ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის -„ბაკურიანი 2025“-ის დაწყებიდან 53 დღით ადრე, დღეს, 19 დეკემბერს რომში, უძველესი ისტორიული საზოგადოებრივი კომპლექსის - Mercati di Traiano-ს სივრცეში გაიმართა „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების ცერემონია.

ამ სიმბოლურ და ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, „ბაკურიანი-2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, იტალიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენები და ანსამბლ „ბასიანის“ წევრები.

ცერემონიას უძღვებოდა სახელოვანი იტალიელი სპორტსმენი, ცურვაში ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონი მასიმილიანო როსოლინო, რომელმაც შესავალი სიტყვის შემდეგ, სცენაზე მოიწვია ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი. მან ხაზი გაუსვა „მშვიდობის ცეცხლის“ სიმბოლურ მნიშვნელობას, ოლიმპიური მოძრაობის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე მსოფლიოში და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდება.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე იტალიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და რომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

შემდეგ საქართველოდან ჩასული სტუმრების ჯერიც დადგა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, „ბაკურიანი-2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე.

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, „რამდენიმე წელიწადია, საქართველო გულმოდგინედ ემზადება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამასპინძლოდ. ემზადება დიდი პასუხისმგებლობით. ემზადება იმისთვის, რომ ნამდვილი სპორტული დღესასწაული აჩუქოს ევროპის 46 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებს. ქვეყნის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ამ პროცესში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალური სამსახურები, სპორტული ფედერაციები, მთელი ჩვენი სპორტული საზოგადოება. საქართველო მოუთმენლად ელის „მშვიდობის ცეცხლის“ გამოჩენას ჯერ თბილისში, მერე ქვეყნის რეგიონებში, ბოლოს კი ბაკურიანში, სადაც 9 თებერვალს საზეიმო ვითარებაში აგიზგიზდება მარადიული ქალაქიდან ჩატანილი ცეცხლი. ჩვენ უკვე გვაქვს 2015 წლის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის წარმატებული ჩატარების გამოცდილება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასევე წარმატებული იქნება „ბაკურიანი -2025.“

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სპიროს კაპრალოსმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სიმბოლო - ზეთისხილის ხე გადასცა ლერი ხაბელოვს, მერე კი შეკრებილი საზოგადოება მიიწვია ღია სივრცეში, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ მიერ შესრულებული ქართული სიმღერის თანხლებით აინთო „მშვიდობის ცეცხლი.“ ჩირაღდანი ჩაიბარა მამუკა ხაბარელმა, მან კი, თავის მხრივ, გადასცა მოციგურავე ნიკა ეგაძეს - 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორს და ახალგაზრდა სამთო-მოთხილამურეს ანასტასია მირიანაშვილს.

ასე დაიწყო „მშვიდობის ცეცხლის“ მოგზაურობა იტალიიდან საქართველოში.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

G.LA
არაფერში არ გვჭირდება ეგ ოლიმპიადა რომელსაც ქოცები ჩაატარებენ
ᲢუᲨი
ტყუილი ზეიმია თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი არავინ არ ჩაატარებს ამ ოლიმპიადას ბაკურიანში.
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს