რიო ფერდინანდმა პრემიერლიგის პირველ შეხვედრაში, „ვესტ ბრომვიჩთან“, ფეხის კუნთი გაიწყვიტა, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ინგლისის ნაკრები კრიზისში ჩააგდო
რიო ფერდინანდმა პრემიერლიგის პირველ შეხვედრაში, „ვესტ ბრომვიჩთან“, ფეხის კუნთი გაიწყვიტა, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ინგლისის ნაკრები კრიზისში ჩააგდო.

32 წლის ცენტრალურ მცველს, პირველი შეფასებებით, შეიძლება ექვსი კვირა გაუცდეს! ასეთი მდგომარეობა ეროვნული გუნდის იტალიელ თავკაც ფაბიო კაპელოს საგონებელში აგდებს, რადგან მას რიო 2 სექტემბერს ბულგარეთში, ხოლო 6 სექტემბერს შინ, უელსის ნაკრებთან სჭირდებოდა. ეს ორი შეხვედრა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების G ჯგუფის კალენდრისა გახლავთ. ის კი არა, თუ „იუნაიტედის“ ვეტერანი დროულად ვერ გამოჯანმრთელდება მას შეიძლება 7 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან პრინციპული შეხვედრაც გაუცდეს.

კაპელოზე არანაკლებ შავ დღეშია ინგლისის ჩემპიონთა თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი. მას „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში ფერდინანდამდე კაპიტანი ნემანია ვიდიჩი დაუშავდა. ამბობენ, რომ ვიდიჩსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება. მას მყესის პრობლემა აქვს.

ფერგიუსონის „ლაზარეთიდან“ რაფაელის ამბავიც აუცილებლად სახსენებელია. მას მხარი აქვს ამოვარდნილი. ბრაზილიელი ტყუპისცალი სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ფერგიუსონმა თქვა:

„ბოლო დღეები საშინელი მაქვს. ახალგაზრდა რაფა 10 კვირას გამოსტოვებს, მხარი იტკინა სერიოზულად. რიოს საქმეც ვერ არის კარგად, აი, ვიდიჩს კი შევხედავთ. თუ ნერვის ამბავია, რამდენიმე კვირის გამოტოვება მასაც მოუწევს. ჩამოთვლილი ფეხბურთელების დანაკლისი, რასაკვირველია, სერიოზულია, მაგრამ ჩემს განკარგულებაში არიან ფილ ჯონსი, ჯონი ევანსი და კრის სმოლინგი, ხოლო პატრის ევრა შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე