სომხური პრესის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობას ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია მომავალი წლის იანვარში დაასახელებს. ამის შესახებ ფედერაციის გენერალურ კრებაზე პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა განაცხადა. ირკვევა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე პირთან და ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.

"ჩვენ გვსურს არა მხოლოდ ახალი მწვრთნელის მოწვევა, არამედ გლობალური ცვლილებების შეტანა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და საფეხბურთო აკადემიებში", - აქვეყნებს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმენ მელიკბეკიანის სიტყვებს golosarmenii.am.

საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფედერაციის შეკრების პარალელურად, სომხურმა ფან-კლუბებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოითხოვდნენ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადადგომას.

მათი თქმით, FFA-მ არ შეასრულა თავისი ძირითადი ამოცანები: არაფერი გაკეთებულა საბავშვო და ახალგაზრდული სკოლების განვითარებისთვის. ფედერაციის აკადემია არა ახალგაზრდა ტალანტების შერჩევის სკოლად, არამედ ბიზნესად იქცა, რადგან იქ ვარჯიშები მხოლოდ ფულით იმართება.

არ არის საკმარისი ნორმალური მოედნები მასობრივი, სამოყვარულო ფეხბურთისთვის, მათ შორის პატარა ქალაქებსა და სოფლებში. პროფესიონალურ ფეხბურთის დონეზე არ არის ადგილი დამწყები სომეხი ფეხბურთელებისთვის. უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა არ არის მინიმუმ 12-მდე გაზრდილი და პირველი ლიგა არსებითად შედგება უმაღლესი დივიზიონის სარეზერვო გუნდებისგან.

ფან-კლუბების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ფედერაციას არაფერი გაუკეთებია ამ და სხვა საკითხების მოსაგვარებლად, ამიტომ გულშემატკივრები ყველა შესაძლო ფორმატით მოითხოვენ, ხელმძღვანელობის გადადგომას, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას და ახალი პრეზიდენტის არჩევას.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის სომხეთის ნაკრები საქართველოს მეტოქე იქნება. დაპირისპირების პირველ შეხვედრას 2025 წლის 20 მარტს ერევანი უმასპინძლებს, 23 მარტს კი განმეორებითი მატჩი უკვე ჩვენს ქვეყანაში შედგება.

ინფორმაციისთვის, მელიკბეკიანი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით 2023 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ჰაბიტუსიან არაიკ სურენოვიჩ
ჰაბიტუსით კი გავს ლევანა სომეხს, ის კი - უფრო ქართველს)))))))))
ასე ქოცები ლაპარაკობენ
არ შეიძლება კარგს ცუდი უწოდო! კობიაშვილი პარლამენტარი რომ გახდა, ეს ცალკე თემაა. რაც შეეხება ფედერაციას, მისი მუშაობა ისაზღვრება ნაკრების შედეგით. როდის ყოფილა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე? ჯგუფიდან გასვლაზე არაფერს ვამბობ. ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და უფრო მეტს გააკეთებდა, რეგიონებში უთავმოყვარო ხალხი რომ არ მუშაობდეს მაღალ თანამდებობებზე. ბევრგან მივიდა და არც დახვდნენ და სხვა რაიონებში გადაიტანეს პროექტები. პარლამენტში მისი შესვლა უბრალოდ მას არ ეკადრებოდა.
gel-100
შე ბოროტო სულო ეხლა დაგუგლე და გადაავლე თვალი რა ხდებოდა ფეხბურთში იმ დროს როცა მთავრობაში გიულიჩა და ის ხალხი იყო ვისაც ტაშს უკრავ და ვის საამებლადაც დაგიბრმავებია თვალები და მერე შეადარე კობიაშვილის პრეზიდენტობის დროს რა გაკეთდა ფეხბურთში რისი მწვერვალიც ნაკრებია და მისი პროგრესიდანაც ჩანს რო კობი საქმეს აკეთებს იმათზე უკეთ ვიდრე შენი ბელადის დროს კეთდებოდა,,ფეხბურთზე მაინც რა გაქვთ სალაპარაკო დედა უტირეთ ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული, აკადემიებით, ბაზებით და სტადიონებით დამთავრებული ყველაფერი წაართვით და დაუნგრიეთ ქართულ ფეხბურთს, თქვენ საერთოდ უნდა გეკრძალებოდეთ ქართული ფეხბურთის ხსენება ყველას ვინც ნაცების დაძახებულზე გარბიხართ და ქვეყანასაც და ფეხბურთსაც დედას უტყნავთ,,ის ყველაფერი რაშიც სომხებს პრობლემები აქვთ ჩვენც გვქონდა სანამ კობი არ მოვიდა,,მოგონილი ამბებით და ტყუილებით როდემდე გინდათ ატყუოთ ხალხი და ატაროთ ქუჩებში ნაცებმა და მათმა მხარდამჭერებმა?? გადაამოწმე ფაქტებით შეგიძლიათ ყველაფრის შედარება, ვინ უკეთესად აკეთებს საქმეს კობი თუ გიულიჩას დანიშნული სიჭინავა ყველაფერი ფაქტებით და იმ პროგრესით ჩანს რაც ქართულ ფეხბურთშია ბოლო პერიოდში, რა ხდებოდა ქართულ ფეხბურთში კობიაშვილამდე თუ არ გახსოვს დაგუგლე და მერე მოკეტე იმიტო რო მოსაკეტი გექნება
ყველა ვარიანტში მოვუგებთ!
მერე წაიყვანონ კობიაშვილი, უფასოდ დავუთმობთ, აქ მაინც არაფერში უქნია ღმერთს.)))
შაედარეთ
კაი კაცო, ეს რა გავიგე! სომხეთში გებურთშია არეულობა, და ჩევნთანმთელ ქვეყანაში.
Star lord
ასეთი არეულობები ვისაც აქვთ ხოლმე მაგათმა გაგვამწარეს მერე ზუსტად.
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე