იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების ამხანაგურ პაექრობას აპენინურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების ამხანაგურ პაექრობას აპენინურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია, ტიფოზებთან ერთად, ჟურნალისტებიც კმაყოფილები არიან იმით, რომ “სკუადრა აძურამ” მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და თანაც მეტოქეს თამაშით აჯობა.

მართალია, მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას პირენეელები ფლობდნენ, მაგრამ სუფთა სათამაშო კომპონენტებში ჩეზარე პრანდელის გუნდი აშკარად აღემატებოდა მოწინააღმდეგეს.

პრანდელი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და კომენტარს კომენტარზე აკეთებს. ჩვენ კი “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტთან მისი საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს გთავაზობთ, თანაც თემების მიხედვით...

თამაში

ბოლოს ალბათ 70-იან წლებში იყო, როდესაც ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები საუკეთესო გახლდათ მსოფლიოში. სწორედ ასეთი ვითარებაა დღეს და ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანელებს ბადალი არ ჰყავთ. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო როგიორ შევეწინააღმდეგებოდით მრისხანე მეტოქეს და რამდენად მივცემდით საკუთარი პლუსების რეალიზების საშუალებას.

საბედნიეროდ, ჩემმა შეგირდებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ესპანელებს სრულიად დამსახურებლად მოვუგეთ. პირველ ტაიმში პირველი ნომრით თამაში გადავწყვიტეთ, აქტიურად შევუტიეთ და დავრწმუნდი, რომ დიდად არც ბურთის ფლობის მხრივ ჩამოვუვარდებოდით მეტოქეს. აი მეორეში კი უკან დავიხიეთ და უკვე კონტრშეტევებზე ვცადეთ ბედი - საბედნიეროდ, ეს საქმეც ძალიან კარგად გამოგვივიდა. ერთი სიტყვით, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ.

როსი-კასანოს ტანდემი

უკვე მეორედ ხდება, რომ შეტევაში ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსის ტანდემს დავეყრდენი. ორივე ძალზედ ტექნიკურია, მობილური და მოძრავი, რაც მეტოქე მცველთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს სწორედ მათზე ჩამოვდივარ ფსონს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს შანსი არ მიეცემათ - პირიქით, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ჩემს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. თუ რა კრიტერიუმებზეა საუბარი, ამის თქმა გამიჭირდება და ვფიქრობ, გულშემატკივრებისთვის ნაკლებად საინტერესოა.

ბალოტელი

მარიო ბალოტელი მუდმივი კრიტიკის ობიექტია, რაც სიმართლე რომ გითხრათ, არ მესმის. ხასიათთან გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ ავითვალწუნოთ და ვაკრიტიკოთ. არადა, მას გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

ესპანელებთან ისე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, როგორც ეს ჟურნალ-გაზეთებში დაწერეს - პირადად მე კმაყოფილი დავრჩი - ბევრი იბრძოლა და, როგორც დავავალე, უკანაც ხშირად ჩამოდიოდა. თუმცა, მან კარგად იცის, რომ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებლად დაისჯება.

ტაქტიკა

არასდროს მქონია საბაზო ტაქტიკა და ალბათ არც არასდროს მექნება. ყოველთვის იმის მიხედვით ვიქცევი, თუ რა შემადგენლობა მყავს და რომელ მეტოქეს ვეთამაშები. იმ მწვრთნელთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებსაც არ აინტერესებთ ვის წინააღმდეგ უწევთ თამაში - ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლო მეტოქის თამაში, გაარკვიო პლუს-მინუსები და შესაბამისი ტაქტიკა-სტრატეგია დაუპირისპირო.

როდესაც იცი მოწინააღმდეგის სვლა, უფრო იოლი ხდება გამარჯვების მოპოვება. ამიტომ, ვერაფრით ვიტყვი. რომელი ტაქტიკაა ჩემთვის ყველაზე მისაღები. იყო პერიოდი, როდესაც “ფიორენტინა” მთელი სეზონი 4-3-3-ით ვათამაშე, თუმცა უფრო ხშირად მაინც ალბათ 4-4-2 გამომიყენებია. თუ იმ ფეხბურთელთა ბირთვს გავითვალისწინებთ, რომლებიც დღეს არის ჩემს განკარგულებაში, აქცენტი ალბათ 4-4-2-ზე გაკეთდება. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იტალიაში მაღალი კლასის გარემარბების დეფიციტია. მართალია, ფლანგზე თამაში კასანოსაც შეუძლია და იგივე როსისაც, მაგრამ ისინი მაინც სუფთა თავდამსხმელები არიან.

გასახდელი

გუნდში ისეთი ატმოსფეროა, როგორსაც ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა. თითოეული ფეხბურთელი სანაკრებო მიწვევას დიდი სიხარულით იღებს და ენთუზიაზმითაც თამაშობს. სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი და ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია. ყველამ კარგად ვიცით, რომ იგივე კასანოს ჭირვეული ხასიათი აქვს, მაგრამ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ამას ერთი წუთითაც ვერ იფიქრებთ. სულ სხვა პასუხისმგებლობით უდგება საქმეს და ერთ-ერთი სამაგალითოა ამ მხრივ. სწორედ ამიტომ ავირჩიე კაპიტნად ესპანელებთან პაექრობისთვის და ჩემი იმედები ბოლომდე გაამართლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...