"ზესტაფონიდან" გამოსული ხმების თანახმად, გეგუჩაძის წასვლას ყველა შეეგუა, თუმცა ეს ამბავი ოფიციალურად არ დასტურდება
ზეგ, 18 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების პლეი ოფის პირველი მატჩი "ზესტაფონი" ბელგიურ "ბრიუგეს" მიიღებს.

ასეთ მნიშვნელოვანი შეხვედრამდე სამი დღით ადრე, გუშინ საღამოს ინტერნეტფორუმებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეგუჩაძემ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გადადგა.

ეჭვები ჯერ კიდევ "შტურმთან" წაგების შემდეგ მისმა ავადმყოფობამ გამოიწვია, მაგრამ ბატონი გია გუნდს დაუბრუნდა და ყველაფერი ჩვეულებრივი რეჟიმით გრძელდებოდა. თუმცა, გუშინ მოხდა მოულოდნელი რამ - როდესაც "ზესტაფონის" ფეხბურთელები მშობლიურ არენაზე შეიკრიბნენ, ვარჯიშს გეგუჩაძის თამაშემწე გია ჭიაბრიშვილი გაუძღვა, მთავარი მწვრთნელი კი არ ჩანდა.

ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ კლუბიდან შევიტყვეთ, რომ თითქმის ყველა შეეგუა გეგუჩაძის წასვლას, მაგრამ ეს ამბავი ოფიციალურად არ დასტურდება. ასე რომ, უცნობია, "ბრიუგესთან" გუნდს ვინ მოამზადებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება კლუბის ინტერესებისთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

კიდევ ერთი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ბუბა დაუშვილს უკავშირდება - მან "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა და დუბლებში გადაიყვანესო.

ცხადია, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელს კარიერის უცხოეთში გაგრძელების ამბიცია გაუჩნდა. ამიტომაც გააფორმა კონტრაქტი საგანგებოდ მასთან თბილისში შესახვედრად ჩამოსულ დალიბორ ლასინასთან. ცნობილ ჩეხი მენეჯერი ბევრი სახელიანი ფეხბურთელის აგენტია - ანდრეა ბარძალის, ტომაშ უიფალუშის, დრიჟდალ ფრანტიშეკის, ბონი ვინფრიდის, ჯონ ჰეიტინგას...

მოკლედ, დაუშვილმა "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა - ხელშეკრულება კი ზამთარში უმთავრდება. რაც შეეხება მის დუბლებში გადაყვანას, მსგავს "განსაწმენდელს" "ზესტაფონში" ადრე მიმართავდნენ და ფეხბურთელებს კონტრაქტის გაფორმების სურვილი უჩნდებოდათ. მაგრამ წასვლის მსურველი ფეხბურთელის ამგვარად გაჩერებას, გვჯერა, "ზესტაფონში" აღარ აპირებენ.

ფაქტია, რომ გუშინ დაუშვილმა ძირითად გუნდში ივარჯიშა, ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ "ბრიუგესთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გუნდი მომზადებული და მობილიზებული დახვდება და თითოეული ჩვენგანისთვის სასურველ შედგეს მიაღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

evropeli
აქ თბილისელობა რაიონლობა და სოფლელობა არაფერ შუაშია ,ფეხბურთი მოედანზე ომია,მე დინამოს ქომაგი ვარ და მოედანზე და სტადიონზე ყველა ჩემი მოწინააღმდეგე ჩემი მტერია(პირადულში მათ შეიზლება დიდ პატივსაც ვცემდე) ჩემი მტრის მთავარსარდლის გაშვება თუ გაგდება ჩემთვის დიდი სიხარულია(პიროვნულად შეიძლება ვუთანაგრძო) ასე რომ თქვენ თუ ქომაგობა არ იცით სპორტისგან შორს ხართ წადით ბიძიკო ნიჭიერს უყურეთ და ბათუმის ახალ ოპერაში სეზონური ბილეთი შეიძინეთ ყველა გუნდმა თუ გაიმარჯვა და წარმატებას მიაღწია რის ასპარეზობაა თუ გესმით რამე?!
oldcoyot
არ შეიძლება გეგუჩაძის გუნდიდან გაშვება!.. გაიღვიძე ზესტაფონო...თქვენი გუნდის დასამარება განუზრახავთ ვიღაცეებს, ნუთუ ხმა არ უნდა ამოიღოთ?...ბატონ კოკაიას სახლი არ იცით?მოუწყეთ "მშვიდობიანი აქცია"...ღუპავს გუნდს...და კიდევ, არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ზოგიერთი ვაი თბილისელის,ან თუნდაც ქუტაისელის(ყოველ შემთხვევაში არა ზესტაფონელის) კომენტარი...მრცხვენია მათ ნაცვლად,გული მტკივა,ერთი ის მაიმედებს, რომ მსგავსი ვაითბილისელები უმცირესობაში არიან(იმედია)...ასეთ ხალხს არათუ თბილისელობის,ქართველობაზე პრეტენზიის უფლებაც არა აქვთ ...ისე კი თბილისში თბილისელის პოვნა საკმად რთულია დღეს,დიდ სოფლად გადაიქცა ქალაქი,რომელიც თითქოს გალამაზდა, მაგრამ თბილისის სილამაზე სწორედ თბილისელი იყო ერთ დროს:(((
evropeli
ლევან მიმართე ფსიქიატრს! ჟობია მეზღვაურებს და სვარშიკებს მოუგოთ ვიდრე ფეროელ მუშებს :)))
levani
შენ ის ევროპელი ხარ პატრიარქზე რომ რაგაცეები დააკომენტარე? შენ მ... წმ.სოროსის დედის ...! და არა მარტო შენ
ავთო
თუ გინდა ჭორი იყოს და თუ გინდა არა... ასეთი ლაპარაკი სირცხვილია უბრალოდ როცა შენი ქვეყნის ერთ ერთი გუნდის წარუმატებლობა გაგიხარდება ეგ შენ აზროვნების სისუსტეს უსვამს ხაზს... კი ბატონო ჩათვალე რო არ არის დამსახურებული ჩემპიონი, მაშინ კეთილი ინებოს შენმა საყვარელმა გუნდამა და დაამტკიცოს ეს ესეთი ქვენა აზრების გარეშე
oldcoyot
...ვაი სირცხვილო!ისეთ ქართველს რა უთხარი, ზესტაფონის წარმატება რომ არ გაახარებს, გინდ თბილისელი იყოს და გინდ ხულოელი.გეგუჩაძის გაშვება გუნდიდან დანაშაულის ტოლფასია...თავის დროზე დინამოდან მისი გაშვებაც შეცდომა იყო ეხლა კი...მოკლედ თითქოს ვიღაც სპეციალურად მუშაობს ჩვენი(!!!)ფეხბურთის დასამარხად.
prins
გადადგა არა იხვი. აგრძელებს მუშაობას და შედეგსაც მალე ვნახავთ. ჭორიკანებო
mesi
Gიხაროდეს evropeli .როგორც გვცჰევევია ქარტველებს ისე იქცევი უკან ლაპარაკი ქილიკი ბოღმა გაქხჩობდათ და ჰა გაიხარეთ გქონდეთ თბილისის ჩემპიონატუი აგებიეთ დინამოს ყოველთვის და მოუგებთ მერე მეზღვაურებს და სვარჩიკებს და იქნებით კმაყოფილი
evropeli
100 წელიწადში ჯოხიც ვარდებაო, ეს იყო ზესტაფონის პიკი,კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი ზესტაფონო,ზესტაფონო გვშორდები იი ი
უძლევი
სტაბილურად არასტაბილურები ვართ :( თუ ეს ჭორი არ არის, მაშინ ამაზე ცუდი დრო ვერ მოიძებნა გუნდის და მწვრთნელის განსაშორებლად? ძლივს წინ წავედით და ეგრევე თავი იჩინა უთანხმოებამ :(
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