ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე ფევაძე დასახელდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერს MVP-ის ტიტული სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა – გიორგი ჯაფარიძემ გადასცა.

ეს გახლავთ თვის MVP-ის ტიტულის პირველი გამოვლენა. მისი გათამაშება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ყოველ ტურში სიმბოლური ხუთეულის (და შესაბამისად ტურის MVP-ის) გამოვლენა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონიდან თითოეული ტურის შემდეგ ნაჩვენები სტატისტიკის გათვალისწინებით 5 საუკეთესო კალათბურთელი შეირჩევა, რომლებიც სიმბოლურ ხუთეულს შეადგენენ. მათ შორის საუკეთესო, რომლის გუნდმაც გამარჯვება მოიპოვა, ტურის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება.

თვის MVP-ის ტიტული კონკრეტულ პერიოდში ჩატარებული მატჩების სტატისტიკის ჯამით ვლინდება. ალექსანდრე ფევაძეს ოქტომბერში ჩატარებული არც ერთ ტურის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მთლიანობაში, 3 მატჩის გაერთიანებული სტატისტიკით ის საუკეთესო გახლდათ. თსუ ოქტომბრის ტურებში ეთამაშა "კავკასიას", "ორბს" და "მარგვეთს" და ამ მატჩებში ფევაძემ ჯამში 59 ქულა, 37 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. მთავარი კი მაინც სარგებლიანობის კოეფიციენტი გახლდათ, რომელმაც ჯამში 82 ერთეული შეადგინა (27.3 საშუალოდ) შეადგინა.

როგორც ოქტომბერში, ნოემბერშიც 3 ტური ჩატარდა და აღნიშნული თვის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა საკალათბურთო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე