"ბორჯღალოსნებმა" პირველი შეხვედრა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის "ორიაკთან" გამართეს და 28:24 მოიგეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნები" ამჟამად საფრანგეთში, კლერმონთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ისუარში იმყოფებიან და წვრთნასთან ერთად საერთაშორისო ტურნირში, "ჩელენჯ ისუარი" ასპარეზოებს.

ჩვენმა მორაგბეებმა პირველი შეხვედრა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ორიაკთან" გამართეს და საკმაოდ დაძაბულ, მძიმე ბრძოლაში 28:24 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა 22-კაციან განაცხადში ძირითადი შემადგენლობის ექვსი მოთამაშე არ შეიყვანა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს. "ბორჯღალოსნებს" შერკინებაში იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რომ ორიაკელებს ოთხიდან ორი საჯარიმო ლელო აჰკიდეს, ერთიც მოლით შეიტანეს. მეოთხე ლელო კი გარემარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ მიითვალა.

ოთხიდან სამი გარდასახვა ფულბეკმა მალხაზ ურჯუკაშვილმა წარმატებით შეასრულა, ერთიც შეცვლაზე შესული მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ "ორიაკმა" ჩვენს გუდნს ასევე ოთხი ლელო გაუტანა, თუმცა ორი ვერ გარადასახა და ამიტომაც დამარცხა.

თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ: დავით ხინჩაგიშვილს, ჯაბა ბრეგვაძეს, ილია ზედგინიძეს, დიმიტრი ბასილაიას, მამუკა გორგოძეს, შალვა სუთიაშვილს, ირაკლი აბუესრიძეს, ლაშა მალაღურაძეს, თედო ზიბზიბაძეს და ირაკლი მაჩხანელს.

"ბორჯღალოსნები" მზადებას იქვე, ისუარში განაგრძობენ და მომდევნო შეხვედრას 19 აგვისტოს, ასევე მეორედივიზიონელ "ბურგუენთან" გამართავენ. ამის მერე კი ისევ კანში დაბრუნდებიან და ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე იქ ივარჯიშებენ.

საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი ჩხიკავაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. რეზო გიგაური, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

16. გოდერძი შველიძე, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ვახტანგ მაისურაძე, 19. გივი ბერიშვილი, 20. გიორგი ბეგაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. მერაბ კვირიკაშვილი.

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემებრი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

omar korgazakhia
საიტის ადმინისტრაციას ცხოველას და ვიტოს ტრამვები მიუღიათო... იქნებ შეძლოთ ნაკრების ბანაკთან დაკავშირება და იმის გარკვევა რამდენადა სერიოზულია მათი ტრამვები... რაგბის გულშემატკივრისთვის ძაან საინტერესოა მსგავსი ინფორმაციები...
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს