1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებმა ესპანეთისას უნდა უპასპინძლოს, მაგრამ სად, ეს ჯერ კიდევ უცნობია
1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებმა ესპანეთისას უნდა უპასპინძლოს, მაგრამ სად, ეს ჯერ კიდევ უცნობია. ჩვენდა გასაკვირად, ბოლო რამდენიმე დღეა გაისმოდა ხმები, რომ შესაძლოა შეხვედრა ქუთაისში ჩატარდეს.

თავიდან ეს მორიგ ჭორად მივიჩნიეთ, მაგრამ გუშინ ახალგაზრდული ნაკრების წევრებსაც იგივე კითხვა რომ გაუჩნდათ, ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილს დავუკავშირდით და აღმოჩდა, რომ ეს ვარიანტი განიხილება და შესაძლოა, საქართველო-ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს მართლაც ქუთაისმა უმასპინძლოს.

"დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული სტადიონზე ეს შეხვედრა ვერ ჩატარდება, რადგან აგვისტოს ბოლოს რემონტისთვის დაიხურება და საფარს დააგებენ. ამის გამო, ფედერაცია მატჩის ქუთაისში ჩატარებაზე ფიქრობს. ესპანელების მასპინძლობა გამორიცხულია "მიხეილ მესხზეც", რადგან ახალგაზრდულების მატჩი 1 სექტემბერს არის დაგეგმილი, ეროვნულმა გუნდმა კი ლატვიას, წესით, 2 სექტემბერს სწორედ ვაკის არენაზე უნდა უმასპინძლოს, მატჩის წინა დღეს კი ორივე გუნდმა მატჩის გასამართ სარბიელზე უნდა ივარჯიშოს. ასე რომ, "მიხეილ მესხზე" ესპანელების მიღება შეუძლებელია.

ხვალ ესპანელები გვესტუმრებიან და ქუთაისში სასტუმროებსა და სტადიონს დაათვალიერებენ. შეიძლება ითქვას, ახლა მათ პასუხზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა შეხვედრა ქუთაისში. თუ უარს იტყვიან, ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოგვიწევს" – გვითხრა დვალიშვილმა.

ჩვენი გასარემონტებელი თუ რემონტში მყოფი სტადიონების გამო ასევე უცნობია, სად მიიღებს ეროვნული ნაკრები ლატვიას.

"23 აგვისტოს გვესტუმრება უეფას სტადიონებისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, ნორვეგიელი ტრიგვე ბორნო, რომლიც უეფამ 25 აგვისტოს თბილისში "დინამოსა" და აეკ-ის მატჩის დელეგატადაც მოავლინა. ის დაათვალიერებს "მიხელ მესხზე" მიმდინარე სამუშაოებს და იტყვის, ვუმასპინძლებთ თუ არა ვაკის სტადიონზე ლატვიას. ფედერაციის თხოვნითა და შუამდგომლობით, ბორნო ზესტაფონის სტადიონსაც დაათვალიერებს და შეაფასებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა