სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში, "ლაციოსთან" სახლში წაგებულ მატჩში (0:1) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ პარტნიორებმა მხარი ვერ აუბეს, განსაკუთრებით პასიური რომელუ ლუკაკუ გახლდათ. ხვიჩას ძალიან ეუხეშებოდნენ, თუმცა როგორც ეს იტალიაში უკვე წესადაა მიღებული, მსაჯი ამაზე არ რეაგირებდა.

საერთოდაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, „კვარა“ სერია A-ში გამორჩეული ფეხბურთელია და მისდამი დაინტერესება განსაკუთრებულია. ამის დასტურად ერთ ფაქტს მოგიყვანთ - ფრანგულმა „ეკიპმა“ თავის სპორტულ გვერდზე მთავარ თემად არა ადგილობრივი ჩემპიონატის შეხვედრები, არამედ ნეაპოლელთა თამაში გაიტანა და რა თქმა უნდა, ყურადღება ქართველზე გაამახვილა. ვფიქრობ, მიზეზს ახსნა არ სჭირდება.

კვარაცხელიას „ლაციოსთან“ ასპარეზობა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, flashscore 7.0, whoscored 6.7.

მკ
კონტე ნაპოლის არაფეხბურთს ათამაშებს, ანგისა და ლობოტა პასს მხოლოდ მარჯვნივ ან უკან აკეთებენ, თუ რომელიმე პასი წინ მოედნის შუაში ან საჯარიმოში მხოლოდ ლუკაკუზე (კუნძი) და ესაა კონტეს დიდებული სქემა, მასზე ათჯერ მეტი პასი კეთდება საჯარიმოსტან ვიდრე ყველა სხვაზე ის კი თითქმის ყოველთვის კარისკენ ზურდით დგას, რატომ მოიყვანა კონტემ არ ვიცი? ალბათ უბრალოდ ოციდან ერთი შანსი რომ გამოიყენოს. რაც შეეხება მაკტომინეის, დარბის, დარბის და ერთ ფეხბურთელს საერთოდ არ იმჩნევს! მხოლოდ ლუკაკუს ხედავს ან ბურთს კარგავს. კვარა სტანდარტებისას საჯარიმოს გარეთ დააწებეს, ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ალბათობით შეიძლება მთელი სეზონი ისე გაილიოს რომ ბურთი მასთან საერთოდ არ გადმოვარდეს. ნაპოლი მხოლოდ თუ გაუმართლებს მაშინ იგებს.
ბს
არსებობს მეორე მოსაზრებაც რომ ორივე ერთ ფლანგზე ერთმანეთს სივრცეს უზღუდავენ
ვაჟა მასწავლებელი
ყველა კომენტარი წავიკითხე მაგრამ მსაჯი ყველას გამოგრჩათ? ჩუმ-ჩუმად ნაპოლის საწინააღმდეგოდ იღებდა გადაწყვეტილებებს ხშირად. ფოტოს დააკვირდით ტკივილისაგან გამწარებულ კვარას ხელს კრავს - ხაზს გარეთ გადიო!!!
Ზაზა
სეტანტაზე ე. წ. კომენტატორების გარეშე ფეხბურთის ყურება ნამდვილად სასიამოვნო იყო. ყურებმა დაისვენა.
ობლაკი
ხვიჩა ძლიერ გუნდში ბევრად უკეთესად გაიბრწყინებს…..
mamuka09ze
აქამდე თავს ვიკავებდი, ახლა კი გეუბნები--ხვიჩა, წადი ამ გუნდიდან...
თედორე
ნაპოლის შეფასება ამ მსტჩში არის არარაობა,
ფეოლა
ისე, მართლაც რა კარგი საყურებელი იყო თამაში სეტანტას კომენტატორების გარეშე. ისინი ყველაფერზე ლაპარაკობენ, ფეხბურთის გარდა. ჰყვებიან ათას ჭორსა და მართალს და სიხარულით ჭყლოპინებენ ბურთის გატანის დროს.საბავშვო ბაღია, თანაც ცუდი საბავშვო ბაღი. სეტანტას ხელმძღვანელობას ვთხოვ: კომენტატორების გარეშე გვაჩვენოს მატჩები. წინასწარ მადლობაა!!!
როლანდი
დროზე უნდა გადახვიდე სხვა გუნდში,
ჩემი აზრით
როგორც ამბობენ კონტე ვარჯიშებზე მაგარი მომთხოვნიაო რაც ხვიჩას აშკარად ეტყობა.ბოლო დროს მაგრად მოუმატა.ბურთს რომ მიიღებს მცველებთან დრიბლინგზე მიდის როგორც ადრე აკეთებდა.ასეთუ გააგრძელა ტოპ კლუბი არ აცდება.
სოსო
გუნდს კვარაცხელია ჰყავდეს,ოსიმენი ჰყავდეს, ვერც ერთი ვერ შეიმშვნიოს და ლუკაკუ მოიყვანოს?რა ჩემპიონობაზეა ლაპარაკი!უკვე მეოთხე თვეა გუნდშია და პარტნიორებთან ურთიერთგაგება ვერ დაამყარა.მესამე წუთზე,კვარამ თავისზე მიიზიდა რამდენიმე კაცი,მერე სწრაფი პასებით,მეორე ფლამგზე გადაიტანეს ბურთი და ჩაწოდებულზე,მაკტომინეიმ ძალიან სახიფათოდ დაარტყა.ალბათ ეს ერთდერთი მომენტი იყო,როცა ნაპოლიმ,ორი წლის წინანდელი ნაპოლი გამახსენა.ისევ მაკტომინეის იმედი მაქვს.მან და კვარამ თუ დაალაგეს კავშირი და ცოტათი პირადი ეგოც შეზღუდა,ძალიან ძლიერი დუეტი შეიქმნება,მარცხენა ფლანგზე.ორივეს შეუძლია საჯარიმოში შესვლა,მის გარედან ზუსტად დარტყმა, სივრცის ათვისება და კომბინირება,თუმცა საამისოდ,კონტემაც უნდა მისცეს ნება და თავისუფლება.წუხანდელ ნაპოლის,სათამაშო იდეები ძალიან ნაკლებად ჰქონდა.სეტანტაზე ვუყურე თამაშს,კომენტარების გარეშე აჩვენეს და დავისვენე ნერვიულად.რა ხარისხითაც ეს კომენტატორები მუშაობენ,მაგას ისევ ასე,კომენტარების გარეშე ყურება მირჩევნია.
las
არაა ნაპოლი საჩემპიონო გუნდი მადლობა თქვას ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს. ხოლო კვარაცხელია გაცილებით მეტს იმსახურებს ნადმვილად დგას რელიას, ბარსას, ლივერპულის დონეზე. იდიოტები იქნებიან ეს რო არ იყიდონ
Givi
კონტე ანტიფეხბურთს ათამაშებს ნაპოლის, კვარა ძალიან დიდ დროს ატარებს დაცვაში, ფაქტიურად განაპირა მცველია, ლუკაკუს წლები წასულია და მაინც ჯიუტად ბოლომდე ათამაშებს ვერ ხვდება რომ დროზეა გასაყვანი, ერთი სიტყვით კვარა გადაიზარდა აშკარად ნაპოლისთვის და დროა უკვე რომელიმე გრანდში ვიხილოდ, იქ მერე უფრო დაიხვეწება და ბევრად მოუმატებს კიდევ...
ბათუმელი
აშკარად სხვა სიმაღლეზეა საქართველოს ღირსეული , თავმდაბალი და საამაყო შვილი . არა მარტო როგორც ფეხბურთელი !
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ლაციოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
კვარაცხელიაზე ნადირობაა - "ნაპოლისა" და "ლაციოს" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა
კვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?