"კრასნოდარის" ქართველი კაპიტანი წაგების მიუხედავად გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა
"კრასნოდარის" ქართველი კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი რუსეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში, რომელიც "კრასნოდარმა" "კრილია სოვეტოვთან" 1:2 დათმო, გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში კრასნოდარელთა ერთადერთი გოლის ავტორი ოთარ მარცვალაძე გახდა.

"კრასნოდარის" ქართველ კაპიტანს "სპორტბოქს.რუ"-ს ჟურნალისტმა მატჩის შემდეგ რამდენიმე კითხვით მიმართა.

- დღეს "კრასნოდარს" ვერ ვცნობდით...

- რატომ? პირველი ტაიმი უღიმღამოდ დავიწყეთ, მაგრამ 20 წუთის შემდეგ თამაში წაგვივიდა. უბრალოდ, რადგან დავმარცხდით, ამიტომ ფიქრობთ, რომ ცუდად ვითამაშეთ.

"კრილიამ" კარგად დაიწყო, მაგრამ ჩვენ გამოვასწორეთ სიტუაცია და შეხვედრის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. ჩვენი დარტყმული ბურთი არაერთხელ მოხვდა ძელს, მეტოქეს მეკარემაც ბევრჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

კი, შეცდომები გვქონდა, თუმცა არა მგონია, რომ საერთო ჯამში ურიგოდ გავისარჯეთ. რამდენი მომენტი შექმნა "კრილიამ" ჩვენთან შედარებით?

გეთანხმებით, წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

- საფეთქელთან ვეებერთელა ჰემატომა გაქვთ...

- სერიოზული არაფერია. ჩვეულებრივი სათამაშო ტრავმაა. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ.

მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით

irakli
რა კოპი ადევს შუბლზე ტოო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე