"ჯენოას" ქართველი მცველი "გაძეტა დელო სპორტს" იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონის სტარტის წინ ესაუბრა

"ჯენოას" ქართველი მცველი კახი კალაძე "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალიტს იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონის სტარტამდე ესაუბრა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გასულ სეზონში მიღებულ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კალაძემ ასევე გენუური კლუბის ტრანსფერებზეც გააკეთა კომენტარი.

- უკვე ერთი წელი გავიდა, რაც "ჯენოაში" ხარ, როგორ შეეწყვე აქაურობას?

- აქ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. როცა "ჯენოაში" მოვხვდი, რთულ სიტუაციაში ვიყავი. ყოველთვის მადლობელი ვიქნები "მილანის", რადგან ამ კლუბში ბრწყინვალე წლები გავატარე, თუმცა ბოლო სეზონი (2009-2010) მძიმე გამოდგა. ტრავმის გამო მოედანზე მცირე დროს ვატარებდი, ხოლო "ჯენოაში", პირველ რიგში, ჩემი ფიზიკური კონდიციები აღვიდგინე. მუშაობის დროს წინსვლა ძნელია, თუ თავს ბედნიერად არ გრძნობ.

- "ჯენოას" გარდა სხვა შეთავაზებებიც გქონდა...

- კი, მაგალითად, "იუვენტუსისგან", მაგრამ მე "ჯენოა" ვარჩიე და არა იმის გამო, რომ ტურინში კონკურენციის შემეშინდა. როცა მოედანზე მუდმივად თამაშობ, ეგ სულ სხვა რამეა. ყველას მადლობელი ვარ და მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

- "ჯენოა" ამბიციურ პროექტს ემსგავსება. რას იტყვი ამის შესახებ ?

- არ მინდა ჩემი სიტყვებით გაზეთების პირველ გვერდზე მოვხვდე, მაგრამ ჩემი აზრით ცხრილის შუა ნაწილში ყოფნით არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ. ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ასევე იტალიაში ულამაზესი სტადიონის პატრონები ვართ. უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

- თქვენი გუნდი ბევრი უცხოელისგან შედგება. ეს ცხოვრებას არ ართულებს?

- არა, პირიქით. აქ კარგი, მეგობრული ბიჭები არიან. უცხოელისთვის კი მნიშვნელოვანია მალე შეეწყოს გუნდს.

- შენ ედუარდოს ცრემლების მოწმე იყავი და მილანეტოს დამშვიდობებას შეესწარი. ნაცნობი სიტუაციებია?

- არა. ედუარდოს მძიმე წელი ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავდ მას ბერჯერ გადაუწყვეტია თამაშის ბედი. ის კარგი ადამიანია, რთულ მომენტებში ყველანი გვერდში ვედექით. ომარს ტიფოზებთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, საკმარისია მხოლოდ ბოდიში მოიხადო და ყველაფერი მორჩება. ვფიქრობ, ედუარდოს "ჯენოაზე" მხოლოდ კარგი მოგონებები დარჩება.

- სერია ა-ს 40% უცხოელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. რა აზრის ხარ ამაზე, ნაკრებს ეს არ ავნებს?

- რა თქმა უნდა, იტალიაში ახალგაზრდებს არ ენდობიან. ახალგაზრდამ შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ თუ მისი გაზრდა გინდა, ამას უნდა შეეგუო. ყველას ჩამოყალიბებული ფეხბურთელები სურს. იმასთან შედარებით, რაც 10 წლის წინ იყო, ყველაფერი გართულდა.

- შენი მწვრთნელი გასპერინი იყო, რომელიც ახლა "ინტერის" თავკაცია.

- გასპერინი 3 თვე მავარჯიშებდა. ვარჯიშების, დისციპლინის და ტაქტიკური სწავლის საკითხში გასპერინი დიდი მწვრთნელია.

- "ჯენოამ" შეკრების პირველი სტადია დაასრულა და თქვენ იტალიაში დაბრუნდით. ვინ გაგაოცათ ყველაზე მეტად?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენთან მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიდნენ, მაგრამ ზე ედუარდომ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას ყველაფერი გააჩნია, რომ "ჯენოაში" დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა