ამერიკელმა მოკრივემ, რომელიც ქუჩის ბრძოლებში დიდი ხნის მანძილზე მონაწილეობდა, პროფესიონალურ საკრივო რინგზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა
ამერიკელმა მოკრივემ, რომელიც ქუჩის ბრძოლებში დიდი ხნის მანძილზე მონაწილეობდა, პროფესიონალურ საკრივო რინგზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. 14 აგვისტოს ღამით კიმბო სლაისმა თავისი თანამემამულე ჯეიმს უეიდი დაამარცხა, რომელიც პირველი რაუნდის მეათე წამზე ნოკაუტში ჩააგდო.

ორთაბრძოლა ოკლაჰომას შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართა. ნოკაუტში ჩაგდებული უეიდი დიდი ხნის მანძილზე უგონოდ იყო და დარბაზი საკაცით დატოვა.

2003-დან 2007 წლამდე სლაისი (მისი ნამდვილი სახელია კევინ ფერგიუსონი) ე.წ. ქუჩის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას - არალეგალურ დაპირისპირებაში, რომლის ჩანაწერებიც ინტერნეტში იდებოდა. ის ამ ბრძოლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე გახდა.

2007 წელს სლაისი შერეულ ორთაბრძოლებში გადავიდა, სადაც ექვსი ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან ოთხი მოიგო და ორი წააგო. ამას გარდა, მან ორი საჩვენებელი ბრძოლა გამართა (ერთი გამარჯვება და ერთი დამარცხება).

2010 წელს სლაისმა ძალების მოსინჯვა პროფესიონალურ კრივში გადაწყვიტა. უეიდის წინააღმდეგ კი მან 37 წლის ასაკში იჩხუბა. შემდეგ ბრძოლას ამერიკელი მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გეგმავს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე