ჩინურ შენჟენში, სტუდენტთა მსოფლიოს უნივერსიადაზე ქართველი სპორტსმენები წარუმატებლად გამოდიან
ჩინურ შენჟენში, სტუდენტთა მსოფლიოს უნივერსიადაზე წარუმატებლად გამოდიან ქართველი სპორტსმენები - ჩვენს აქტივში ჯერჯერობით არც ერთი მედალი არაა.

ჩვენი დელეგაციისგან ჯილდოებს, უპირველესად, ძიუდოისტებისგან ელოდნენ, ისინი კი ვერაფრით გვახარებენ. მათ ასპარეზობა შაბათს დაიწყეს, გუშინ უკვე მესამე დღე მიილია, ამ პერიოდში ტატამზე გასული ექვსი ძიუდოისტიდან კი უმეტესობა ისე გავარდა, სანუგეშო წრეშიც ვერ გადავიდა. არჩილ საღინაძის (+100), იოსებ მსხალაძის (100), ბეთქილ ნავერიანისა (90) და დავით კარბელაშვილის (81) დარად, გუშინ ამბაკო ავალიანი (73) და გიორგი შოშიაშვილიც (66) უმედლოდ დარჩნენ.

ავალიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ჩეხ ვაცლავ სედმიდუბსკის იპონით მოუგო. სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო - მომდევნო შეხვედრაში თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან დამატებით დროში იუკოთი დამარცხდა. პირველ წრეში შოშიაშვილიც ისვენებდა, მეორეში კი ალჟირელ მოჰამედ ბოუგორფას გაფრთხილებებით აჯობა. მეოთხედფინალში ჩვენებური პორტუგალიელ სერგეი ოლეინიჩს ვაზარს კი უგებდა, მაგრამ გაფრთხილებებით მაინც წააგო. სანუგეშოში ის პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა რუს მიხაილ პულიაევთან და უმედლოდ დარჩა.

ხვალ შენჟენში პაატა მერებაშვილი (60) და ისევ მსხალაძე (ამჯერად - აბსოლუტურში) იჭიდავებენ. მერებაშვილი პაკისტანელ ფარიდ გულამის ხვდება, მსხალაძე - უკრაინელ ალექსანდრ სიზოვს.

უნივერსიადაზე მშვილდოსნობაში დღეს ჩვენი ერთადერთი მონაწილე - დავით ჭელიძეც გამოვიდა, თუმცა არც ისე წარმატებით - 558 ქულა დააგროვა, რითაც 67 მონაწილეს შორის 64-ე ადგილზე გავიდა. ის პლეი ოფში ზეგ გამოვა და ამერიკელ გლენ ტომასის დამარცხებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა