ახლა დავიდ ნერესი ნეაპოლში ლამის საფეხბურთო კერპად ჰყავთ შერაცხული, მაგრამ ვიცით რა ზოგიერთი ჟურნალისტისა და ტიფოზის მოკლე მეხსიერება და აგრეთვე „მადლიერების გრძნობა“, ეჭვიც არ შეგეპაროთ, მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ დროებითია და პირველივე ფეხის დაცდენისას არც ბრაზილიელს დაინდობენ.

ადგილობრივ მედიაში ფართოდ განიხილება, თუ ვინ უნდა იყოს გუნდისთვის პრიორიტეტული - ხვიჩა კვარაცხელია თუ ნერესი. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა პიროვნებებმა გამოთქვეს.

სტეფან შვოხი (ნაპოლის ყოფილი თავდამსხმელი და ვიჩენცას ამჟამინდელი სპორტული დირექტორი): „ნერესი თუ „კვარა“? ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ახლა მე ნერესს ვირჩევ. მას ქართველისგან განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია, მეტოქის მცველმა არასოდეს არ იცის, ის ბურთს დაიჭერს თუ სიღრმიდან შეუტევს. კვარაცხელიას კი ათი შემთხვევიდან ცხრაში სურს ბურთი თავად ჰქონდეს. დავიდს ორივე ფეხით შეუძლია თამაში, მაგრამ სიფრთხილე მართებს, რადგან იტალიაში მეურვეები ფორვარდების წინააღმდეგ სწრაფად ახდენენ რეაგირებას“.

DAZN-ის ტელეეთერში დებატები მარკო პაროლომ (იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი) და ვალონ ბეხრამიმ (ნაპოლის ყოფილი შვეიცარიელი ლეგიონერი) გამართეს.

პაროლო: „ხვიჩა დაბრუნდება, თუმცა დავიდმა გვაგრძნობინა, რომ მის გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა. ის გუნდს უფრო მრავალფეროვნებას სძენს. იმის მსგავსი აღარაა, რაც ადრე იყო. არაპროგნოზირებადია და მცველები უნდა მიხვდნენ, რის გაკეთებას აპირებს. ბრაზილიელი მოედანზე მარცხნივ პარტნიორებს სამოქმედო სივრცეს უთავისუფლებს. თუმცა, კვარაცხელია დაბრუნდება და ისევ მთავარი ფიფგურა გახდება“.

ბეხრამი: „გასულ კვირაში ვილაპარაკეთ, რომ ქართველი კონტესთვის შეუცვლელი არ არის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო არაა. ნერესი წინ შეუპოვრად მიიწევს. შესაძლოა, „კვარა“ ამას რამდენიმე შეხებით აკეთებს და იერიშის ტემპს ანელებს. ის ლიგაში სამ საუკეთესოს შორის რჩება, მაგრამ თავისი სისწრაფის გამოყენება სჭირდება. ნერესი სასარგებლოა და უნდა გამოიყენონ“.

ემანუელე კალაიომ (ნაპოლის ყოფილი თავდამსხმელი და სალერნიტანას საფეხბურთო სკოლის დირექტორი) Il Mattino-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- ნერესმა „კვარა“ დაამწუხრა?

- ბრაზილიელმა უდინეში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ძალიან კარგად გაისარჯა. იცოდა, როდის ეთამაშა მარტივად და როდის მოემატებინა ტემპი. ძალიან მონდომებული იყო. თუმცა, მასში ქართველი ტალანტის პირდაპირ ალტერნატივას ვერ ვხედავ. „კვარა“ დიადი ფეხბურთელია, აბსოლუტურად ფასეული. შესაძლოა, წელს ცოტა არათანმიმდევრული გახლდათ, მაგრამ შეუცვლელად რჩება. ვთვლი, რომ ზეწოლას გრძნობს, რამეთუ მუდმივად თამასას აწევა უწევს, რათა მატჩების ბედი გადაწყვიტოს, რაც ხშირად იმას იწვევს, რომ ჩქარობს.

- „კვარას“ ტრავმის გამო ნერესის ჯერი დადგა.

- ჩემი აზრით, ის მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე უფრო შესაფერისია, ვიდრე პოლიტანო, რადგან მარჯვენა ფეხით მასზე უკეთ თამაშობს. აუცილებელია ნერესი - ლუკაკუ - კვარაცხელიას ტრიოზე დაფიქრდნენ, მათ ერთად გასაოცარი შემტევი პოტენციალი გააჩნიათ.

