ტრაბზონული გამოცემა Günebakış-ის ინფორმაციით, ადგილობრივი კლუბი საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშით არის დაინტერესებული.

როგორც წყარო წერს, "ტრაბზონსპორის" მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ბათუმში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, რათა მისთვის სასურველ ფეხბურთელებს დაჰკვირვებოდა. საქმე ეხებათ ოთარ კიტეიშვილს, ლაშა დვალსა და ლუკა ლოჩოშვილს. პ.ს. გიუნეშის დაკვირვების ობიექტი ბათუმურ მატჩში უკრაინელი მიკოლა შაპარენკოც იყო.

უცნობია, თუ რა შთაბეჭდილებებით დატოვა გიუნეშმა ბათუმი. ლოჩოშვილმა და კიტეიშვილმა ზემოთაღნიშნულ თამაშში მონაწილეობა მიიღეს, ხოლო ლაშა დვალმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში "ტრაბზონსპორი" კარგად ნამდვილად ვერ გამოდის. 11 ტურის შემდეგ შავიზღვისპირელებს 12 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებენ. გუნდი გაძლიერებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.

gel-100
კიი ოსიმენი, მაურინიო, ბაჩუაი, იკარდი, გადახედე ბიჯო გალათასარაის, ფენერის, ბეშიქთაშის შემადგენლობებს და ნახავ შენ თვითონ ერთი კიარა ბევრი წასულა და წავა კიდეც,,კვიპროსის ჩემპიონატი ან სერია-ბ ზამენობა თუ ჯობია ტრაბზონის ლიდერობას რავი მაგრად მსჯელობთ,,სინამდვილეში თურქეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზეა ნახეთ რეიტინგი იქ მოთამაშე მწვრთნელ-ფეხბურთელები და შემდეგ დაიწუნეთ მით უმეტეს კვიპროსის, სლოვაკეთის, სერია-ბეს და პრემიერშიფის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელების ქვეყნის შვილებმა, გეგონება ყველა ბარსაში რეალში ან მილანში გვყავდეს ნაკრების ბიჭები
gpi
კი ,მაგრამ მათი სისწრაფით ალაგებს და ისეთივე ფიზიკა აქვს ?
gel-100
ვფიქრობ ლოჩოშვილისთვის კარგი გამოცდილება იქნება სერია-ბ გუნდის სათადარიგოობას თურქეთის ერთ-ერთ ჩემპიონ გუნდში გადასვლა მით უმეტეს დვალისთვის რომლისთვისაც კვიპროსის ჩემპიონატი ნამეტანი სუსტი ჩემპიონატი მგონია, თან არ დაგავიწყდეთ თურქეთში ბოლო წლებში რა ფეხბურთელები და მწვრთნელები ჩაიყვანეს ოსიმენი და მაურინიო რად ღირს მარტო, ასე რომ მგონია ორივესთვის კარგი იქნება აი რაც შეეხება კიტეს ის ბუნდესლიგის ჰოფენჰაიმში გადავა ზამთარში სადაც ჯერ შტურმის ყოფილი სპორტული დირექტორი და შემდეგ მწვრთნელიც გადაიყვანეს სულ ბოლოს
Soso
უბრალოდ სირცხვილია კიტეიშვილი ემერსონის კაზემიროს კანტეს ბუსკეტსის არანაკლები ინტელექტი აქვს ან როგორ ართმევს მერე ალაგებს თამაშს და უბრალოდ ქართველი რომ არი არ აქ დაფასება
duscatto
rais kite cava an locho. sul rom.mteli trabzonis sashaurmo gadauformos
დათო
თვითონ უნდა თუ არა, თორემ 4-5 მილიონი დღევანდელ ფეხბურთში არაფერია, მით უმეტეს თურქული კლუბებისთვის
Givi
ტრაბზონში საქართველოდან წაიყვანოს ვინმე გიუნეშმა, თორემ ნაკრების ფეხბურთელები იტალიიდან და ავსტრიიდან მანდ არავინ წავა...
უსახელო საქონელს
კიი ნაღდად ჯობია შენ ოღონდ გჯეროდეს
ჟორა
არ ვიცი გიუნეში სჯობს თუ ჩერჩესოვი,მაგრამ რუსი რომ "ჩერნოჟოპის" დაგიძახებს,მაგას რა სჯობია? რაც შეეხება "აგახევს ქალებს" ,ალბათ ჩელიაბინსკელი ნატაშა და ვორონეჟელი ტატიანა გაგექცა ( არ უყვართ რუს ქალებს ჯიბეგამიხეული ტიპაჟები და რა ქნან?).
გენა
კიტეს ტრაპიზონი ვერ იყიდის. კიტე 4 ან 5 მილიონი ეღირება
გიუნეშმა რო აჯობა იმას
მგელს მგლობა ერქვა ტურამ ქვეყანა ამოაგდოო არ გაგიგია?ჩერჩესოვი იძახეთ და კი გადაგიყვანათ მთელი აჭარა თავიან რჯულზე მაგ მეზობელმა.უბატონოდ ვინ დადის აჭარაში გიუნეშები თუ ჩერჩესოვები?ქალებს ვინ გახევენ გიუნეშები თუ ჩერჩესოვები?
სოსო
არ ვიცი,ტრაბზონსპორის ჩავარდნა,დროებთი წარუმატებლობაა თუ საერთოდ დასუსტდა გუნდი,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად,კიტეს და ლოჩოს გადასვლა,დაუჯერებელი ჩანს.თუ დროებით ჩავარდნა აქვს,მაშინ დვალმა შეიძლება კიდევ იფიქროს,მანდ წასვლა,თუმცა ეგეც ნაკლებად მოსალოდნელი მგონია და მხოლოდ ძალიან მომგებიანი კონტრაქტის შემთხვევაში თუ იფიქრებს,ასეთ რამეს.პატარა ბიჭი აღარ არის,ოჯახი ჰყავს და შორს მიმავალ პერსპექტივებს,სავარაუდოდ აღარ გამოეკიდება.
Surikas
სურიკ ჯან და სომხეთის ლიგა ხომ ყველას ჯობია არა?
გიუნეშმა მაჯობა))))
საინტერესოა, მატჩზე დასასწრები ბილეთი ხომ ადვილად იშოვა? ეს ქვეყანა ყველასია ქართველების გარდა. მალე ჩერჩესოვი დაესწრება და ჩვენ ტელევიზორებიდან თუ ვუყურებთ. ხვიჩა არ უნდა გიუნეშს, ხვიჩა? იაფად, თითქმის მუქთად?))))
ზაზა
ჩემო ძმაო ავსტრიიდან კი არა და ბრაზილია, ურუგვაი, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდიიდან და ესპანეთიდან წასულები მახსოვს თურქეთში. ასე რომ მთლად ნუ დააკნინებ მაგათ ჩემპიონატს, ავსტრიის ჩემპიონატს კი ჯობია ნაღდად. ოღონდ აქ მთავარია, რა ასაკში და რა პოტენციალის ფეხბურთელი წავა. აბა კიტეს ნაღდად არ ვუსურვებ ამ ასაკში თურქეთში წასვლას. მისი თამასა უფრო მაღალია და გადავა კიდეც სადმე ტოპ ლიგაში.
ქ. გ.
თურქებს დიდებულების მანიაკალური ბოდვები აწუხებთ? ესპანეთის ნაკრებიდან არავინ არ უნდათ?
გოგა
დვალი და ლოჩოშვილი ხო და კიტე არ წავა თურქეთში
747
ავსტრიიდან და იტალიიდან თურქეთში წამსვლელია ვინმე?
zura222
ტრაბზონსპორი არა გაზისანთებასპორი კიდევ P მანდ თუ გადავლენისეთივე შეცდომას დაუშვებენ როგორიც მიქაუტაძემ დაუშვა ! ნუუ დვალზე შეიძლება კიდევ ლაპარაკი--თურქეთის ლიგა ნაღდად ჯობია კვიპროსისას
ზაზა
შენოლ გიუნეშისადმი დიდი პატივსცემის მიუხედავად, კიტეიშვილი ტრაბზონსფორში არანაირად არ მემეტება. აი დვალი კი ბატონო, ლოჩოც შეიძლება, გააჩნია თუ სერია ა დან ან სხვა ტოპ ლიგებიდან არ ექნა შემოთავაზება, რატომაც არა.
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა