სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ 1:0 მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს, რომელიც მხოლოდ შედეგზეა გათვლილი და ყოველგვარ სანახაობას მოკლებულია.

ხვიჩა კვარაცხელიას დაცვაში ხშირად უწევდა ჩასვლა, დაღლა დაეტყო, შეტევისას პარტნიორები დროულად პასს არ აძლევდნენ, მხოლოდ მაშინ აწვდიდნენ ბურთს, როდესაც სხვა გზა არ ჰქონდათ. ქართველი 66-ე წუთზე შეცვალეს, მოედანი უკმაყოფილომ დატოვა და სათადარიგოთა სკამზეც უხალისოდ გამოიყურებოდა.

ნამატჩევს გუნდისა და "კვარას" შესახებ Sky Sport-თან კომენტარი კონტემ გააკეთა: "შეხვედრის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ სატურნირო ცხრილისთვის კი არ ეყურებინათ, არამედ თამაში გაეუმჯობესებინათ. ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, თამასა ყველა ასპექტში უნდა ავწიოთ: 70 წუთის მანძილზე ძალიან კარგად ვმოქმედებდით და გამახარეს, მაგრამ უკეთ გარჯა გვმართებს. შემდეგ ხარიხამ გვიხსნა. ასეთ გუნდთან, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში და მოტივირებულია, დაპირისპირება ადვილი არ არის. ბოლო 15-20 წუთში უკეთესად თამაში გვჭირდება.

რაც აქ ვარ, კვარაცხელიამ ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. ნაკრებში დაიღალა და დაბრუნების შემდეგ პირველ დღეებში მის აღდგენაზე ზრუნვა მოგვიწია. თავისი საქმე გააკეთა, გოლი მისი მონაწილეობით გავიტანეთ. მე ყველაფერს ვხედავ, რომ გუნდის საკეთილდღეოდ მუშაობს, არ მინდოდა გამერისკა და შევცვალე. ნერესი კარგად ვარჯიშობს. პროგრესით ყველანი კმაყოფილები უნდა ვიყოთ. პირველი ტაიმი მომეწონა, ზრდა ერთად უნდა გავაგრძელოთ".

გიორგი11
უნდა შეცვალოს ხოლმე 5 ნახევარმცველს თუ შეცვლის ხოლმე ეგეც კარგი იქნება. სპალეტიც 70 წუთზე ცვლიდა ხოლმე. ცვლილება კარგია გუნდისთვის.
შეუცვლელი
ხვიჩა შვილივით მიყვარხარს! დიდი ბუნების მატარებელი ადამიანია. როგორც ფეხბურთელი განუმეორებელი.
რა ხდება
ხვიჩა არის შეუცვლელი ამ ფორმაციის გუნდში. ის მეომარია ბოლომდე. ამიტომ მისი გაყვანა მინდვრიდან დამამცირებელი და შეურაცმყოფელია.
zaza
მეტი რა გინდათ ამ კაცთან მშვენივრად ილაპარაკა،
დავითი
11-12 კმ თუ არ ირბინა არაფერი გამოვა. ფიზიკურად ვერ მოუმატა
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
კვარას გარეშე რომ გაუჭირდებოდათ ეს ისედაც ვიცით, მაგრამ ამტანობა გამოსასწორებელი რომ აქვს ესეც ცხადია და თუ ცოტა სისწრაფესაც მოუმატებს "რეალში" წაიყვანენ და ლიდერიც გახდება.
Guriec
ხვიჩა არის უნიკალური მოთამაშე და თუ კარგის არაფრის თქმას აპირებთ, კრიტიკისგანაც თავი უნდა შევიკავოთ! არასწორია ხვიჩას კრიტიკა, იმაზე მეტს აკეთებს, რაც ამპლუით აკისრია! მოკლედ, კვარა ძალიან კარგად ირჯება და ამიტომაც ითვლება კომპეტენტურ საფეხბურთო წრეებში რომ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია!

ან ქულები და ან კარგი ფეხბურთი? არ მგონია მასე იყოს.
ჟორა გაბრიჭიძე
გუნდის თამაშის სწორი შეფასებაა. რაც შეეხება კვარას გაყვანას ისიც სწორი იყო. ფეხბურთში ტრავმებიცაა, ამიტომ გამოცდილი შემცვლელია საჭირო და ნერეშში 30 მილიონი იმიტომ არ მიუციათ, რომ სკამი ახეხინონ. ახვაგან ბევრი საყვადური წავიკითხე კონტე "ფეხბურთს კლავსო". ამაზე არის კარგი ქართული ანდაზა: "თქვენ ბაბაც გინდათ ჩიციაც", ანუ ქულებიც გინდათ და ლამაზი ფეხბურთიც, ასე არ არის. ერთად-ერთი რაც სასწრაფოდა გამოსასწორებელი ლუკაკუა, კაცი არც ფორმაშია და მცველი სულ მასზეა ჩამოკიდებული. სწორედ ეგ ამახინჯებს და ანელებს ნაპოლის შეტევებს.
ლაშა
ილუზიებში ნუ ცხოვრობთ,რა იფრინა,რის იფრინა.კარში ვერ დაარტყა
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
რა თქმა უნდა, კვარამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენი ნაკრებისთვის, ულიდერა ორივე თამაშში, ითამაშა 90+ წუთები, პლუს იფრინა წინა და უკან და იტალიაში, სამ დღეში გავიდა და კიდევ უამრავი დრო გაატარა დაცვაში ფლანგზე, რა სტილითაც თამაშობს კონტე და დასვენება ესაჭიროებოდა! ყველგან და ყოველთვის, ჩვენს ბიჭთან ვართ, გვერდში ვუდგავართ და ვამხნევებთ! წინ დიდი თამაშებია!
დდდ
საკმაოდ ზუსტი და ობიექტური შეფასებაა... რატომღაც ის ბოლო 20 წუთი, როცა კონტეს გუნდს ძალიან გაუჭირდა, საეჭვოდ დაემთხვა დაღლილი და ერთი შეხედვით უკვე უსარგებლო კვარაცხელიას გაყვანას...
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა