საქართველოს ნაკრები ფინეთში 10 კალათბურთელით მიემგზავრება, სადაც 4 მოთამაშე დახვდება, ხოლო კაპიტანი თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს თამაშის დღეს, 21 ნოემბერს შეუერთდება. ჰელსინკის დედაქალაქში წამსვლელი 10 მოთამაშე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დღეს, თბილისი არენაზე გამართული ვარჯიშის ბოლოს დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში. აღნიშნული მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე – 11 ნოემბრიდან დაიწყო, რადგან საზღვარგარეთ მყოფ კალათბურთელებს შიდაჩემპიონატისა და ევროტურნირების თამაშები აქვთ და სანამ ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად არ გაიხსნება, ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდნენ.

11 ნოემბრიდან ვარჯიში 10-მა კალათბურთელმა დაიწყო, რომლებსაც 14-ში “ქუთაისის” კალათბურთელები შეუერთდნენ, რომლებმაც 13 ნოემბერს იმერულ კლუბში ფიბა ევროპის თასზე ითამაშეს. 14-ში შეუერთდა ნაკრებს ვეტერანი დუდა სანაძე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის გრაფიკი შეიცვალა და ის ფინეთში ნაკრებთან ერთად, 18 ნოემბერს ჩავა.

საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში ანდრონიკაშვილთან ერთად გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი დახვდებიან, რომლებმაც გუშინ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშეს. მოგეხსენებათ, ევროლიგის ორგანიზატორი ორგანიზაცია ულებ-ი ფიბა-ს კალენდარს არ უთანხმებს და 20-21 ნოემბერს ამ ევროტურნირის მატჩებია დაგეგმილი. შენგელიას გუნდი ვირტუსი 20 ნოემბერს ბოლონიაში თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს და თორნიკე იმავე საღამოს ჰელსინკიში, ჩარტერული რეისით გაემგზავრება.

ფაქტობრივად მეორდება ის ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც წლინახევრის წინ გათამაშდა და რომლის გმირიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შენგელია იყო, როცა ბოლონიაში, თავისი კლუბის მაისურით ითამაშა და ჰოლანდიაში, საქართველოს ნაკრებთან შესაერთებლად დარბაზიდანვე, ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მაშინდელი გამარჯვება ჰოლანდიასთან საკვანძო გამოდგა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საქმეში.

თბილისიდან ჰელსინკიში ეროვნული ნაკრები ამ 10 მოთამაშით გაემგზავრება: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე. შესაბამისად, ჰელსინკიში თავს მოიყრის 15 კალათბურთელი, რომელთაგან თამაშის წინა დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებიც ფინეთთან მატჩის განაცხადში იქნებიან.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან ჰელსინკიში ორშაბათს, დილის 11 საათზე, 10 კალათბურთელით გაემგზავრება.

GBF.GE

დიმა
ლონდარიძე ხომ არის?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89