"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, Carre-სთან ინტერვიუში "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ფრანგის თქმით, მას კლუბში უამრავი პრობლემა დახვდა, რასთან გამკლავებაც მარტივი არ ყოფილა.

"როდესაც გუნდში მოვედი, თითქმის ყველას წასვლა უნდოდა და ხელფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ასეთ დროს კი ფეხბურთელების მოტივირება მარტივი საქმე არ არის. როდესაც ჯუნტოლი წავიდა, სრულიად მარტო დავრჩი და გვერდით არავინ მყავდა ისეთი, ვინც დახმარებას გამიწევდა იმ მომენტში მაინც, როცა კვარაცხელია და ოსიმენი შეცვლების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

დე ლაურენტისი? ამ ადამიანს ფეხბურთის არაფერი ესმის. ერთხელ მითხრა, რომ ერთ მოთამაშეს მოედანზე 45 წუთი უნდა გაეტარებინა და მეორე ტაიმში შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის მიმეცა. ვუთხარი, რომ უკვე 60 წლის ვიყავი და ასეთ საკითხს თავად გადავწყვეტდი. ამ ადამიანს ფილმებისგან განსხვავებით, ფეხბურთის არაფერი გაეგება", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, ფრანგმა სპეციალისტმა "ნაპოლიში" 2023 წელს ლუჩანო სპალეტი შეცვალა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

სოსო
ლაშა,კვარას სატრანსფერო ფასი,დღესაც მეორეა,სერია ა-ში,ტოპ ხუთეულის ერთერთ ლიგაში და ესეც რომ გეცოტავება,ეგ არ ნიშნავს,მისი სიძლიერის აღიარებას?რასაც კონტე ათამაშებს,იქ ვინ გაბრწყინდება ლამაზი თამაშით?ხვიჩა საკუთარ თავს ჰკლავს,მისი მოთხოვნით,მაგრამ სპეციალისტები მაინც ამჩნევენ და აფასებენ ხვიჩას!ხვიჩა ებრძვის დე ლაურენტისის უმადურობას,მწვრთნელის უგემოვნობას,პრესის უსამართლობას და "გულშემატკივრების" უსულგულობას.მაინც მეორე ადგილზეა და მეტს რაღას მოითხოვ მისგან?ყიფიანი,ჩივაძე,თითოჯერ იყვნენ საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელები,მხოლოდ შენგელია გახდა ორჯერ და დღესაც ლეგენდები არიან.კვარა უკვე გახდა ტოპ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და დღესაც მეორე ადგილზე რომაა,მაგასაც დაფასება უნდა,რადგან ოლიმპზე ადგილის შენარჩუნება უფრო ძნელია და აღარც გუნდი მოსდევს.ცხონებული რამაზ შენგელია,ორჯერ გახდა ნომერი პირველი,მაგრამ საუკეთესო თამაში მაშინ აჩვენა,როცა დინამოში აღარც ყიფიანი ჰყავდა და აღარც დარასელია.მთელი მეტოქის დაცვა მას დასდევდა,მაგრამ ის რომ ყველა მცველს საჯარიმოდან გაიყვანდა,გუნდში სხვა აღარავინ იყო ისეთი ჭკვიანი,რომ კარის წინ გათავისუფლებული ზონა შეევსო,ჩაწოდებული ბურთი მიეღო და კარში დაერტყა.იმ სეზონში შენგელია საუკეთესო სამეულშიც კი ვერ მოხვდა,თუმცა რეალურად ეს მისი საუკეთესო სეზონი იყო.გუნდი არ მოსდევდა და მის თამაშსაც შედეგი ვერ მოჰქონდა.ზუსტად ისე,როგორც დღეს კვარაცხელიას თამაშია.
ლაშა
კვარას რეგრესი მხოლოდ მისი ბრალია,არფერ შუაშია მანდ მწვრთნელი,სპალეტის მერე რამდენი მწვრთნელი შეიცვალა ნაპოლიმ და ვერც ერთის ხელში ვერ ბრწყინავდა..
ეეე
ესეც კაი მზეა, ზოგადად ამდენი მზე იტალიაში როგორ მოგროვდით, სპალეტიც მზე იყო გამოჩნდა იტალიას რასაც ათამაშებს. პირველი სეზონის პირველ წრეში კვარა თავისუფლად თამაშობდა ვერავინ აჩერებდა, მაგრამ სპალეტიმ მცველად აქცია ჩვეულებრივი მზეები არიან ხვიჩა გაიქეცი იტალიიდან
სოსო
გასული სეზონი,ნაპოლიმ ძალიან კარგად დაიწყო!სპალეტის ფეხბურთს თამაშობდა და სანამ გაჰყვა,იმ თამაშის კვალი,წარმატებებიც ჰქონდათ.გარსიამ უპირველეს ყოვლისა,თამაშის შეცვლა და საკუთარი პერსონის წინ წამოწევა სცადა.მსოფლის საუკეთესო ათეულში,წინ სეზონში მყოფი ორი ფეხბურთელის და საერთოდაც,წინ სეზონში,ფურორის მომხდენი გუნდის შენ ქეიფზე ტარებას რომ შეეცდები და თანაც სქემის,სათამაშო კავშირების დანგრევას დაიწყებ,რაც მაგან მიიღო,იმას მიიღებს ყველა!დე ლაურენტისი,ფინანსებში და კინო ინდუსტრიაშია ძლიერი,რადგან ის არის,მისი პროფესია,გარსია კი,ფეხბურთში ვერ აღმოჩნდა ძლიერი,მიუხედავად იმისა,რომ ფეხბურთი,მისი პროფესიაა!რასაც სპალეტის ნაპოლი თააშობდა,თუნდაც იმ ზღაპრული სილამაზის ფეხბურთის დანგრევას რომ დაიწყებ,ეგეც კმარა,შენზე,როგორც მწვრთნელზე,ყველამ ხელი რომ ჩაიქნიოს.დღეს,თითქოს კარგად მიდის,ნაპოლი,მაგრამ მაშინდელისაგან განსხვავებით,ფეხბურთელები მუშაობენ და სიამოვნებას,ძალიან მცირეს იღებენ.ეგეც გამარჯვების და არა თამაშის გამო.გარსიას ხელში კი,ყველაფერი ნადგურდებოდა.ორ წელიწადში ყველაზე ლამაზი ფეხბურთიდან,კლუბი ყველაზე მახინჯი ფეხბურთის თამაშს რომ დაიწყებს,ამას,ფეხბურთელებს ვერ დააბრალებ,ეს მხოლოდ მწვრთნელების დამსახურებაა!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა