იურგენ კლოპი და მისი გუნდი 'სოფლელებმა" მიწაზე დაუშვეს
უცნაურია, მაგრამ შარშანდელი სცენარი ისევ ძალაშია. ბუნდესლიგას სათავეში ისევ მოულოდნელი ლიდერები ჰყავს - “მაინცი” და “ჰანოვერი”. არადა ამ გუნდებს ექსპერტები მძიმე სეზონს უწინასწარმეტყველებდნენ. თომას ტუხელის გუნდს განსაკუთრებით, რადგან მას შარშანდელი ორი ლიდერი ლუის ჰოლტბი (“შალკემ” დაიბრუნა) და ანდრეას შიურლე (“ლევერკუზენმა” გადაიბირა) აღარ ჰყავს.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად ეს გუნდები ამტკიცებენ, რომ დანებებას არ აპირებენ. მეორე ტურში ორივეს მძიმე გამოცდა ელოდა - კარნავალელებს “ფრაიბურგთან”, “ჰანოვერს” - “ნიურნბერგთან”.

“დორტმუნდი” ვერაფრით ახერხებს “ჰოფენჰაიმის” ბარიერის გადალახვას. ასე იყო შარშანაც, როცა მომავალმა ჩემპიონმა სოფლელების დამარცხება ერთხელაც ვერ მოახერხა. მასპინძლებმა ფავორიტს ყველა ზონა დაუკეტეს. ჰოლგერ სტანისლავსკის შეგირდებს გაუმართლათ იმაშიც, რომ სეად სალიჰოვიჩმა ბურთი დებიუტშივე შეაგდო, რამაც მატჩის მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა იქონია. რაღაც წილად იურგენ კლოპის შეგირდებისთვის ეს კარგიც არის, რადგან ლიგის თასისა და პირველი ტურის შემდეგ ჟურნალისტებმა რურელები ქებით ცაში აიყვანეს. ახლა კი მათ მიწა ისევ იგრძნეს ფეხქვეშ.

“ბაიერნმა” მოიგო, მაგრამ ვაი ამ მოგებას. შედეგი თამაშის მიმდინარეობას საერთოდ არ ასახავდა. მასპინძლები ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. საჯარიმოს მისადგომებიდან ერთადერთი ზუსტი დარტყმა შეხვედრაში ლუის გუსტავომ შეასრულა. პრინციპში ზუსტი დარტყმა იქამდეც იყო, მაგრამ მსაჯმა არარსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და პატრიკ ჰელმესს სეზონში მესამე გოლი ჯიბიდან ამოაცალა. “ბაიერნისთვის” ეს მოგება (თუნდაც დაუმსახურებელი) სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი შეიძლებოდა ღრმა კრიზისში ჩაფლულიყო. “მგლებს” კი მშვენიერი შანსი აქვთ ამ სეზონში, რადგან გუნდი იდეალურად არის მზად როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. მსაჯის მოქმედებით ფელიქს მაგათის აღშფოთება გასაგებია.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ ილაპარაკა იმაზე, რომ უკვე დროა, ფეხბურთში ვიდეოგამეორებები დაინერგოსო: “თუკი ოთხი მსაჯი არ არის საკმარისი, რომ ზუსტად განისაზღვროს, წესების დაცვით გავიდა თუ არა გოლი, ეს ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი უნდა მოინახოს. მე თავიდანვე მომეჩვენა, რომ ჰელმესმა გოლი სუფთად გაიტანა და გამეორებამ ეს დაადასტურა”.

“ბილდის” ფურცლებიდან მის აღშფოთებას გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა უპასუხა: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საფეხბურთო მატჩების შედეგები მაქსიმალურად სამართლიანი იყოს. ერთი შეხედვით მართებულად მეჩვენება მეოთხე არბიტრისთვის მონიტორზე ნანახი გამეორების მიხედვით გადაწყვეტილების მიღების იდეა, მაგრამ არის სხვა მხარეც - მსაჯის ფაქტობრივი შეცდომები ხელშეუხებელი უნდა იყოს და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდეს. ამას გარდა დაუშვებელია საკამათი ეპიზოდების გამო შეხვედრის ხანგრძლივად შეწყვეტაც,” - განაცხადა ჩინოვნიკმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამ განცხადებით არ მწვადს წვავს და არც შამფურს.

კვირის ცენტრალური თამაში ლევერკუზენში გაიმართა, სადაც რობინ დუტის გუნდს შარშანდელი სეზონის იმედგაცრუება “ვერდერი” სტუმრობდა. ექსპერტები საინტერესო, დაძაბულ 90 წუთს ელოდნენ და ხელში მოსაწყენი ბურთის გორება შერჩათ. შეხვედრა კი იმ გუნდმა მოიგო, რომელიც ამას მეტად იმსახურებდა. ყველაზე მეტად ორი ფეხბურთელის გამოსვლა იყო საინტერესო. ბრემენში დიდი იმედებით ჩაყვანილი მეჰმეტ ეკიჩისა და ვეტერანი მიხაელ ბალაკის, ვისაც დღემდე აქვს ამბიცია, დაუმტკიცოს იოგი ლიოვს, რომ ის იმსახურებს ნაკრებში თამაშს. ვერც ახალგაზრდა საყრდენმა გაამართლა იმედები და ვერც ბალაკმა დაამტკიცა ამბიცია. საგოლე პასი ბუნდესნაკრების ყოფილი კაპიტნის ნაცვლად შესულმა სიმონ როლფესმა გააკეთა.

კიდევ რა შეიძლება ითქვას საინტერესო მეორე ტურზე? ჩვენი პროგნოზი ასეთია: "კიოლნი" ასეთი თამაშით ბუნდესლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა