2025 წლის თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდები, რომლებიც ა ჯგუფში მოხვდნენ, წლის პირველ თამაშს 1 თებერვალს თბილისში, “ავჭალაზე” გამართავენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას 16 საათზე უმასპინძლებენ; 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე “ავჭალაზე” ნიდერლანდებს დავუხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დავასრულებთ.

ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ნახევარფინალური ეტაპის თამაშები 1-2 მარტსაა ჩანიშნული, ოთხი ფინალი (ყველა ადგილისთვის) კი 15-16 მარტს გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს 2 გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).

მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ორის ნაცვლად ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ასვლა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.

2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა იმ 12-მა გუნდმა, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს. დანარჩენ 12 საგზურს მიიღებენ: 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი; თითო-თითოს 2025 წლის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები; 2025 წლის წყნარი ოკეანის თასის 3 საუკეთესო გუნდი (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაცია); სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული; რეპეშაჟის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი 5-ჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

I ტური

31 იანვარი

რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია

პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი

ესპანეთი – ნიდერლანდები

II ტური

8 თებერვალი

საქართველო – ნიდერლანდები

ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი

შვეიცარია – ესპანეთი

პორტუგალია – გერმანია

III ტური

15 თებერვალი

ნიდერლანდები – შვეიცარია

რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო

გერმანია – ბელგია

ნახევარფინალები. 1-2 მარტი

ფინალები. 15-16 მარტი

წყარო: rugby.ge

გიორგი
მსოფლიო რაგბის ლოგიკა ასეთია - თქვენ დაეხმარეთ სუსტ გუნდებს განვითარებაში და ჩვენ დაგეხმარებით ტიერ-1 გუნდებთან მეტი თამაშებითო. სამართლიანია.
რეზო
ამ დონეზე ერთადერთი მუღამი, რაც შეიძლება გვქონდეს (მე მაქვს) ვინმეს ( მარტო შვეიცარიასთან არის შესაძლებელი) 100 ქულა გავუკეთოთ. არასდროს არ აგვიღია ასი და მაგრად გაასწორებდა. წინა წელს იყო კიდევ ასეთი მუღამი, მაგრამ პოლონეთი არ შეგვხვდა. მათთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს 0:2.
S.K.K.
საოცრებები ხდება მსოფლიო სპორტში. ფეხბურთში მსოფლიოზე ევროპას 48-დან მხოლოდ 16 ადგილი გამოუყვეს. ... რაგბიში 24-დან მინიმუმ 14!! შეიძლებოდა ამერიკისთვის უფრო მეტი კვოტის გამოყოფა. გილოცავთ მეშვიდედ გასვლას! (თორმეტიდანაც თავისუFლად გავიდოდით)
Giorgi
ხაან მოტივირებული იქნებიან ჩვენი ტოპ 14 ის და პრო დ2 მოთამაშეები ნიდერლანდების მოყვარულებით დაკომპლექსებულ გუნდთან სათამაშოთ
ალექს
სასაცილოა ეს ტურნირი უკვე. ჩემი აზრით 4 გუნდამდე უნდა შემცირდეს, რადგან სრულიად არაკონკურენტულები არიან დანარჩენები- ჩვენ, პორტუგალია, ესპანეთი , რუმინეთი. შესაბამისად 3 თამაში მოუწევს თითო გუნდს.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...