"ნაპოლი" მე-13 ტურს ლიდერის რანგში შეხვდა, მაგრამ რადგანაც გვიან თამაშობს, ლიდერობის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს. ნეაპოლელები დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:00 საათზე, საკუთარ მოედანზე "რომას" მიიღებენ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, უკვე მეორე მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ აქ დიდი ფიგურა, კლაუდიო რანიერი მივიდა.

რანიერი ბოლოს "კალიარიში" იყო. "ნაპოლის" მათთან რთული დაპირისპირებები ჰქონდა. რაც შეეხება რომაელებთან დუელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს კადრი მართლაც ისტორიულია; იყო ოსიმენისა და პოლიტანოს გაძევება და დედაქალაქელების ტრიუმფი. როცა "კვარამ" მათთან "სტადიო ოლიმპიკოზე" პირველად ითამაშა, მისმა გუნდმა (1:0) გაიმარჯვა (ამ სტადიონზე ქართველმა ლაციოს კარი აიღო), შემდეგ იყო "მარადონაზე" ჩვენებურის მაგარი პასი და ოსიმენის არანაკლები გოლი. ნეაპოლში გუნდებმა ბოლოს უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს, როცა მოწინააღმდეგეებს უკვე დე როსი თავკაცობდა.

ყველაზე ცუდი, რაც ანტონიო კონტეს გუნდისთვის შეიძლება მომხდარიყო, სკოტ მაკტომინეის ვერთამაში იყო. შოტლანდიელს ფეხის ტრავმა ჰქონდა, თუმცა მომჯობინდა და ითამაშებს. სასტარტოში დაბრუნდება ლობოტკაც. თავის მხრივ, რომაელებს კუნთის პრობლემის გამო პაოლო დიბალა აკლიათ.

კვარაცხელია და მოურინიო

კვარაცხელია (5 გოლი, 2 საგოლე პასი) უკრაინელ ფორვარდ დოვბიკს მოკლე დროში მეორედ დაუპირისპირდება. რომაელთა ბოლო მატჩში უკვე ვეტერანმა "ფარაონმა", ელ შაარავიმ დუბლი შეასრულა და რანიერის მისი იმედი ექნება. ამასობაში, 23 წლის ფრანგი საყრდენი კონე ნაკრების მნიშვნელოვან წევრად ყალიბდება.

რანიერი 4-მცველიანი ტაქტიკის მოყვარულია, შესაბამისად, ცვლილებებს აქაც ველით. იქნებ სასტარტოში მატ ჰუმელსმა ითამაშოს. კვარაცხელიას წინააღმდეგ თურქ ჩელიკს ვვარაუდობთ, რომელსაც ნახევარმცველებიც აქტიურად დაეხმარებიან, მათ შორის ლეანდრო პარედესიც. 77-ე ნომრის განეიტრალებაზე რანიერი ბევრს იფიქრებს.

რომელუ ლუკაკუმ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თავი ვერ გამოიჩინა, ისრაელთან კი ბელგიელთა რიგებში საერთოდ არ ყოფილა. ვნახოთ, ის როგორ ითამაშებს, ფაქტია, კონტეს მისი ძალიან ეიმედება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ მატჩში იტალიის ნაკრების სამკაციან დაცვაში დი ლორენცომა და ბონჯორნომ ითამაშეს. ბელგიას აჯობეს, საფრანგეთთან კი (1:3) წააგეს. ვნახოთ, კონტე ამ ფორმაციას რამდენად გამოიყენებს.

მატჩის მთავარი მსაჯი 43 წლის დავიდე მასა იქნება. მან "რომას" შეხვედრა ბოლოს 20 ოქტომბერს, "ინტერთან" (0:1) განსაჯა, მანამდე ცოტა უფრო ადრე გურამ კაშიას "სლოვანისა" და "სიტის" არბიტრი იყო, გასულ სეზონში კი "ნაპოლის" 4 შეხვედრას მოემსახურა.

კვერნაძე ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობს (სერიაში თერთმეტმეტრიანი გაიტანა)

იმედია, საბა გოგლიჩიძე, რომელმაც ჯერ დისკვალიფიკაცია მოიხადა, შემდეგ კი ტრავმა

მიიღო, დაბრუნდება, მისი "ემპოლი" კი სერია "ა"-ში "უდინეზეს" ორშაბათს (21:30 სთ) უმასპინძლებს. რაც შეეხება სერია "ბ"-ს, ლუკა ლოჩოშვილის (დისკვალიფიკაცია აქვს) "კრემონეზე" გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუხვდება.

ნინი
ყველას, გილოცავთ გიორგობას! განსაკუთრებით გიორგებს!
Ზაზა
ხალხნო და ჯამაათნო! ნუ ჭამთ ერთმანეთს! გილოცავთ გიორგობას! შეგეწიოთ უფალი!
დდდ
საინტერესოა, ჟმოტი სკოტის არყოფნაში ვის მოუწევს მის ადგილზე უკან დახევა და ვის ნაცვლად შეიძლება ვიხილოთ ნერეში სასტარტოშივე?!... აბა, ჟელინსკის ხომ ვერ ითხოვებენ ერთი თამაშით?!...
გიორგი
რა აქვს საფიქრალი? კვარას ნაპოლის უფროსობა ანეიტრალებს თავისი აგდებული დამოკიდებულობით კონტრაქთან დაკავშირებით მაგათ ქართული ხასიათი არ ცოდნიათ და მეგრული საიდან ეცოდინებათ.
raio?
კარგია მაკტომენეი რომ არ ითამაშებს, კვარას ხელს უშლის და სივრცეებს ბლოკავს სადაც კვარა გადაადგილდება და მოიწვს შუისკენ ხოლმე. თან ბევრჯერ გახსწნილს პასი არ მისცა როდესაც კვარა ბურთს ითხოვდადა გახსნილი იყო, ამან შეხედა მოტრიალდა და ჩაკეტილ მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა თამაში. ვალიუნტარიზმ!
gig@
მაკტომინეის არ ყოფნა ნიშნავს, რომ ერთით ნაკლები ბურთის ღორი ეყოლება მოედანზე კვარას.
Bs
რა გინდა ახლა , რას ქექავ? ზურა222 ხომ არ დაგემართა?
რობი
გარეგნულად რანიერი კეთილ ბაბუას გავს :) მაგრამ როგორც მწვრთნელი დი ჩათლახია :) შარშან მისი მითითებით კალიარის დაცვამ კინაღამ დაგვისახიჩრა ხვიჩუნეზე
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
სომეხა მიყენდი. უკრაინელები თქვენ პაროდას 10 თავით მაინც ჯობია რაც არ უნდა იხეოდე აქ. კაი სომეხი არ არსებობს დაიმახსოვრე ეს.
გ.შ.
გიორგი
ღვთისავარ, ნაპოლის შოტლანდიელის სახელი და გვარია სქოთ მაქთომინი. არაა ძნელი დასაწერად. სხვა მხრივ, მშვენიერი წერილია.
დავით 67
ყოველ დილით როგორც კი ვიღვიძებ ეგრევე ინტერნეტში შევდივარ-ხომ ცოცხალია ჩემი გმირი პრეზიდენტი ზელენსკი.როგორც ვრწმუნდები რო ცოცხალია ვგრძნობ როგორი ბედნიერი ვარ
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს