იტალიური მედია და ჟურნალისტები „ნაპოლის“ ბოლო მატჩებში გამარჯვებების მოპოვების მთავარ შემოქმედად დავიდ ნერესს მიიჩნევენ, რომელიც მათი აზრით, მეტოქეთათვის ხვიჩა კვარაცხელიაზე არაპნოგნოზირებადი ფეხბურთელია და ბრაზილიელით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ამ დროს ისევ პრობლემად რჩება კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

Il Mattino წერს, რომ ნეაპოლური კლუბი შეშფოთებულია და პასუხის მოლოდინშია: „გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი უკანასკნელ 18 თვეში არასტაბილურად თამაშობდა და მხოლოდ ნაწილობრივ აჩვენებდა თავის უზარმაზარ ნიჭს. ისტორიული სკუდეტოს შემდეგ, ძველებურად არ ბრწყინავს. ის კლუბის ხელმძღვანელობას მალე შეატყობინებს, როდის იქნებიან მისი აგენტები ნეაპოლში, რათა კონტრაქტის გაგრძელებასა და წლიური გასამრჯელოს 5.5 მილიონ ევრომდე მომატების შეთავაზებაზე გასცენ პასუხი. მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რაც მეტი დრო გადის, უფრო დიდია რისკი იმისა, რომ თუ თანამშრომლობა არ გაგრძელდება, ზაფხულში „კვარას“ გაყიდვაზე დაფიქრდნენ.

შექმნილი ვითარება არ მოსწონს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, ვინაიდან ამან შეიძლება ქართველის თამაშზე და სატრანსფერო ღირებულებაზე მოახდინოს გავლენა. არაა გამორიცხული, ხელშეკრულების განუახლებლობის შემთხვევაში, ხვიჩა ნაკლებად მოტივირებული და ნაკლებად წარმატებული იყოს, რაც სეზონის ბოლოს ფეხბურთელის ფასის შემცირებას გამოიწვევს. დე ლაურენტისს საკითხის დადებითად მოგვარების იმედი აქვს“.

გიორგი
ლაურენტისის შეკვეთილი წერილის თარგმანია
ეს ვინაა ბლინს.
ოცნება, ტყვილად არ იშვერს ხელს ვინმესკენ, რა არ ერევიან ზოგიერთი "ვითომ მეგობრები" ჩვენს საშინაო საქმეებში? ასევე არ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის საწინააღმდეგოდ? მაგაზე არიან გაცოფებულები, რო არ ემონებიან! ცოტა თვალები გაახილეთ და ისე წერეთ და იკითხეთ.
ეს ვინაა ბლინ
რავა ოცნებასავით სულ ვიღაცისკენ იშვერს ხელს ეს ლაურენტისი, ყოველთვის ვიღაცაა დამნაშავე.
ამატაკი
100 % -ით დარწმუნებული ვარ თავად ნერეშსაც კი უკვირს, რაც მის თავს ხდება. არაფერს განსაკუთრებულს ეს ბიჭი არ აკეთებს. არის საშუალო დონის ნახევარმცველი, სახასიათო ტექნიკით. ის წლებია ამ დონეზე თამაშობს და განსაკუთრებული აღფრთოვანება ამას პორტუგალიაშიც კი არ მოჰყოლია. მართალია ერთი-ერთზე ფლანგზე არ არის ცუდი, მაგრამ ამასთანავე ესაა სულ მის ღირსება. საკმაოდ შეზღუდული ხედვა აქვს. როგორც კი ძლიერი მცველი დახვდება, მისი შესაძლებლობებიც ნულდება. ის სწორხაზოვანია და საერთოდ არ აქვს მრავალფეროვნება. ასე რომ ეს ხელოვნური ხბოს აღტაცებები უფრო ჭიქაში ქარიშხალია. ხვიჩას ამით არაფერი მოაკლდება. ვინც საჭიროა, ყველა ყველაფერს მშვენივრად ხედავს და ხვდება. ხვიჩას ფასმა კი პირიქით, მოიმატა , არათუ მოიკლო (ტრანსფერმარკეტი).. ეს ცრუ ბაქი-ბუქი და პიარი პიარად, მაგრამ საქმესაც დროზე უნდა მოევლოს, სანამ ოსიმენის სცენარი არ განმეორებულა. თუ მართლაც არ არის ურიგო ბიზნესმენი, პირველ რიგში ამას ყველაზე მეტად თავად ლაურენტისი უნდა ხვდებოდეს წესით. ყველა ყბედი ამ ამბიდან რაღაცას მიიღებს, აი თვითონ კი დარჩება მორიგი უფასოდ გაშვებული ვარსკვლავის ამარა.
შენ მომავლიდან
ადექით და თქვენ ცხოვრებას მიხედეთ. ხვალ და ზეგ რომ გაგიჭირდეთ კვარა არ მოვა და ქირას არ გადაგიხდით.ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე, მაგრამ ნუ დარდობთ კვარას ხელფასზე ამდენს. გამოფხიზლდით და რეალურ ცხოვრებას მიხედეთ და არა ვირტუალურს. დრო გარბის !!!
გგგგ
ხალხო რატომ ხართ ახშფოთებული კვარას პოტეციალი უზარმაზარი აქვს 3 ზეზონია უხდის კაბეიკებს წუწურაქი პრეზიდეტი ხვიჩას რატომ თხოვთ მაგარ თამაშს წადი ხვიჩა იგლისი გელოდება
ვაჟა მასწავლებელი
სად შოულობთ ამ ინფორმაციებს, ან როგორ გვაწვდით? ლაურენტისი რამ შეაშფოთა და აღაშფოთა? თვითონ არ შექმნა ეს ანტი-კვარული სიტუაცია? მონახოს ახლა გამოსავალი. კიდევ ერთი ნერეშის მსგავსი ფეხბურთელი მოიყვანოს და ყველაფერი კარგად იქნება ნაპოლიში. იტალიელებო! - არ მოგწონთ და არ გინდათ ხვიჩა? - დროზე 2025წ იანვარშივე გაუშვით გუნდიდან რაღას ეპოტინებით?
გულშემატკივარი
წელიწად ნახევრი კაპიკებს უხდიან ფეხბურთელს რომელმაც ნანატრი ჩემპიონობა აზეიმა, აწი 6 მიიონი კირა 10 მიიონი უნდა მოუმატონ რომ დაკომპენსირდეს გაცდენილი პერიოდი.
ნოდო
დავიტანჯე ოღონდ ხვიჩათი არა ამდენი სტატიით რომლის 99 % არც კია სიმართლე მისი ტრავმის არ იყოს ექიმი თურმე კვლევის შედეგებით ამბობდა მომავალ წლამდე ვერ ითამაშებსო თან არც დაუსვია უთქვია არის 24 საათში მომჯობინების ვარიანტიო და უცბად ვიგებთ რომ მოირჩინა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა