თბილისის "დინამოს" ახალწვეულმა მიკელ ალვარომ სადებიუტო შეხვედრა ულამაზესი გოლით აღნიშნა
13 აგვისტო. ბორის პაიჭაძე. 900 მაყურებელი

დინამო 2:0 ვიტ ჯორჯია

გოლები: 1:0 კაკუბავა (58. კოშკაძის პასით), 2:0 ალვარო (90+2)

ლორია ძაძამია

დინამო ვიტ ჯორჯია

ოდიკაძე ხურცილავა

თომაშვილი ადამაძე

კაკუბავა კასრაძე

რეხვიაშვილი ღანიაშვილი

ფირცხალავა ვასაძე

ალვარო გურეშიძე გურამ

კოტო კორიფაძე

კოშკაძე ჯანელიძე

ხისკო ჯუღელი

იაგე ჩიმაკაძე

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

ალეს გარსია ზურაბ ბერიძე

დინამო:

57. კახელიშვილი - კოტო

75. ლექვთაძე - ფირცხალავა.

84. ბერაია - ხისკო

სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, თექთურმანიძე, ჰომოლა, ახალაია

ვიტ ჯორჯია:

55. ვაშაკიძე - ჯუღელი.

68. სიხარულიძე - ვასაძე

79. ხუჭუა - კორიფაძე

სათადარიგოები: რეჭია, ხუმარაშვილი, გიორგი გურეშიძე, მაისაშვილი.

გაფრთხილება: კასრაძე (10), ადამაძე (25), კოტო (45), იაგუე (90).

არბიტრი: ჯ. ხორავა

ზოგისთვის ჭიქა ნახევრად სავსეა, ზოგისთვის - ნახევრად ცარიელი. ყველას აქვს უფლება იფიქროს, რაც სურს, მაგრამ ესპანელების ჩამოყვანით გუნდი რომ გაძლიერდა, ამას მხოლოდ უსინათლო ვერ დაინახავს.

მასპინძლებს "ვიტ ჯორჯიასთან" მოგება ყოველთვის უჭირდათ, რადგან ეს გუნდი ბრძოლის ჟინით გამოირჩევა, "დინამოსთვისაც" ბევრჯერაც მოუგია, მაგრამ ამჯერად ვეტერინარები ვერაფერს გახდნენ - ალექს გარსიას გაწვრთნილები მეტოქეზე ძლიერად გამოიყურებოდნენ.

დინამოელები ბევრს და მწვავედ უტევდნენ, კარგად იყენებდნენ ფლანგებს, მაგრამ შეტევის დაგვირგვინებას ვერ ახეხრებდნენ და ბევრი საგოლე მომენტიც გაანიავეს.

უკვე მე-3 წუთზე საყრდენად გამწესებულმა დებიუტანტმა მიკელ ალვარომ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში კარგად მოძებნა ალეკო კოშკაძე, თუმცა "დინამოს" კაპიტნის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

აღსანიშვნავია ალვაროს აქტიური და სასარგებლო თამაში, თუმცა წინასწარ ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში დაიღალა და მართალია, გოლი გაიტანა, პირველ ნახევარში უფრო ჩანდა.

მე-11 წუთზე ბასკი ფეხბურთელი თავად შეეცადა შორეული დარტყმით მეტოქის კარის აღებას, მაგრამ მეკარე გიორგი ძაძამიამ საიმედოდ ითამაშა.

"ვიტ ჯორჯია" თავადაპირველად ფრთხილობდა, მერე და მერე მასპინძლებს კი გაუთამამდა, მაგრამ შეტევის გამწვავებას და ბურთის კართან მიტანას ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ.

30-ე წუთი. "ვიტ ჯორჯიას" ისევ ალვარო დაემუქრა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. 31-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგზე გიორგი რეხვიაშვილმა მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და მშვენიერი გადაცემით ხისკოს ანგარიშის გახსნის შანსი მისცა - ესპანელმა ნახევარმცველმა ბურთი კარს ააცილა.

39-ე წუთზე რეხვიაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ალბერტ იაგუე, თუმცა მომენტით ვერც მან ისარგებლა.

ტაიმის ბოლო წუთზე კი მოხდა ის, რამაც დინამოელთა და მათი მთავარი მწვრთნელის აღშფოთება გამოიწვია - მეკარე გიორგი ლორიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ხისკოს მიაწოდა, მცველების წინ მყოფი ეპანელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჯერ ლაინსმენმა, შემდეგ კი ჯერემი ხორავამაც თამაშგარე დააფიქსირეს. ფიფამ თამაშის გადინამიურება რომ გადაწყვიტა, მეკარის მიერ თუნდაც თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ფორვარდისთვის ბურთის მიწოდება თამაშგარედ აღარ ითვლება.

მასპინძელთა სამართლიან პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია, მსაჯები კი აშკარად შეცდნენ.

მეორე ნახევარიც "დინამოს" უპირატესობით წარიმართა, თუმცა, საგოლე მომენტების შექმნა უფრო უჭირდათ. ამის მიუხედავად, 57-ე წუთზე კოშკაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეკარემ კარგად ვერ მოიგერია, მცველებთან შეუთანხმებლად ითამაშა და ლევან კაკუბავამ დასწრებაზე გაიტანა - 1:0.

66-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე კოშკაძე გაიყვანა, მაგრამ მან მომენტით ამჯერადაც ვერ ისარგებლა.

77-ე წუთზე დინამოელები მსაჯის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აღაშფოთა, როდესაც საჯარიმოში ხისკო წააქციეს, თუ უბრალოდ ბრძოლაში წაიქცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშვნა.

"ვიტ ჯორჯიამ" რამდენჯერმე კი გაამწვავა შეტევა, თუმცა ძალიან უჭირდა კართან მისვლა - ნახევარ მომენტი თუ ეთქმის, 90-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძე მეკარესთან მარტო რომ დარჩა, თუმცა ლორიამ დაასწრო და ვითარება განმუხტა.

მიკელ ალვარომ კი "დინამოში" სადებიუტო შეხვედრა ულამაზესი გოლით აღნიშნა: მსაჯის მიერ დამატებულ დროში საჯარიმოს ხაზიდან ჯარიმა შეასრულა, ბურთი დაატრიალა და მეკარე ძაძამიას თავისიანთა გადარჩენის შანსი არ დაუტოვა, ბურთი "ცხრიანში" ჩაეშვა - 2:0.

ზურაბ ბერიძე: "ვულოცავ "დინამოს" ღირსეულ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგა ამ კოლექტივით წარმატებებს მიაღწევს. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. პირველ ტაიმში აგრესიული ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. მეორეში უკეთ გამოვიყურებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გავუშვით".

ალექს გარსია: "მსაჯის მოქმედებებზე მეც და ფეხბურთელებსაც ჩვენი აზრი გაგვაჩნია, მაგრამ საჯაროდ მასზე საუბარი არ გვსურს. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, მსაჯებს კი თავისი და იმედია, მომავალში მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევენ. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ალვაროს, გოლიც გაიტანა, აქტიურობდა და მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"