- ვის შეადარებდით ნერესს?

- ზოგიერთი აჩქარებითი მოძრაობებით ვინისიუსს მაგონებს. მასაც სწრაფი ფეხები და სიმძიმის დაბალი ცენტრი გააჩნია, რისი მეშვეობითაც მოწინააღმდეგეს რამდენიმე მეტრში დაუსხლტება და შეუჩერებელი ხდება.

- „ნაპოლიმ“ კარგი ინვესტიცია განახორციელა?

- დიახ, აბსოლუტურად. „ბენფიკაში“ არასტაბილური სეზონის შემდეგ, ეს მისი რეაბილიტაციის შანსია. დავიდი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ ხელფასს უხდიან და ყველაფერი აქვს, რათა გუნდის მომავალი გახდეს.

- და როდესაც „კვარა“ დაბრუნდება?

- ნერესს კიდევ მოუწევს თამაში. მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება გულდასაწყვეტი იქნება. ჩვენ ლაპარაკი 30 მილიონ ევროდ შეძენილ ფეხბურთელზე გვაქვს. მას თავისი აჩქარებებით ბალანსის და სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

დღეს „ნაპოლის“ საშობაო საღამოზე მომავალი დღესასწაული კვარაცხელიას ქალაქის მერმა გაეტანო მანფრედიმ მიულოცა და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვა.

Stalker
ნერეშის ამდგარი მოუნდა სუყველას პრესა მასმედია საზოგაზოება... იტანჯებიან პირდაპირ
ლადო
ნადირობას რას ეძახი? დაცვამ უნდა გააცილოს და საჯარიმომდე უბრალოდ მიყვეს? თუ ბურთიც გაუსწოროს და იზრუნოს ფეხი არ დაუცურდეს? მერე მეკარემაც ისინდისოს და გაუშვას? უცნაური ხალხი ხართ : ))
WTF
ესეთი დამოკიდებულებით ვერც ხვიჩას შემატებენ მოტივაციას და არც ნერეში იქნება ბედნიერი. ნერეშს თითზე ჩამოსათვლელი თამაშები აქვს ჩატარებული და მისი შეფასება ჯერ ჯერობით ნაადრევია, მითუმეტეს ის საყოველთაო"ნადირობა" მოედანზე რაც ხვიჩას მიმართ ხორციელდება ჯერ არ გამოუცხადებიათ ნერეშისთვის. ვერც დაცვის ხაზის დახმარებით დაიკვეხნის თავს, როდესაც ხვიჩა გამუდმებით ჩადის უკან და შესაბამისად ნელდება მისი მოქმედება თავდასხმაში. ნერეშს თითქოს მეტი თავისუფლება მისცა კონტემ მოედანზე სათამაშოდ, კვარას კი უფრო მეტი პასუხისმგებლობა და წნეხი აქვს. ნერეშს არაფერს არ ვერჩი, ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, სწრაფი და ტექნიკური, მაგრამ კლასით ნაკლებია ვიდრე ხვიჩა.
ემიგრანტი
გაყიდეთ კვარა ზამთარში მერე გაიგებთ კვარას ფას
შულაია
კვარა რაც მე მიკრიტიკებია, მაგრამ მართლაც ამ ფეხბურთის დედაც.......დღევანდელი მერეშსა და კვარას შორის ტოლობასაც რომ არ დასვამ და იმ 19 წლის ბიჭს მიანიჭებ უპირატესობას, კვარა რომ ღრმა ვეტერანი იყოს გასაგები იქნებოდა, მაგრამ საუბარია 24 წლის ფეხბურთელზე,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ნაპოლის გაჩემპიონებაში, გასაგებია დღეს ისე ვერ ბრწყინავს,როგორც დასაწყისი,მაგრამ, ჯერ ერთი იმ დონის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და მეორეც რაღაც დონეზე კვარა ისევ ფენომენია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია აფეთქდეს და სასწაულები მოახდინოს მინდორზე. არაფერს ვამბობ მოკლე მეხსიერებაზე და უმადურობაზე.... მთელი საქართველო ნაპოლის თავგადაკრული ფანები რომ იყვნენს კუხნის ბალეშიკებიდან დაწყებული ფეხბურთის ქართველ სპეციალისტებით დამთავრებული, აგრეთვე ქართველი ცნობადებისთვის ნეაპოლში ტური და პოზირება ტრენდათ რომ ჰქონდათ ყველაფერი არამი ყოფილა მათთვის, ხომ ხედავთ ეხლა ვიღაც გადაოკიანელი მერეში ჰყავთ კერპად, ვიღას ახსობს კვარა-ახლა არის ხომ ერთფეროვანი და არაკრიატიული ფეხბურთელი და ორივე ფეხით ვერ თამაშობს ხომ!!....არა უშავს, კვარა თავის გზას იპოვის უკვეთესი პირობებით, ნაპოლის და მის გულშემატკივრებს არ გააცივა იტალიაში და განსაკუთრებით საქართველოში!!!.......
ასეა ეს
საერთოდ ნეაპოლელები და სიცილიელები თავს მთლად იტალიელებად არ თვლიან.
დიმიტრი
მანამდე რა გიშლიდა ხელს? :))) ძალიან პროვინციელი ხალხია, აი, სულით პროვინციელი და არა გეოგრაფიულად პროვინციელი. ფეხბურთი თითქოს ძალიან უყვართ, მაგრამ ძალიან მდაბიურ დონეზე... ბევრი ისეთი გუნდია, ვისაც საკუთარი ქალაქის, სოფლის, პროვინციის თუ რეგიონის გუნდი სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ ნაპოლის შემთხვევაში ვინც ნაპოლის ტოვებს, ან თუნდაც გუნდში ფეხი დაუცდება იმ წამსვე ან მოღალატე ხდება, ან კიდევ სანაგვეზე მოისვრიან ხოლმე... ახლა ხვიჩა სხვა გუნდში რომ გადავიდეს მათთვის ჯერ ხვიჩა გახდება მოღალატე, მერე ყველა ქართველი, მერე რა თქმა უნდა ის გუნდი და იმ გუნდის გულშემატკივრები სადაც ხვიჩა გადავა... არავინ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ ხვიჩას ეხება, ეს ლუკაკუს, ანგისას, ნერეშის, ან ნებისმიერის შემთხვევაში ასე იქნება... რა თქმა უნდა იტალიელის შემთხვევაში იტალიელობაზე უარს არ იტყვიან, აი რატომაც არიან ალოგიკური და პროვინციელები... ერთი შეხედვით ვითომ "ჯიგარი" სამხრეთელები, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ღრმა, მდაბიო და უმადური პროვინციელები არიან...
ამაშია საქმე
კაცმა ბურთი წესიერად ვერ დაარტყ და შემთხვევითი გოლი გავიდა.რა ამბავი ატეხეს.ისე შეიძლება უკეთესიც იყოს კონკურენტი რომ გამოჩნდა.იმედია ხვიჩა უფრო მეტს იშრომებს ვარჯიზე და ისევ 2 წლის წინანდელ ფორმას დაიბრუნებს.ამას მარტო ქართველები კი არ ველოდებით არამედ საერთოდ ლამაზი ფეხბურთის ყველა მოყვარული.
გიორგი
ეხლა უკვე დავრწმუნდი ნეაპოლელები მსოფლიოში ყველაზე დაუნახავი და უმადური ხალხია
ხ4ჯ5
აქ არანაირი ნერესი არაა საინტერესო, მთელი ამბავი კვარაშია, უნდათ მოტივაცია გაუზარდონ და მთელი პოტენციალი გამოავლინებინონ. ყველას ენატრება ის ბიჭი, რომელიც გლეჯდა და აფარჩაკებდა ყველას და ყველაფერს მოედანზე....მაგრამ არაფერს უხდიან და ვითომ რაღაცეებს ხიმანკლობენ ეს ლავრენტოიდები. ვნახოთ, რა გამოვა.
უფროსი ნაჩალნიკი
ნაპოლის მომავალი მეტოქეების მწვრთნელების ტაქტიკური გეგმა: "გავხადოთ პროგნოზირებადი. ნერეშს ჰოკეის ილეთები ჩაუტარეთ. იმედია, მსაჯები უხეშობას არ შეამჩნევენ!"
უფროსი ნაჩალნიკი
არაპროგნოზირებადი თუ გინდათ, მე წამიყვანეთ. საერთოდ აზრზე ვერ მოხვალთ, რის გაკეთებას ვაპირებ. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ თავისუფალი აგენტი ვარ.
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნერესმა ტრავმა მოირჩინა და "ნაპოლის" დახმარებას შეძლებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
საგანგაშო ვითარება - არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ნაპოლის" პრობლემები - ნერესი საოპერაციოა, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ნერესი: "კვარას" მემკვიდრე ვარ? - ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც მთელ ჩემს კარიერაში
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება