ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გაირკვა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისთვის რომელი გუნდი რომელ კალათას დაიკავებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მე-3 ადგილი ირგუნა, ამავე ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ითამაშებს და მე-3 კალათაში იქნება განთესილი. კალათები ასე გამოიყურება:

პირველი კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია პორტუგალია, იტალია, ხორვატია, ბელგია, ავსტრია, დანია.

მეორე კალათა: თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უელსი.

მესამე კალათა: სლოვენია, შოტლანდია, ბოსნია, საქართველო, ფინეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია.

მეოთხე კალათა: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, სომხეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ესტონეთი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ლიეტუვა, ფარერები, ლატვია, ბელარუსი.

მეხუთე კალათა: მოლდოვა, ანდორა, მალა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სან მარინო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ამა წლის 13 დეკემბერს გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპი კი 2025 წლის მარტში დაიწყება.

იასონას უდარი
გენიოსი სპეციალისტი არ ვარ,ფაქტები გვეუბნება ჩემს სიმართლეს და თქვენ რამე არგუმენტი დაგეწერა.ხომ არ მეთანხმები და არგუმენტით გაგეჩუმებინე,მარა ხომ ვიცი,შინაარსში არ შედიხართ. რატომ არ ვარ მართალი და იმიტო ხო? უკრაინასთან ორივე გოლი ქოჩორაშვილის შეცდომას მოყვა და დაცვამ გადაწყობა ვერ მოასწრო,დააკვირდი ჩეხეთთან გაშვებულ გოლებს და შენვე დაინახავ სად არის პრობლემა. ვინმეს ჟინი კი არ მჭირს,საქმე თუ გინდა გაკეთდეს,მაშინ მტკივნეული პროცესი უნდა გაიარო.აბა,რა გგონია,ჰოპლა და ეგრევე მაგარ გუნდს ჩამოაყალიბებ? არ არის ეგრე,თორე მაგას რა ჯობია,ადგები და ეგრე იზავ,მარა შედეგი ეგრე არ მოდის. უბრალოდ,ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღება უჭირთ მართველთა კლასს,ფეხბურთშიც და ისედაც. კობახიძე ხომ გვეუბნება რო 8 წელია რევოლუციას აწყობენ ერთიდაიგივე ხახლიო,აბარდაგებენ სიტუაციას და ა.შ.,თუნდაც ახლა. ეს რატომ ხდება იცი,არ ისჯებიან და მიტომ. რა პატარაო,რატომ ტირიხარო? და ბავშვი რო ეუბნება,გამსდის და ვტირივარო. ასეა ჩვენი საქმეს,გასდით ასეთი სელექცია ფეხბურთში,ყოველთვის გამოჩნდებიან თქვენაირები და დაიცავენ. ვის იცავ ან ვისგან,ჩემგან? სამწუხაროა ეს ამბავი
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
ცოტა ამათ დაბალ ტემპზეც დაგეწერათ? ევროზე ცოტა მოუმატეს და შედეგიც დაიდო და მერე ვინმემ დათარსა თუ რა არის რომ ვეღარ უმატებენ ტემპს?
lolo
იასონას უდარს, ეს რა გენიოსი სპეციალისტი გვყოლია საქართველოში. როგორ დაალაგა ყველაფერი, რად გვინდა სანიოლი მოვიწვიოთ იასონა დროზე თორე თუ მისი ეს ნაშრომი წაიკითხეს შეიძლება წაგვართვან. აღებულია შენი უდარი იასონ.
ზურა ცეტი
კრისტალგიდრატი 100%
იასონას უდარი
იმ სერიიდან,ქე რო 16 საუკეთესო გუნდს შორის მვხვდით და ამით ამაყობდა მთელი ერი,ზოგი ესპანეთის გამოგდებას და ტიტულის მოგებაზეც საუბრობდა(გვყავს ეგეთი ხალხიც ქვეყანაში),არ უნდა გაგვიჭირდეს მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება. ვის ვერ მოვუგებთ ჩამოთვლილი გუნდებიდან? თუმცა რეალობა სხვა არის,რეალურად საპატიო მესამე ან მეოთხე ადგილს დავიკავებთ,რაც გამოაჩენს ჩვენ რეალურ დონეს და ეიფორია დასრულდება,რაც ძალიან კარგი იქნება. ემოცია ნაკლები იქნება და საქმის კეთებას უფრო ხარისხი დაედება,მერე მართლაც შესაძლებელია ტოლსწორად თამაში ყველასთან. უნგრეთმა თუ ათრია ინგლისი,რა ჩვენ ვერ ვათრევთ? ოღონ ამ მომენტში ვერ ვათრევთ,ჩეხების ნათრევი გუნდი ინგლისს ვერ ათრევს,ძველი ინგლისური ანდაზაა. თაობა შეცვალე ვილი ან ვინცხა იღებთ გადაწყვეტილებას,კაშიას ცხვარი ყავს გამობმული უკვე ფეხზე. არც ქოჩორაშვილი არის სტაბილური და ისიც ჩასანაცვლებელია. რა თქმა უნდა ქოჩორა გუნდში უნდა იყოს,თუმცა გადამწყვეტ თამაშებში მისი ნდობა არ შეიძლება. კარგი კახელი ბიჭია,შემოევლოს ჩემი თავი,თუმცა საქმე არ უნდა გაფუჭდეს ამით. ლომინაძე უნდა დაწინაურდეს პირველ გუნდში,კვერნაძე უნდა მოისინჯოს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე,რამეთუ ერთად დადგნენ ეგ და კვარა. კიდევ არის რამოდენიმე კარგი ბიჭი უ 21 ნაკრებში,აზაროვი მაგალითად და ტყუპი ძმებიც ძალიან მომწონს. კარგი სელექციით შესაძლებელია ახალგაზრდული და დიდი ნაკრებში ისეთი დაბალანსებული გუნდის შექმნა,რომელიც 2-3 წელში შედეგზე გავა. 2-3 წელში კაშია იქნება 80 წლის და კვერკველია 81,ხოდა დროა ჩანაცვლდნენ.ამ ახალგაზრდულში არ მომიხსენიებია გოგლიჩიძე,რომელიც უკვე იყო ნაკრებში და მაგიტომ. დროა თაობა შევცვალოთ და ამ შესარჩევზე უნდა მოხდეს ეს ამბავი. გასვლით მაინც ვერ გავალთ,ნუ მე ასე მგონია და დრო არ უნდა დაიკარგოს,თაობა გამოსაცვლელია.აბა,რისთვის მიხარია ახალგაზრდების წარმატება,თუ მათი პროგრესი შეჩერდება და ნაკრებში ისევ კაშია უნდა იყოს? ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება,კაშიას მადლობას მოვუხდით სამსახურისთვის და კარგი გულიანი გაცილებაც ეკუთვნის.
მიწაზე დაეშვით
სად უნდა გავიდნენ, როგორ და რა რესურსით.....მაიცათ ერთი....მართლა სჯერა ამ ხალხის ვარსკვლავები გვყავსო ....???
zaza
მიეცათ უსაქმურებს საქმე.რას მარჩიელობთ თქვე ჭორიკნებო.ჩატარდება წილისყრა და ნახავთ რა.ეს მინდა,ის მინდა.ვინც არ უნდა შეგვხვდეს მაინც ვერ გავალთ მსოფლიოზე.
გოგა
ჩემი აზრით პირველი კალათიდან ხორვატია ჯობია, თაობათა ცვლა მიდის მანდ და არა ის ძველი ხორვატია რაც იყო, ხორვატია სლოვაკეთი საქართველო ლიტვა
G.LA
პასუხი დიდი აღმავლობაა გრანდათ მიჩნეული ჰოლანდიისთვის ბოსნიის და უნგრეთის ვერ დამარცხება გასვლაზე, როცა ჩვენ ბიჭებს რამის დავავალდებულეთ მათზე არანაკლებ თუ უფრო ძლიერი არა ჩეხეთან გასვლაზე მოგება. იდეალური პირველი ნაკრებიდან ძნელია დაასახელო, იგივე ავსტრიამ რომელსაც აქ ასახელებს ბევრი ჩემს დასახელებულ ჰოლანდიას მოუგო როგორც გვახსოვს ევროპაზე.
G.LA-s
აღმავლობის გზაზე დამდგარი ჰოლანდია რა ჯანდაბად გინდა. ბელგია რო გეთქვა კიდე ჰო.
11
4 გუნდიანში ვიქნებით, რადგან მარტში 2 მატჩიანი პლეიოფი გვაქვს სათამაშო ერთა ლიგის და სექტემბრიდან დავიწყებთ შესარჩევს.
ქობულეთიდან
ვფიქრობ რომ 4 გუნდიან ჯგუფში მოხვედრა უკეთესი იქნება. საუკეთესო ვარიანტი ასე მიმაჩნია: 1.ავსტრია 2.სლოვაკეთი 3.საქართველო 4.ლატვია/ლიეტუვა/ფარერები-სულერთია
G.LA
სასურველი 1-დან ბელგია, ავსტრია, დანია, ჰოლანდია, შვეიცარია. სასურველი 2-დან სლოვაკეთი, უელსი, პოლონეთი, ჩეხეთი. სასურველი 4-დან ლატვია, ლიტვა. კვოპროსი,
ჯალა
ისე მგონი, 4 გუნდიანი ჯგუფი აჯობებს
ჯალა
იდეალურია
ქომაგი
2 კალათაში უნდა ავინაცვლოთ რამენაირად და მერე უფრო დიდი სანსი იქნება ჯგუფიდან მოხვედრის, ეხლა ვინცარაუნდა შეგვხვდეს ყველა საბრძოლველია
მწვრთნელი
მალტა არის ეს!
ზურა
მალტა
სტუმარი
მალტა
საქართველო
ავსტრია,სლოვაკეთი,საქართველო,ფარერები,გიბრალტარი
Simon
მალტა უნდა იყოს.
კახა
ბოდიში და მე- 5 კალათაში ქვეყანა წერია მალა და რა არის ეს?
ხუთიდან ერთმა გამისხა
იტალია, უელსი, საქართველო, კოსოვო, ანდორა
ვანო
დანია, უელსი, საქართველო, ლიეტუვა, სან მარინო.
გიროგი
გერმანია არ მონაწილეობს? აშკარად გამოგრჩათ
მწვრთნელი
ბელგია, პოლონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სან-მარინო!
dew
ხორვატია.სლოვაკეთი.საქართველო.სომხეთი,მოლდოვა :))
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება