ხვიჩა კვარაცხელიას „რომასთან“ თამაშს და უფრო მოედნიდან მის უკმაყოფილო გასვლას ფართოდ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა. ძირითადად არაობიექტურად აკრიტიკებენ, გეგონება გუნდს სხვა პრობლემა არ ჰქონდეს. აღნიშნავენ, რომ დებიუტში კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში დაიღალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, რასაც მეტოქის სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვა და მწვრთნელი ანტონიო კონტე იძულებული გახდა შეეცვალა.

Il Mattino წერს, რომ კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია, მაგრამ კარგად თამაში არ გამოუვიდა, მოედნიდან გასვლისას იმედგაცრუება ვერ დამალა, თავისი ეგოისტური ამბიციების ტყვეობაში რჩება, შეიქმნა შთბეჭდილება, თითქოს გასახდელში გასვლა უნდოდა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე უხალისოდ დაჯდა.

რადიო Crc-ში „ნაპოლის“ და ხვიჩას შესახებ ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ ისაუბრა: „თუ გუნდმა ასევე გააგრძელა ასპარეზობა, შეუძლია ბევრი გამარჯვება მოიპოვოს და რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწიოს. არასანახაობრივი ფეხბურთით ამის მოხერხება ძნელი იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანია კონტე „ნაპოლის“ უდგას სათავეში, შედეგი მოსალოდნელზე უკეთესია.

კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩემპიონია, მაგრამ ვარსკვლავი არ არის. პირველ წელს გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო, მაშინ არავინ არ იცნობდა, მეორე წელს შეისწავლეს და დიდ სირთულეებს გადააწყდა. გავიმეორებ, ახლა გადამწყვეტი ნახტომი უნდა გააკეთოს. ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა თამაშის სტილის შეცვლა სჭირდება. შესაძლოა, მისგან ძალიან ბევრს ველოდით. ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ვისი წამოწყებული იერიშის შედეგად გაიტანა ლუკაკუმ? „კვარას“ მიმართ კრიტიკა უნდა შევამციროთ, რამეთუ მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.

ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო მიიჩნევს, რომ „კვარას“ მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია: „კვარაცხელიას თამაში 7 ქულით შევაფასე და ამის გამო გამაკრიტიკეს. კონტემაც თქვა, რომ რაც გუნდს ის ხელმძღვანელობს, ქართველმა ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. უმცირესობაში, მაგრამ ჩინებულ კომპანიაში ვიმყოფები“.

ადამიანი
ხვიჩა თამაშობდა და სასწაული ფანტაზია-ხედვაც ჰქონდა,იმდენი ქნეს რომ აღარ თამაშობს-,,მუშაობს" ,ჰოდა დანარჩენიც შესაბამისი
ჯეჯე
კარგად თამაშობდა ქე აქებდნენ და გიჟდებოდნენ იტალიაში...!ახლა იმის აჩრდილი აღარაარაც პირველ სეზონში და იძახეთ უძლიერესიაო და იტყუეთ თავები!!!
კვარადონა=ადიბასი
რა შესწავლა უნდა რომოტივით დასარტყმელ პოზიციისკენ მოძრაობს და თან ფეხში არტყავს რომ აუთი მოიპოვოს რა დონეა??...ვინც ეგ მარადონაშ შეადარა კაიფში იყო
laurentis mafiozo!
იტალიურ პრესაში, აურელიო დე ლაურენტისის შეკვეთილი სტატიები იბეჭდება. აურელიო პროვინციელი "ბოსია"! "ნაპოლი" კი- სოფლის გუნდია, უნიჭო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ამათი მაქსიმუმი მე-5 ადგილია! ხვიჩამ 6 თვე იფრინა, შემდეგ დაოჯახდა და აღარ ცალია ბაზაზე დამატებით სავარჯიშოდ დასარჩენად. ხვიჩამ უნდა გადახედოს თავის ცხოვრებას, დაშვებულ შეცდომებს გამოსწორება უნდა! მარტო გუნდის შეცვლით "ვარსკვლავის" სტატუს ვერ დაიბრუნებს! შრომა! ვარჯიში და მეტი ფანტაზია!
გიორგი
იძახიან ხვიჩა შეისწავლეს მცველებმაო, ხვიჩამაც ხომ შეისწავლა მცველები. მარტო ხვიჩა რას იზამს, თუ გუნდი არ ვარგა. აძლევს ვინმე სწრაფ პას, კონტრშეტევაზე რომ გადავიდნენ? დროული პასი სანატრელი გახდა, აგროვებენ ბურთს სანამ ოთხი კაცი არ დაკეტავს. შენ თუ მსოფლიო დონის მწვრთნელი ხარ, ვერ უნდა მოიფიქრო როცა ამდენი კაცი ხვიჩას დარაჯობს სხვაგან მოიპოვო უპირატესობა?
მესხი
სულ ვამბობ ხვიჩა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ყველასგან გამორჩეულია, მაგრამ აღზევება ჯერ ნაადრევია.
ხათუნა
ხვიჩასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, რომელიც დე ლაურენტისს დიდი გამოისობით ნაპოლიში აღარ ექნება, ამიტომ უნდა წავიდეს რაც შეიძლება მალე და სწორი არ ჩევანი გააკეთონ გუნდის არჩევანში
goga
ხვიჩა არის გარემარბი და მისი გადაკეთება კარგს არაფერს მოიტანს. იტალიელებისგან სხვას არც არაფერს ველოდი, მაგრამ საქართველოს ნაკრებშიც ძალიან უკან იწევს, არ ვიცი იქაური გავლენაა თუ სანიოლის დავალება, მაგრამ ფაქტია, მის პოტენციალს ისე ვერ ვიყენებთ როგორც საჭიროა. ისიც ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ტაქტიკაში გარემარბი არ მოიაზრება და არაკლასიკურ მოხეტიალე ფორვარდად უწევს თამაში.
07-01
ხვიჩა არის ჩვენი იმედი და ხვალინდელი დღის დიდი მოკაშკაშე ვარსკვლავი, ამისათვის კი მან უნდა გააუმჯობესოს თავით თამაში და უნდა დახვეწოს საჯარიმო დარტყმები.
გიო
ხვიჩა არის ჩვენი იმედი. საამაყო ქართველი.
მირო
ფაქტი ისაა,რომ კვარას გაყვანის შემდეგ რომა უფრო დააწვა ნაპოლის,მცველებიც კი,რომლებმაც ამოისუნთქეს,შეტევაზე გადაერთნენ და დიდი გაჭირვებით დაიცვა ნაპოლიმ თავი.არ ვიცი ასეთი ფეხბურთით როდემდე გაუმართლებს კონტეს.კვარას თამაშს კი ფრთებს აჭრის.მაკტომინაი კია აქტიური,მაგრამ სულ თვითონ უნდა გატანა,ვიდრე პასების მიცემა.დიდი ოსტატობითაც ვერ გამოირჩევა მაინც და მაინც,თორემ იუნაიტედი მას არ გაყიდიდა.არა მგონია ამ ფეხბურთმა ბოლომდე გაქაჩოს.ატალანტა,ფიორენტინა და ინტერი მგონია მალე გადაასწრებენ კონტეს.კვარას კი ფაქტია თამაშს უკლავს,ხარჩოში ათავსებს.გაიქეცი ხვიჩა დროზე იქედან.
კოტე
ნაეპოლური მაფია თავის ჟურნალისტებით და ვაი ექსპერტებით ცდილობს ხვიჩას წინააღმდეგ ლაურენტისის გულის მოგებას. ეგ სტატიები და კომენტარები მხოლოდ ლავრენტას ინტერესებს და ფულს ემსახურება. ვფიქრობ კონტეც არის ნაწილობრივ ამ საქმეში ჩართული თუმცა ცდილობს არ შეიტყოს.
ირაკლი
როგორ?
ჩემი აზრით
მოაწეროს ლაურენტისის შეთავაზებულ კონტრაქტას ხელი და თავდაუზოგავად ივარჯიშოს.ნიჭისა და ვარჯიშის მეშვეობით დაიბრუნებს ორი წლის წინანდელ ფორმას აუცილებლად რომელიმე გრანდი წაიყვანს.აბა ასეთუ გააგრძელა,რაც დრო გავა ჩამოყალიბდება საშუალო ფეხბურთელად და ვეღარასოდეს ვიხილავთ იმ კვარადონას რომელიც ასე გვახარებდა და არა მარტო ქართველებს.მოკლედ ჩვენ რაც არ უნდა ვწეროთ ყველაფერი თავის ხელშია.
ამონ-რა
ქართველებს ზომიერების და ობიექტურობის შეგრძნება გვაკლია, სამაგიეროდ ემოცია და სიამაყე, იცოცხლე, ჭარბი გვაქვს. ხვიჩას სჭირდება კარგი ფსიქოლოგი, რომელიც პრაგმატულ და ზომიერ გარემოში დააბრუნებს. დიდი ტვირთია ასეთი დიდი სიყვარული საქართველოს გულშემატკივრებისგან, არიქა ხვიჩა შენზე დიდი ქართველი არ არსებობს, რადგან ხატებით დადიხარ და ასე გულმხურვალედ ლოცულობ, ვაიმე შენ გენაცვალე, რა უჯიშოებში ხარ მოხვედრილი და ასეთი ამბები. ეს ყველაფერი აშკარად უშლის ხელს კომუნიკაციაში კლუბთან, გუნდთან. ორივე მხარეს უკვე უჭირს ერთმანეთთან კონტაქტი, ჰოდა მიზეზები ორივე მხარემ მოძებნოს საკუთარ თავში.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩემპიონია, მაგრამ ვარსკვლავი არ არის. პირველ წელს გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო, მაშინ არავინ არ იცნობდა, მეორე წელს შეისწავლეს და დიდ სირთულეებს გადააწყდა-აი ყველაზე მართალი სიტყვები
ქ. გ.
კარგ გუნდებში ფეხბუთელებთან ინდივიდუალურად მუშაობენ მწვრთნელები. ნაპოლიში რა ასწავლეს ხვიჩას ახალი? არაფერი. იმასაც არ იყენებენ, რაც ხვიჩას შეუძლია. აურელიო იაფ ფეხბურთელებს ყიდულობს და დიდ შედეგებს ელოდება.
Mirosan
წადი ბიძია დროზე მაგ სანაგვეთიდან, წადიიიი
დავით 67
ძალიან გვიჩაგრავენ ჩვენს ბიჭს. თითქოს რაღაც მანქანა მუშაობს მის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ისეთებიც არიან ვინც იცის მისი ფასი,მაგრამ ლაურენტისს რატომ არ უნდა მისი ხელფასის გაზრდა ვერ ვხვდები. არ მგონია ასეთი ძუნწი იყოს მაინდამაინც ხვიჩას მიმართ. შეიძლება რაღაც სხვა ამბავია მანდ და ჩვენ არ ვიცით. კი ბატონო გუნდი შენია და რასაც გინდა იმას გააკეთებს,მაგრამ იყავი რა სამართლიანი. აურელიომ ხომ ჩვენზე უკეთესად იცის რომ ხვიჩაზე ბევრად უფრო დაბალი დონის ფეხბურთელებს ბევრად მეტი ანაზღაურება აქვთ. ეგეც რომ არა ხომ ხედავს რომ ყველას უკვირს ასეთი დამოკიდებულება მისადმი. ადრე ვაქებდი ლაურენტისს სწორად აწარმოებს მენეჯმენტს მეთქი და ბევრი მეკამათებოდა. ეხლა ვრწმუნდები რომ როგორც ბიზნესმენი შეიძლება კარგია,მაგრამ თუ არ ხარ სამართლიანი კაპიკია შენი ფასი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არ გაგიმართლებს იმაში რაც დასახული გაქვს. უფრო მგონია აქ ჯუღელის ბრალი. არა იმიტომ 8 მლნ-ს ითხოვს. არსებობს რაღაც ფორმები, როგორ უნდა მიაწოდო შენი სურვილი მოსაუბრეს. მოკლედ რომ ვთქვა დიპლომატიური როლის ამბავია. ეხლა შენ თუ მიხვედი და თავის დაფასება დაიწყე და ქურდულად დაუწყე გარჩევა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა არაფერი გამოგივა. სხვა ვერაფერს ვფიქრობ თუ რა უნდა იყოს მიზეზი.
ვაჟა მასწავლებელი
ლავრენტიჩისტების შეკვეთილი სტატიაა, იქნებ კვარა სეაშინონ და ხელფასის მომატება არ მოითხოვოს. მის შემცვლელზე რატომ არაფერს წერენ? - ძალიან მაგრა ითამაშა?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა