შემოდგომის სერიის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა სახლში ტონგა 22:7 დაამარცხა.

პირველ ტაიმში თამაში თანაბარ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მაღალ ტემპში, დაძაბულად და უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ნინიაშვილის გარღვევას თოდუას ლელო მოჰყვა, მატკავამ ზუსტად გარდასახა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა. შემდეგ კარკაძის სწრაფი კონტრშეტევისას ნინიაშვილმა ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა, მამაიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, სტუმრებმა კი საჯარიმოდან სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს. მერე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ტექნიკური ლელოთი გაზარდა, თან ყვითელი ბარათი ტონგას მორაგბემ მიიღო. 68-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა. მერე ტაბუცაძემ თავის დიდებულ სტილში გაიტანა ლელო. 75-ე წუთზე ნიორაძეს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით, რითაც მეტოქემ ისარგებლა და მშრალი ანგარიშით წაგებას გადაურჩა.

შეგახსენებთ, „ბორჯღალოსნებმა“ აქამდე "ოლ ბლექს XV"-თან (13:31) და იტალიასთან (17:20) მარცხი განიცადეს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ტონგა 22:7

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 34 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 45, 200), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 62, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 8), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 116, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 24, 160), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 89, 83, კაპ.);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 8), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 17, 25 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 12), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 12, 20), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 20, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 17, 10), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 37, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 9, 5), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 16, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 10, 15), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 54, 35), 23. გიორგი შველიძე (ბრივი).

გიორგი
ნინიაშვილი იგებს თამაშებს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებდა გუნდი რომ არ ედგას გვერდით. პირველი ტაიმი ჩაგვივარდა, მაგრამ მეორე მაგარი იყო.

წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!! შეიძლება 21 ლარიანი ძალიან ძვირი არ არის, მაგრამ მშობლები 3 ბავშვით 100 ლარი გადავიხადეთ. იქნებ ბავშვების ასაკი მაინც აწიონ ვისთვისაც ბილეთის შეძენა სავალდებულოა. 2-3 წლის ბავშვს ღია სტადიონზე ზამთარში მაინც ვერც წაიყვან და თვითონაც ვერ გაჩერდება.
ვისტი
გეთანხმებით მეგობრებო, არავის ულხინს და კი 40 და 75 ლარიანი ბილეთები საერთოდ რატომ იყო ტონგასთან თამაშზე ეს ცალკე ამბავია, მაგრამ მოდი რაც არ მოგვწონს მარტო იმას ნუ ვუყურებთ. მე 20 ლარად ვიყიდე მშვენიერი ბილეთები და მინიმუმ 5000 ცალი 20 ლარიანი ბილეთი კიდევ გასაყიდი დარჩა სტადიონზე. ხმას არ ამოვიღებდი 75 ლარიანი ბილეთების სექცია რომ ყოფილიყო ცარიელი, მაგრამ ეგეც სავსე იყო (ვინც იყო სტადიონზე დამეთანხმება) ამიტომ ვაღიაროთ რომ 20 ლარად ხინკლის ჭამა უფრო გვირჩევნია ვიდრე საქართველოს რაგბის ნაკრების თამაშზე მისვლა, რაც დანაშაული კი არაა, უბრალოდ ფაქტია. გინდა დამოძღვრათ ჩამითვალეთ, გინდა გულშემატკივრის წუხილად.
Rezo
თუ შენიშვნებს არ იღებ, სხვის დამოძვრასაც ნუ იღებ შენ თავზე. ეს ბიჭები არაფერ შუაშია. როცა ჰოლანდიის დონის გუნდთან 40 დან 90 ლარამდე ღირს ბილეთი გატყავებულ ქვეყანაში, მაგას ღორობა ქვია. არ შეჭამეს ტვინი ამ დამოძღვრებით!
ერთაოზი
ფასების ბრალიცაა მეგობარო, იყო კი ბატონო იაფიანი ბილეთებიც მაგრამ ზოგი ადგილი 70-100 ლარი ღირდა
ერთაოზი
მე პირადად კალათბურთზე ვიყავი მაგრამ ფასები იყო არარეალურად ძვირი, 75 და 150 ლარი საქართველოს ამბავში რბილად რომ ვთქვათ ძვირი სიამოვნებაა
Ვისტი
1.5 მილიონიანი ქალაქი ვართ, კალათბურთის დარბაზი და მესხის სტადიონი თუ ერთდროულად ვერ შევავსეთ არ ვვარგივართ როგორც გულშემატკივრები. თამაშს რაც შეეხება, მოგების მიუხედავად კარგს ვერაფერს ვიტყვი, პირველ ტაიმში ასე თითო-თითო კაცად მოთამაშე ჩვენი ნაკრები პირველად ვნახე და რაც შეეხება შეცდომებს სულ ყველა შეცდომა დავუშვით რაც რაგბის წესებში წერია. ამდენი არ მიყოლა, ამდენი ბურთის ხელში ვერ დაჭერა თან შენზე იმდენად დაბალი კლასის გუნდთან, რომ ვერც კი დაგსაჯა უბრალოდ არ შეიძლება. ტელევიზიდან მაყურებლებისგან შენიშვნებს არ ვიღებ. იყიდეთ ბიძიკო ბილეთები, შევავსოთ სტადიონი და მერე გავარჩიოთ თამაში. ეს ბიჭები ნახევრად ცარიელ სტადიონზე თამაშს არ იმსახურებენ.
Რაგბის ფანი
ყველა ხომ მაგრები არიან და დღეს ნინიაშვილმა ტონგას ბურთი დაუმალა
Ziz
დიდი მადლობა ნაკრებს! ტონგა ჩვენი თანაბრად აშკარად ვეღარ ჩაითვლება! ისე აქ რა მოსატანია მაგრამ, ცოტა ხალხი იყო სტადიონზე. რისი ბრალია არ ვიცი, ფეხბურთზე გადავერთეთ? კალათბურთმა წაართვა? თუ რეგბმა ზედმეტად გამოხატა მადლიერება?…
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
"შეშლილია, ჭკუიდან გადავიდა" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებს, ამჯერად ხმაურიანად რონალდოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა
"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა
რონალდომ სანაკრებო კარიერა სკანდალურად დაასრულა - მისმა დამ პორტუგალიელებს უვიცები უწოდა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
მსოფლიოს თასი. C ჯგუფში: არგენტინამ ტონგას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა
მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ტონგა ვაკეში 6 წლის შემდეგ ბრუნდება
მერაბ შარიქაძე: ჰაერში თამაში გამოვასწორეთ
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | საღინაძე ბრუნდება, შველიძე დებიუტს ელის
საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა [VIDEO]