი. და კიდევ - ფეხბურთელები თამაშს საბრძოლო ფორმაში უნდა შეხვდნენ და თავიანთი საუკეთესო უნარები წარმოაჩინონ.

- თქვენი აზრით, ქართველების რა "კოზირებს" შეუძლია ხელი შეუშალოს უკრაინელებს გამარჯვების მოპოვებაში?

- მასპინძელთა რიგებში არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავად მიდიან მაყურებლები. ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. ასეთი აღიარება უნდა დაიმსახურო და რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ლიდერი შაბათს პარტნიორებს წინ წარუძღვება. ამიტომ ძალიან ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორ გაუმკლავდება ამბიციურ ქართველს ჩვენი მარჯვენა მცველი ეფიმ კონოპლია. თუ ერთობლივი ძალისხმევით, დასწრებაზე თამაშით და საიმედო დაზღვევით მოახერხებენ ხვიჩასთვის ცხოვრების გართულებას, მაშინ დადებითი შედეგის მიღწევის შანსები გაიზრდება.

მეორეც: შეშფოთებას იწვევს საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია. ვისზე შეაჩერებს არჩევანს ნაკრების მესაჭე სერგეი რებროვი? დინამოელი ვლადიმირ ბრაჟკო ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა, მაგრამ საკლუბო დონეზე მისი თამაში შთამბეჭდავი არ არის. რაც შეეხება ივან კალიუჟნის, მისი მაქსიმალური განწყობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა ეყოფა კი მობილურ ქართველ ნახევარმცველებთან ბრძოლისას სისწრაფე. მით უმეტეს კვარაცხელიას სწორედ მარცხენა ფლანგიდან ცენტრალურ ზონაში შეწევა უყვარს.

- მაგრამ ბრაჟკოს გარდა არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა კიდევ უკრაინის ნაკრების მთელ რიგ ფეხბურთელებს ჰქონდათ.

- აი, ესეც საგანგაშოა, რადგან ჩვენი ლეგიონერები ძირითად შემადგენლობაში არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხვდებოდნენ, არამედ სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე. საუბარია ალეკსანდრ ზინჩენკოზე, რომან იარემჩუკზე, მიხაილ მუდრიკზე და რებროვის ამ მხრივ "არ შეგშურდება". ის ხომ მუდამ ხაზს უსვამდა, რომ უპირატესობას იმათ მიანიჭებდა, ვისაც სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. ამ დისბალანსმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

- პრობლემები აქვს ჩვენი შეტევის ლიდერ არტიომ დოვბიკსაც.

- ეს შეშფოთების კიდევ ერთი საფუძველია. სამწუხაროდ, დოვბიკს საფეხბურთო განათლების მხრივ ხარვეზები გააჩნია, რაც იტალიაში თავისი საგოლე მისიის შესრულებაში ხელს უშლის, სადაც თავდაცვა ეხერხებათ. რა გვაქვს საბოლოო ჯამში - დოვბიკი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, ხოლო იარემჩუკი "ოლიმპიაკოსში" სათადარიგოა. კიდევ არის დინამოელი ვანატი, მაგრამ ის საერთაშორისო არენაზე შესამჩნევი არ არის. სამწუხაროა.

- მაშინ ბათუმში ვინ გაიმარჯვებს?

- ეს ორივე გუნდისთვის რთული დაპირისპირება იქნება. არსებობს იმედი, რომ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება ჩვენი მეკარე, რომ კრეატიულობით ნახევარმცველები გაგვახარებენ, რომ მათგან ვინმე გოლს გაიტანს, რომ ფორტუნა სტუმრებს გაუღიმებს. მაინც უფრო იქითკენ ვიხრები, რომ შედეგიანი ფრე იქნება.

თამარი
შე საცოდავო, არც ქართველი რომ არ ხარ და არც უკრაინელი! და არც საერთოდაც-ადამიანი!!!
მოკრივე
მერე და ყოველ მაღალი კლასის ფეხბთელები იგებენ თამაშს.რავ შეეხება კლასს,არაფერს გეტყვი. უბრალოდ ნაკრებების რეიტინგში ჩაიხედე.
სიმართლე
მოკლედ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას შენს ბოდვაზე: ეს არის სადო-მაზოხიზმის უმაღლესი დონე! შესაბამისად, შენ სოდომისტი მანიაკი ხარ, რომელიც სიამოვნებას იმით იღებს რომ ხალხს ყველა მხრიდან თავს აგინებინებს!
დავით 67
იგივეს!
ddddddd
რუსეთ-უკრაინის ომი არის სამოქალაქო ომი. ეს ისეა სამეგრელო და სვანეთი რომ ომობდეს.
გიზოგ
ენას ძვალი არ აქვსო. მაგრამ კაცს მორალი, ზნეობა და სულ ცოტა ტვინი მაინც უნდა ჰქონდეს.
დავით 67-ს
ქოცებზე რას ფიქრობ გავიგეთ და კოლექტიურ ნაცებს რას ეძახი დავით-სან? :)
tENGO
მაინც რისი თქმა გინდა ტტტ თუ ყყყ ვერ გავიგე-გააიასნე, კიდევ შენისთანა ყყყ-ები [ყ-ყეყეჩი] მხარს რომ გიბავენ... აი უკრაინელები კი ცდილობენ, როგორც გამოსდით რუსებს-მტრებს,გაურთულონ ცხოვრება და ბევრი გაუშვეს იქით-მარილზე და კიდევ ბევრს გაუშვებენ, მაგრამ თქვენ როგორც ჩანს იმას ვერ ინელებთ,როგორ გაუბედეს დიდ რუსეთ უკრაინელებმა წინააღმდეგობა და არ დაუწვნენ, ფეხქვეშ არ გაეგნენ, ელარჟს არ უწელავენ და უკრაინულად არ უცეკვავენ, კოხნიას ჰანგებზე....
შულაია
გასაგებია აქ რა ნახევარუჯრედიანი აზროვნების ხალხიც აკომენტებს,მაგრამ ასეთიიი!!.. ამბიციურობა ,ანუ ამბიციური ქართველი- ნათქვამი კვარას კონტექტში, თურმე შეურაცმყოფა ყოფილა- რა გამოდის, კვარას საფეხბურთო ნიჭის მქონე ფეხბურთელი- ამბიციური არ უნდა იყოსოო წერს ვიღაც უჭკუო რუსოჰობი და 30-40 მასავით ხბოსტვინიანი კვერს უკრავს, რომ ამბიციურობა ცუდია,რომ ადამიანი,ერი და განსაკუთრებით პროფესიონალი სპორცმენი ამბიციური არ უნდა იყოს-სრული ბოდვაააა.....არადა ასეთი ობიექტური, [ჩემის აზრით] ანალიტიკური მოსაზრება დიდი ხანია არ შემხვედრია,სადაც ჩამოთვლილია ჩვენი გუნდის ყველა პლიუსი სათამაშო რგოლების მიხედვით და უკრაინის ნაკრების ყველა პრობლემა პატიოსნათ, კვარაზე კი პიდაპირ ამბობს რომ-მისი თამაშის საყურებლად დადის ხალხი სტადიონზეო და მისი ყალიბრის ფეხბურთელი ჩვენ დღეისათვის არ გვყავსო, სწორედ ამ ყველაფრისგანაა გამომდინარე ფაქტიურად ფრეს,რომ ნატრულობს. თანაც ინტერვიუ უკრაინის გამოცემისთვისსაა მიცემული და არა ქართულისთვის შელამაზებული რომ იყოს რაღაც ეპიტეტებით. მე ძნელად წარმომიდგენი ქართველი ექსპერტი ასე უფრთხოდეს მოწინააღდეგეს, ესპანეთთან ან საფრანგეთან რომ გვქონსდეს თამაში.....კიდევ..უკრაინა კლასით ჩვენზე რომ მაგარი გუნდია ესეც ხომ ფაქტია, ისინი ფიფას რეიტინგით 25-ა, ჩვენ ლამის 70-ე, თანაც მათთვის არასდროს მოგვიგია ნაკრების დონეზე, ყველაზე მაგარი შანსი ამ ერთი თვის წინ გქონდა-უკრაინას ნაკრები უამრავი პრობლემით - საკუთარ მოედანზე თამაშის შეუძლებლობა და თითქმის სათადარიგო შემადგენლობით იძულებითი თამაში ფიასკო ევროზე, ჩვენი ნაკრები კი... ევრო ტრიუმფი, ჩეხებთან ზღაპრული მოგება, განწყობა, თვითდაჯერება,ლიდერების ფორმის პიკში ყოფნა.....მაინც მოგვიგეს...სხვათა შორის მათი ფლაგმანიც კიევის დინამოც ისტორიულად ჩვენს ფლაგმან დინამოსაც შავ დღეს აყრიდა....
მაო
ხვიჩაზე რომ არაფერი ვთქვათ,ჩაკვეს კლასისა და დონის რომელი ერთი გყავთ,თქვე მუდამ მკვეხარებო?
დავით 67
ეხლა ესეთი რაღაც რომ დაწერე, მიზანი რა იყო ამისი? რომ გაგინონ? უკრაინას მე პირადად ომში რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ, მაგრამ ფეხბურთში, რატომ უნდა გამიხარდეს მათი მოგება ჩვენს წინააღმდეგ. მეცნიერული გამოკვლევაა, სამშობლოდან წასული უნებისყოფო ადამიანები,ადვილად გარდაიქმნებიან უცხოეთში და იქარ ნაცისტებზე უარესებიც კი ხდებიან .ამის მაგალითები უამრავია, თინა კანდელაკი, მარგო სიმონიანი, ზატულინი ( ბათუმელია) ასევე ვლადიმერ ხომერიკი( ესეც ბათუმელია). 30 წელი უცხოეთში ვიცხოვრე, თანაც რუსეთში და შენნაირი გამოთაყვანებული ქართველი ბევრი მინახავს. რაც არ მიკვირს. ჰო კიდევ, ისეთი რამ არ უნდა დაჯღაბნო ,რასაც რეალობაში ვერ იტყვი. საქართველოში ხომ იცი რომ ვერ გაბედავ ამის თქმას. მე ქოცებს ვეძახი მონებს და შენ ორჯერ მონა ხარ!
სოსო
ნურც ქართველებს და ნურც უკრაინელებს,შენგან ხსენებით შეურაცხყოფას ნუ აყენებ.შენ არც ქართველი ხარ და არც უკრაინელი!შენ ამერიკაში გადათესლებული კორდენ დალასი ხარ,შენი და შენი ქალიშვილების ,შავკანიან ბიჭებთან ინტიმური ურთიერთობით რომ იწონებდა თავს.იყავი შენთვის,სადაც ხარ და როგორც ხარ,მაგრამ ამ ორ გაწამებულ ქვეყანას ნუ ახსენებ.შენი და შენისთანების სახსენებლები არ არიან!
ტტტ
წაით ბიძია რუსებს გაურთულედ ცხოვრება, თუ შეგიძლიათ, შეეშვით ხვიჩას,
ზანგი
კორბენას ჩემი ცოლისძმა აირჩიეთ ფრეზიდენთად.
aburjga
16-ში ამათ საკუთარი გვარი და სახელი უნდა დავავიწყოთ! ისეთი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ, რომ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვონ! )))
ეხხხ!
კარგია რომ შეამჩნიე, ეს არაჩვეულებრივი ხახოლური ლოგიკაა! )))
ლაზუ აზნაური არზნევ მუსკია
კონოპლიას ბურდღას არ დატოვებას კვარა!
მარიამი
ვინ ხარ შენ, მონავ! საქართველოს გაუმარჯოს! საქართველო გაიმარჯვებს!
ნამდვილი კორბენა
უკრაინელების კლასზე ისიც მეტყველებს რომ მიუხედავად დანაკლისისა მოგვიგეს ის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოეგოთ, რათა ჯგუფში რაიმე შანსი შეენარჩუნებინათ. ჩვენ კი იმ წაგებამ რელსებიდან გადაგვიყვანა. მაგის შემდეგ წავაგეთ მოსაგები მატჩი ალბანელებთან და დღეს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ალბათობა სათუოზე სათუოა.
ჯეჯე
ტიპი ლოგიკის მამაა. :) დაცვაში, ნახევარდაცვაში და თავდასხმაში უკრაინელებს საგანგაშო სიტუაცია გვაქვს, ხარისხიანი და საფეხბურთო განათლების მხრივ პრობლემური ფეხბურთელები გვყავს, ქართველებს კი კვარაცხელია ჰყავთ და მობილური ნახევარდაცვა, მაგრამ . . . ქართველებზე უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავსო.
ლალი
გვარიც გადაიკეთე
წუა
ძალიან დაბოღმილი ჩანხარ ქართველებზე! რამდენი ხანია რაც კუჭში არ გასულხარ?
ძია
აი, როგორ გიყვარს და როგორ უყვართ შენისთანებს სამშობლო! უსამშობლოებს ტყუილად კი არ გიწოდებენ, „ჯიგარო“...
კამა ჰარისი ჩუმლაყიდან
სავსებით გეთანხმებით!
korben dallas
გამარჯვება გმირ დიდსულოვან, მებრძოლ, პატრიოტ უკრაინელებს! მე გვარით ქართველი ვარ, თუმცა სულით უკრაინელი ვიქნები ზეგ! თან, ფაქტია, ქართველ ფეხბურთელებს დიდად არც მორალი გააჩნიათ, მაგალითად ირლნდიასთან ასევე უკრაინასთან აბსოლუტურად ყველა ურთიერთშეხვედრა წაგებული აქვთ და ზეგინდელი მათჩიც რომ წააგონ არც არაფერი! აი, ქართველების ადგილას უკრაინელები რომ იყვნენ, ნამუსის მოსაწმენდად სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებდნენ, ძვლებს დაიმტრვედნენ, ელენთას მინდორზე დადებდნენ და ამ სამარცხვინო ურთიერთშეხევდრების მაჩვენებს ერთი მოგებით გამოოასწორებდნენ მაგრამ ეგენი ხომ უკრაინელები ჩვენ კი ქართველები ვართ ნუ მე რა ქართველი ფეხბურთელები! მთავარია ხვიჩამ და ჟორჯმა 12 ათას, დოლარიანი ლუი ვიტონის ქურქები არ დაიკლონ და ნაზუკა ფეხებს მოუფრთხილდნენ, რომ შემდეგ კლუბში კარგი ჯამაგირი გარანტირებული ჰქონდეთ! ასე რომ ვისაც ცოტა ფინანსები გჭირდებათ, რომ მაცივარი ცოტა ოდენი საკვები პროდუქტით შეავსოთ, დაწერეთ ტოტოებში საქართველოს წაგება, მერწმუნეთ ისინი ამ შეხვედრას ისედაც და ასედაც წააგებენ, თქვენ კი საკვები მაინც გექნებათ! სლავა უკრაინე! დიდება ლიბერალიზმს! ტრამპის მზე მალე ჩაესვენება!
x
ხვიჩა თურმე "ამბიციური გრუზინია". ამ სლავი კვატების ტვინებში ქართველზე ასეთი პრიმიტიული წარმოდგენები არ ამოიშლება. ვერ გაძლებენ სხვანაირად ვერ იცოცხლებენ, ეგ მაგათთვის იმდენად აუცილებელი შემადგენელი ორგანული ნაწილია
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
უკრაინელი ექსპერტი საქართველოსთან მატჩზე: ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"ქართველებს მხოლოდ 2 ვარსკვლავი ჰყავთ, ჩვენ 5-6 - სანიოლის ტაქტიკა უნდა გამოვიყენოთ" - უკრაინელი ექსპერტი
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