საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ქართველი სპეციალისტი 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.

რამაზ სვანაძე, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 5 წელია მუშაობს. 2019-21 წლებში, ქართველი სპეციალისტი 19-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან ახალგაზრდული ნაკრების სათავეშია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრალეთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილი შესარჩევ ციკლში, 21-წლმადე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “სასიხარულო ფაქტია, რომ რამაზ სვანაძე ჩვენ გუნდში მუშაობას კიდევ ოთხი წლით განაგრძობს. ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა მას მადლობა გადავუხადო. მჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატებული სანაკრებო ციკლი და ტურნირი გველის.”

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “5 წელია უკვე რაც რამაზ სვანაძესთან ერთად ვმუშაობთ და 19-წლამდე ნაკრებიდან მოყოლებული, არ გვქონია გამოწვევა, სადაც მასთან ერთად წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ეროვნული ნაკრების მუდმივი განვითარებისთვის, 21-წლამდე ნაკრების წარმატებული თამაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ ორმაგად მიხარია, რომ ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტებია, ჩვენი წარმატებული მწვრთნელების შენარჩუნება შევძელით და მჯერა, რომ ერთად კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევთ..”

რამაზ სვანიძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდების სტრუქტურაში მუშაობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდეს სიამაყის განცდასთან ასოცირდება, ამიტომ აქ ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა. განვლილ წლებში ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ქვეყნის მეორე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაკრებთან ერთად წინ ბევრი გამოწვევა და ახალი მიზანი გველის.”

nakrebi.ge

სოსო
რამაზი უკვე დიდი ხანია ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობს და პირველ ნაკრებთანაც მუდმივი კონტაქტი აქვს.მისი კონტრაქტის დასასრულს,ნაკრების შემადგენლობის ალბათ ყველა ფეხბურთელი,მის ხელში გამოვლილი იქნება და მათ შესახებ,ყველაფერი ეცოდინება.ეს ავტომატურად ნიშნავს,რომ თუ მაგალითად სანიოლი გუნდიდან წავიდა,ან კონტრაქტის ბოლომდე იმუშავა და მერე წავიდა,რამაზ სვანაძე მზად იქნება,პირველი ნაკრები ჩაიბაროს.მისი სახით,საიმედო კადრი გვყავს.
გოგა
ყველა თამაში სხვადა სხვა შემადგენლობით, ამდენი ტრამვირებული ფეხბურთელებით, ძან მაგარი შედეგი დადო ამ კაცმა, თან არა ადვილი ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნა, ერთიდაიგივე ბირთვი არასოდეს ყავს მწვრთნელს, ქართველი სპეციალისტებიდან ჯერ ჯერობით სვანაძე პირველია
Irakli
კარგი ამბავი, ჩემის აზრით საქართველოს ნებისმიერი სპორტის ნარებებში თუ უვუნმე იმსახურებს დაფასებას ეს რამაზ სვანიძეა!
zura222
ასეთიუაზრობები გაგონილა ? ჯერ გასულიყოპირველ ადგუილზე ეროვნული ნაკრები და ახალგაზრდულიც გასულიყო ევროპაზე და მერე გაეფორმებინათ ახალი კონტრაქტები @@
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი