"დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი იქნება.

ვლადიმერ კაკაშვილი 2011-დან 2024 წლის ჩათვლით "დინამოს" აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. "დინამო 2"-თან ერთად კი ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.

"დინამოში" დაბრუნებამდე ვლადიმერ კაკაშვილი "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან გუნდს 14 თამაშში უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა.

"დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"დინამო" ჩემი ოჯახია და ჩემი ეს დამოკიდებულება პირველივე შეხვედრისას დავაფიქსირე, რომ მე ოჯახში დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას.

ის გზა, რომელიც "დინამოს" აკადემიიდან დღემდე გავიარე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. უამრავი გამოცდილება დავაგროვე და შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიაში საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავე. თქვენ იცით თუ რა დონის ფეხბურთელები გაიზარდნენ ჩვენს ხელში და რა დონეზე ასპარეზობენ ახლა ისინი.

რამდენიმე წლის უკან პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო ის წარმატება, რასაც ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, მაგრამ ამ ზაფხულს ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს რეალური და შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ წარმატებაში ჩვენს აკადემიას უდიდესი როლი აქვს, ამიტომ ჩემი აზრით სწორი მუშაობით იგივე შედეგის მიღწევა საკლუბო დონეზეც შესაძლებელია.

მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენი სურვილია შევქმნათ გუნდი სადაც გამოცდილი ფეხბურთელებიც იქნებიან და აკადემიის გამორჩეული მოთამაშეებიც. ვფიქრობ, რომ ამ გზით კლუბიც იხეირებს და თავად ნიჭიერი ფეხბურთელებიც, რადგან ისინი გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად უფრო სწრაფად და სწორად განვითარდებიან.

მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა იქნება, მზად ვართ სამუშაოდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "დინამო თბილისმა" ისე ითამაშოს როგორც მას ეკადრება".

მთავარ მწვრთნელთან ერთად ცნობილია მისი შტაბი:

ასისტენტები - დავით ჭიჭვეიშვილი, დავით ბოლქვაძე, გიორგი ხიდეშელი. მეკარეების მწვრთნელი - რევაზ თევდორაძე. ფიზ. მომზადების მწვრთნელი - რიკარდო დე ვივო. ანალიტიკოსები - ოთარ გაგნიძე, ნუგო ბარბაქაძე.

ვლადიმერ კაკაშვილი თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას, შემადგენლობაში მოსალოდნელი სიახლეებისა და გუნდის მზადების შესახებ კი დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.

