ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა, ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რა თქვა შეხვედრის დაწყების წინ კიევის "დინამოსა" და "გურიას" ყოფილმა თავდამსხმელმა ვიქტორ ხლუსმა.

"გუშინ ლანჩხუთიდან ჟურნალიტებმა დამირეკეს, სადაც ვთამაშობდი. მომავალი დაპირისპირების შესახებ ჩემი აზრი აინტერესებდათ. ასე რომ, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ამ თამაშს სიფრთხილით ველოდები. რატომ? აგიხსნით: იმ ორი წლის მანძილზე, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, ვითამაშე რა "გურიაში" (ერთი მათგანი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში), ბევრი სიახლის გაგების საშუალება მომეცა. ქართული მენტალიტეტი ჩემთვის ყურმოკვრით კი არ არის ცნობილი, პირადად მაქვს გამოცდილი. ქართველების ხასიათს კარგად ვიცნობ და მათ შინაგან მდგომარეობას ვგრძნობ. როგორც არ უნდა მოემზადოს უკრაინის ეროვნული გუნდი, ქართველებს სახლში თავინთი ნათესავების, მეგობრების და ნაცნობების თანდასწრებით ექნებათ განწყობა, რომლის სკალა 100%-ს აღემატება. როგორც არ უნდა იმუშაონ ქართველი ფეხბურთელების მოტივაციაზე და როგორ ფულად ჯილდოს არ უნდა დაჰპირდნენ, მათთვის ამას აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამეთუ ქართველებისთვის მთავარი თავიანთი ქვეყნის ღირსებაა. საქართველო ქართველისთვის ეს რაღაც წმინდათაწმინდაა.

შესაძლოა, შემდეგ კომენტარებში დაწერონ, რაც ადრე ჩემს შესახებ წამიკითხავს: "ეგ ვინ არის?!", "რა ესმის ფეხბურთის?!", "სადღაც 30-40 წლის წინ თამაშობდა", "ის ხომ ბურთს ფეხს ვერ ურტყამდა" და ა.შ. (იცინის). მოკლედ, ყოველი შემთხვევისთვის მინდა გითხრათ, რომ გუშინ კიევის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ხელახლა ამირჩიეს. ამიტომ თავს საფეხბურთო ადამიანად ვთვლი და შემიძლია ფეხბურთის ენაზე გიპასუხოთ, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, ქართველებთან თამაში ისე უნდა აიგოს, რომ სწრაფი კონტრშეტევებისთვის სივრცე გვქონდეს. საქმე იმაშია, რომ რაოდენ ტექნიკურებადაც არ უნდა მივიჩნევდეთ ქართველ ფეხბურთელებს, ისინი უკან მხოლოდ ტაქსით მიდიან. ეს ყველაფერი მათი მენტალიტეტის სპეციფიკაა. ქართველებს ხომ მუდამ ბურთთან ერთად ყოფნა სურთ. თითქოს, უკან ჩაჯდომა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს სწორი არ არის. მგონია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საკმაოდ ავტორიტეტულია და თამაშის ისე აწყობას მოახერხებს, რომ საჭირო შედეგს მივაღწიოთ", - ციტირებს ხლუსს UA-Футбол-ი.

გიგა -ს
გიგა,ლალი მოროშკინა შენით ამაყობს,QT-შენითაც!!გრუზინებოოო!!!
იო
დაანებეთ ბიჭო ამ სადღეგრძელოებს თავი და მითოსებს. სხვების მიღწევების მისაკუთრებას კიდევ. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა დღევანდელი ქართველი ერისათვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული ღისება? ღირსეული ერი ვართ ჩვენ ქართველები დღეს? ან პრინფიპულები ან მებრძოლები 2024 წელს?
გიგა -ს
გიგა,ლალი მოროშკინა შენით ამაყობს,QT-შენითაც!!გრუზინებოოო!!!
silovan DZGERIA
იო-ს პაჯერო იო ხარ თუ მარტო იო ? )) რა გეშველებათ თქვენნაირ კრიტიკოსებს ? - კავკასიონი რომ არ ყოფოლიყო ( ზღვა გამოგრჩა ალბათ ) , ბაბუას რო კვერცხები არ ჰქონოდა და ა. შ . იმ იშვიათ ერთეულებში შენც შედიხარ ხომ ? )) ერთეულებია 100 000 მოწამე , 300 არაგველი და უამრავი უსახელო თავდადებული ? ვინც საკუთარი ერით , ხალხით არ ამაყობს და ჟრუანტელი არ უვლის თავისი ქვეყნის ხსენებაზე , მისი პატრიოტობა შემირცხვენია . თუ უვლის კიდევ , მაშინ ეგეთი აზრები ახლოს არ უნდა მოუშვას . რომელი ერთეულები , როდესაც ბოლო 30 წლის მანძილზე ათასობით გმირი და თავდადებული გვყავს ?!
გიგა
უსამშობლოები ისინი არიან, ვინც ქართველ ხალხს მოსვენებას არ გვაძლევენ და ყოველ წუთს და წამს ქვეყანას მტრობენ. მაგათვის მხოლოდ ევროპა და როთები არიან მისაღები! ჩვენ თავი დაგვანებეთ კოლექტიურო ბორელებო (ბორდელებო) და ნაც როთებო და ისემც გიქნიათ სულ გათხოვილხარ ერთმანეთზე!
იო
და ახლა შენ იგივე სადღეგრძელოებით არ პასუხობ? ბევრი ღირსეული ადამიანი იცი შენს გარშემო. საშუალო სტატისტიკური ქართველიეთვის ღისება ნომერ პირველია? ღირსება დაკარგული დაბეჩავებული ერი ვართ. გაიხედე ირგვლივ 250 000 რუსი არხეინად ცხოვრობს თბილისში და ბათუმში. თავს ისე გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში. ამას აიტანდა ხო ღირსეული ერი. საქართველოში ერთეულები არიან ღისეულები, ხოლი მასისთვის საკუთარი კუჭის მიღმა არაფერი არსებობს. სახელმწიფოებრიობას რაც შეეხება, მადლობა თქვი რომ კავკასიონის ქედი არსებობს, თორემ მაგ პათეტიკურ ბოდვასაც ვერ მოჩმახავდი.
Walkabout
უკრაინელების გაკეთებულ კომენტარებზე ამბობს
გურია
ბიქტორა, სად ნახე ძამა მაგფერი კომენტარები? მე არსად არ შემხვედრია და მიგვითითე წყარო, ვნახოთ ერთი ვინ არიან ავტორები. მე კი გეტყვი, რომ პირადად მინახავს შენი თამაშები, გურია რომ სსსრ უმაღლეს ლიგაში იყო მაშინ და კიევის დინამოდანაც ბევრი მახსოვს. ტაკ ჩტო, ზა კაკიხ ტო მალაკასოსოვ ნე ნადო პრა სეხ გრუზინოვ სუდიტ. გეიგე ბიო?
QT-ს
სწორედ უსამშობლო მთავრობის წევრები უხდიან ბოდიშს ჩვენს მტრებს!!!
გია_544
შენი მისამართი ქუჩა და სახლი კი არაა, შენი მისამართი საბჭოთა კავშირია, გრუზინო ) ქართველებს და საქართველოს ნუ ეტმასნები და ხელისუფლების ნარატივებს ნუ იმეორებ!
G.LA
ნოემბერს ნოემბერი ხარ თუ მარტი. იცი დედამიწაზე რომ 5 000 ზე მეტუ ეროვნების ადამიანებია? იცი რომ მხოლოდ 200-ზე ცოტა მეტი სახელმწიფოა დედამიწაზე და საქართველო ამ სახელმწიფოთა შორისაა? ჩვენი წინაპრები სამშობლოსათვი საუკუნეები ბრძოლობდნენ თავისი სიცოცხლის ფასად და შენ ვიღაც ვიგინდარა აკნინებ ქართველი ერის სიყვარულს სამშობლოსთან? რუსი ტროლები ვერ ჩაკლავთ ვერასოდეს ქართველი ადამიანის სიყვარულს სამშობლოსადმი. ხლუსი ჯიგარი კაცია და ყველაფერს გულით ამბობს საქართველოზე. გურიაში თამაშის დროს მან ყველაფერი შეიგრძნო რასაც ქართველი ქვია. ჯანმრთელობას ვუსურვებ ხლუსს და მშვიდობას მის ქვეყანაში. უსახელო ზურა222 ხარ გიცანი შე გველო. დიდება საქართველოს. Слава Украине. სიკვდილი მტერს.
Aburjga-s
ამინ! თქვენც რა კარგად გადმოეცით, ვტირივარ ეს გუდამაყრელი კაცი…
QT
მართალი ხარ ვიქტორ, ჩვენთვის სამშობლო უორველეს ყოვლისა. უბრალოდ ბევრი უსამშობლო შემოგვერია, ძირითადად ოპოზოციაში არიან გადანაწილებულნი.
aburjga
ვიქტორი უკრაინელი არაა. ვიქტორი გურულია! გინახავთ ვიქტორის თამაშები ჩემი გურიას სტადიონზე, მისი თავდადება და სიჩაუქე?! თუ გინახავთ ჩემსავით ბედნიერები ხართ, თუ ვერ ნახეთ, დამერწმუნეთ, ბევრი რამ დაგიკარგავთ! ვიქტორი რომ გოლს შეაგდებდა ახედავდა კოლხეთის საღამოს ზეცას და გადამფრენი წეროების სამკუთხედს თვალს გააყოლებდა, მაშინ ერთი სამი-ოთხი მეტრის სიმაღლის ხდებოდა! მაგარი კაცია, ღმერთმა დალოცოს!
ნოემბერი
კი კი როგორ არა, როგორ უყვართ სადღეგრძელოების და ბოდვის დაჯერება ხალხს
1221
გენაცვალე
jeremo
ვიტია ჯიგარია.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]
"გურიას" დიდი რეკლამა - ლანჩხუთში სათამაშოდ კიევის "დინამოს" ეპატიჟებიან
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
ვიქტორ ხლუსი: ასე ეხმარებოდა "გურია" თბილისის "დინამოს"...
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა