გიორგი კორსანტიამ Adjarabet Arena-ს პროექტ "თამაშგარეთ" ფარგლებში, ქუთაისის ევროტურნირებზე გამოსვლა განიხილა და საქართველოს კალათბურთის განვითარებაზე ისაუბრა.

„ევროტურნირებზე მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდ ნაბიჯს წარმოადგენს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შარშან დაიწყო ეს პროცესი და წელსაც გავედით ევროტურნირზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, ალბათ, გასვლით მატჩში ბულგარეთში იყო, რომელიც 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოვიგეთ. ეს არამხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი ქართული კალათბურთისთვის დიდი მიღწევაა,“ – აღნიშნა კორსანტიამ.

მისივე თქმით, ევროტურნირებზე თამაში საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს კალათბურთის შესაძლებლობებს აჩვენებს: „ამით როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქართველოში კალათბურთი არსებობს და საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს არის სპორტის სფერო, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.“

ქუთაისის გუნდის გამოსვლა FIBA ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა. ექვსი მატჩიდან მათ ორი გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ორივე მოგება ბულგარულ ბალკანთან იყო, რაც დამატებით ხაზს უსვამს ქართული კალათბურთის პოტენციალს.

კორსანტიამ მადლობა გადაუხადა ქუთაისის გუნდს და ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა: „ეს არის შრომის შედეგი და გვჯერა, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.“

ქუთაისის წარმატება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გუნდებს საერთაშორისო ასპარეზზე თავი დაიმკვიდრონ და ქვეყანაში სპორტის განვითარებას ახალი სტიმული მისცენ.

222
ძალიან კარგია რომ, დავბრუნდით ევროტურნირებზე თუმცა იმის თქმა რომ წინ მივდივართ ზედმეტი მგონია ვინაიდან საქართველოს კალათბურთს საკლუბო დონეზე თბილისის დინამოს - ჩემპიონთა თასი - (ახლანდელი ევროლიგა) აქვს მოგებული და შესაბამისად ტრადიცია დიდი გვაქვს. მნიშვნელოვანია ფედერაციამ მეტი დაფინანსება გამოყოს ამ მიმართულებით - თუნდაც 1-3 გუნდი რომ დააფინანსოს ევროტურნირებზე. შედეგიც უკეთესი იქნება და კლუბებიც მეტად გაძლიერდებიან.
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე