ჯერ არნახული: 11-გოლიანი ლეგიონი
ამჯერად ქართული ლეგიონის უქმეებიდან ესენი გამოვარჩიეთ: გიორგი მაკარიძის დებიუტი ლიგა 2-ში, დავით სირაძის ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი წლევანდელ სეზონში - გოლი და საგოლე პასი სულ რაღაც 20 წუთში, ოთარ მარცვალაძის პირველი გოლი "კრასნოდარის" მაისურით და, რა თქმა უნდა, მთავარი სასიხარულო ამბავი - 18 წლის გიორგი ჭანტურიას სადებიუტო გოლი ჰოლანდიურ ერედივიეში.

იქ, სადაც ერთ დროს შოთა არველაძე ყოჩობდა (მას ჰოლანდიის ჩემპიონატში 91 გოლი აქვს გატანილი), შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფორვარდის ხანა დაიწყოს - ყოველ შემთხვევაში, დასაწყისი კარგია, გოლი მეორე მატჩშივე და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელობა - ეს ყველაფერი დაიმსახურა ჭანტურიამ, რომელსაც ჰოლანდიურმა "გოლმა" 8 ბალი დაუწერა.

მერაბ ჟორდანიას გუნდმა პირველი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, "ვენლოს" 4:0 მოუგო. ჭანტურია და გურამ კაშია სასტარტოში იყვნენ. გიორგი ძალზე აქტიური იყო, მეტოქის მცველებს ძირითადად ფლანგებიდან აწუხებდა და გუნდის სტანდარტულ დარტყმებსაც ის ასრულებდა. სხვათა შორის, "ვიტესის" გულშემატკივრებს სტადიონზე ბანერი ჰქონდათ გამოკიდებული: "ჩვენ არ გვჭირდება "ბარსა" და მესი, ჩვენ გიო გვყავს". ჭანტურიას პირველ ოფიციალურ გოლზეც ვთქვათ - 88-ე წუთზე ის მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, ერთი მცველი ჩამოიცილა და სანამ მეორე ხელს შეუშლიდა, მახვილი კუთხიდან ანგარიშს წერტილი დაუსვა.

ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგის პირველი ქულა მოიპოვა, მისი "ჰერტა" სტუმრად "ჰამბურგს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურს 90-წუთიანი გარჯა "შპორტალმა" 3,5 ბალით შეუფასა.

რუსულ პრემიერლიგაში ნალჩიკის "სპარტაკის" მწვრთნელმა სერგეი ტაშუევმა სირაძე მაშინ შეუშვა, როცა კავკასიური გუნდი და მასპინძელი "ტომი" წყნარად მიდიოდნენ ლოგიკურ და უგოლო ფრემდე. სირაძემ ახალგაზრდა თანამემამულე, გუჯა რუხაია შეცვალა და... 5 წუთში საგოლე პასით, ბოლო წუთზე კი სეზონში მე-2 გოლით გამოიჩინა თავი.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - 19 წლის მაკარიძეს ფრანგულ ელიტურ დივიზიონში ლამის ორი წლის წინ ჰქონდა დებიუტი, ლიგა 2-ში პირველი თამაში კი მან ამ პარასკევს ითამაშა, რომელშიც "ლე მანი" ამირან სანაიას "ბასტიასთან" 0:1 დამარცხდა. სხვათა შორის, სანაიას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია, მაგრამ ის 4-თვიანი შესვენების შემდეგ, მატჩის განაცხადში გამოჩნდა.

გოგიტა გოგუა "ვოლგაში" დაბრუნდა, ჯერ მხოლოდ დუბლებში, ხოლო ზურაბ არზიანს ამ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ნიჟნი ნოვგოროდელთა ლიდერი კი უდავოდ გოჩა ხოჯავაა, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოსკოვის "ლოკომოტივთან" მატჩში (0:0). გოჩამ ყველაზე მეტი ირბინა მასპინძელთა რიგებში, ყველაზე მეტად გააწვალა მეტოქის დაცვა და თანაგუნდელებს კარგი პასები ურიგა. მართალია, "ჩემპიონატმა" ხოჯავასთვის მხოლოდ 6 ბალი გაიმეტა.

ოთარ მარცვალაძემ "კრილია სოვეტოვის" კარი 94-ე წუთზე დალაშქრა, როცა დამატებაზე თითქმის ცარიელ კარში დაარტყა, თუმცა გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ოთარის სეზონში მე-6 გოლის (პირველი "კრასნოდარის" მაისურით) მიუხედავად ჩრდილოკავკასიური კლუბი 1:2 დამარცხდა [იხილეთ ვიდეო].

უკრაინაშიც გავიდა ქართული გოლი დავით თარგამაძემ 85-ე წუთზე პრესტიჟისა შეაგდო (მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით) მასპინძელი "ვოლინის" კარში, "ოლექსანდრია" კი საბოლოოდ 1:3 დამარცხდა.

მართალია, რატი ალექსიძის "ეტოს" 5 თამაშიდან 5 მოგება დაუგროვდა, მაგრამ კლუბში მაინც სამგლოვიარო სიტუაციაა - უეფამ ფინანსური დარღვევებისთვის ქართველი ვეტერანის გუნდი სამი წლით მოკვეთა ევროთასებიდან.

უფრო დაბალი დონის ლიგებში თავგამოჩენილ ჩვენებურებს წარმოგიდგენთ: უკრაინულ პერშა ლიგაში "სევასტოპოლს" მათე ღვინიანიძის გოლმა მოაგებინა, "ენერგეტიკთან" (2:1) სწორედ ქართველმა მცველმა გახსნა ანგარიში. ლიტვაში გოჩა ტვილდიანის გოლმა სტუმრად "კაუნასთან" 1:0 მოაგებინა 10-კაციან "შაულიაის".

ბრწყინვალე შედეგიანობით გამოირჩევა ლატვიაში 25 წლის მამუკა ღონღაძე, რომელმაც 14 მატჩში მე-10 გოლი გაიტანა. "დაუგავამ" "ელგავას" 2:1 მოუგო, ჩვენებურმა კი პენალტი შეაგდო. ახლა მამუკა ვირშლიგაში მხოლოდ სკონტოელ ბრაზილიელს, ნათან ჟუნიორს ჩამორჩება, რომელსაც 12 გოლი აქვს ანგარიშზე. ესტონეთში "ფლორამ" 4:0 მოუგო "სილამაეს", კალეველთა კარში ბოლო ბურთი ზაქარია ბეგლარიშვილის ანგარიშზეა. ისე, ესტონეთის ჩემპიონატში ამ ტურში საოცარი ანგარიში დაფიქსირდა: "ნარვამ" "ლასნამაეს" 14:0 მოუგო! აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-2 ტურში "თურანის" რიგებში გოლი ზურაბ ძამსაშვილმა გაიტანა, ქართველი მცველის გუნდმა 2:1 მოუგო დებიუტანტ "ქიაფაზს".

მოკლედ, ჯამში ქართველებმა ამ უქმეებზე 11 გოლი გაიტანეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"