fcdinamo.ge

Star Lord
კი მაგრამ დინამოს გულშემატკივრები არ ყავს ხმა რომ ამოიღონ?
simartle
მაქსიმუმ ჩემპიონაატი რო დაიწყება 10 თამაშში მოხსნიან...
pepe
როგორ სეიზლება ყველა გამვლელ გამომველი იყოს მცვრტვნელი
დინამოელი
ამხანაგი რომანი თავის სტიქიაშია ))) რატომაც არა? გასდის ჯიგარს ყველაფერი. მიდით ამხანაგო რომან, ბოლომდე მიაწექით
იბერია
კომენტარის დაწერას ვცდილობდი და ბოლოს იცით როგორ გამომივიდა? იმ ანეკდოტის არ იყოს - "იმ დღეს დაგინახე ქუჩაში მოდიოდი ვიფიქრე მივესალმებითქო და მერე გავიფიქრე - ერთი ამის კარგიც ..... " ასე ვარ უკვე კლუბ - უკაცრავად დინამოს აკადემიაზე - კლუბი და გუნდი აღარ არსებობს და რავი, წარმატებები სკოლა - ინტერნატს
იბერიელი
მინდა ვუსურვო თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას , ახალ მწვრთნელს ბატონი ვლადიმერს წარმატებებს, ვოცნებობ დაუბრუნდეს ამ უდიდეს ისტორიის მქონე გუნდს , მინდა ვიამაყოთ ერთად, ორმოცდაათი წელზე მეტია ვგულშემატკივრობ აბა თქვენ იცით ძალა ერთობაშია, წინ გამარჯვებისკენ,
roni
ოხ აშენებულა დინამო და ეგაა
ბათუმელ ექსპერტს
ჩმოიყვანს ფეხბურთელს გაუფორმებს კონტრაქტს ვითომ უხდის მილიონს და სინამდვილეში იღებს 5%ეს არის ფულის გათეთრება რავიცი კიდე რამდენი რამ..დაკვირდი დინამოს პოლიტიკას და შედეგიც სახეზეაა ყბელანაირად ცდილობს გათეთრებას...ყველასთან შეკრულიაა შენ რაგგონიააა...
Pepelu
:)))))))))))))) კაი რა!!
llcl
ერთი ორი კარგი მარქშეიდერი აუცილებლად შესაყვანია სამწვრთნელო შტაბში!
Pepelu
დინამოს აკადემიაში მუშაობა და მთავარი მწვრთნელობა ორი სხვადასხვა საქმიანობაა!! წარმატებები მინდა ვუსურვო კაკაშვილს მაგრამ ... ზაფხულის ბოლოს რიგით 23-ე მწვრთნელი იქნება დინამოსთვის
ბათუმელი ექსპერტი
კი მაგრამ ეს ფულებს ათეთრებ, ფულებს ათეთრებ რომ დასჩხავი, რანაირად შეიძლება ეგრე? 15 წელზე მეტი რა ფულებს შოულობს უკუღმართად რომ ათეთრებს? ან წინა ხელისუფლებამ, ან ახლანდელმა რით ვერ დაადგინეს და გამოიძიეს მაგ ფულის გათეთრების ამბავი, ან უცხოეთის შესაბსმისმა საერთაშორისო სამსახურებმა თუ ეს კაცი მართლა ეგეთი კრიმინალია? რით არ მოგბეზრდათ ეს ჭორაობა?
მედოლე სახაშიდან
კაი პურისმჭამელი კაცის ჰაბიტუსი კი აქვს. ეგ ნაღდად მოაგებინებს ჩემპიონთა ლიგას. გეშინოდეს ბაიერნო და რეალო, თავად კაკაშვილი მოდის.))
saqartveloshi yvelaze aferisti adamiani aris roman fifia!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დინამო თბილისის ხელმძღვანელობას ვაი თქვენს პატრონსს თუ ვაფშე მოდებაში იყოთ ფეხბურთის მევიყოო რომან ფიფიაა....იმენა გონზე არხართ ფულებს ათეთრებთ მე ის გამკვირვებია ამ ხელისუფლების ამ ფიფიას რაც ფულები აქვს ნათეთრები დინამოშიი რატო არ აგებინებენ პასუხებს?! მაგრამ ერთი კამანდაა ერთს ლაპარაკობენ მეორეს აკეთებენ ვერ გაიგებ ძმაო აქ ისეთი ცხოვრებაა ვისი ვისაშიააა თუ არააა აქამდეე რომან ფიფიას ჰაერში დაატრიალებდნენნ რაც მაგას დინამოში ფულები აქვს გათეთრებულიიი....
მეგონა გურგენას დანიშნავდნენ
კაცო, ამ ჩემი მეზობელი გურგენას რიგი აღარ მოვიდა? ღამე ყარაულად მუშაობს და დღე სცალია. ისე, ეგ გუნდი კიდევ არსებობს?))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ღადაობთ?
ერთი კარგი ანალიტიკოსიც რო დაიმატოთ..ისეთ გუნდებთან გიწევთ თამაშები ანალიზი ბევრი სჭიდება>>>

წარმატებები, იქნებ …
ბაბაიაგა
როდის მე ვიძახდი კაკაშვილი დანიშნეთ მეთქი, ზუსტად ზედ გამოჭილია დინამოსთვის გუნდის 100 წლისთავის აღსანიშნავად!!! თან გავარდნას რაც გადავრჩით იმის ფონზე..
ika
ბიჭოოო, რა ტუდა- სუდა გაქვთ ამ დინამოში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
სავარაუდო ტრანსფერი: საბა ლობჟანიძე "სამტრედიაში"?
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა