საქართველოს საკალათბურთო რუკას ახალი ლოკაცია შეემატა – კასპი. შიდა ქართლის ეს პატარა ქალაქი ცემენტის წარმოებითაა ცნობილი, თუმცა საკალათბურთო გუნდის მშენებლობა ამის გამო არ მომხდარა. კასპში საკალათბურთო დარბაზი 6 წლის წინ აშენდა და პროფესიული გუნდის შექმნის იდეაც დღის წესრიგში აქტიურად მაშინ დადგა. რიგი მიზეზების გამო გუნდის შექმნა წლევანდლამდე ვერ მოხერხდა და ცნობილმა ფრაზამ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, გაამართლა. კასპის გუნდი შექმნის პირველივე წელს შევიდა “ა” ლიგაში და ქალაქის მუნიციპალიტეტის დაფინანსებასთან ერთად სახელმწიფო სუბსიდირებაც მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდი პროფესიულ ორგანიზაციად (კლუბად) ჩამოყალიბდა და 8 იანვარს “ა” ლიგაში პირველ მატჩსაც გამართავს.

სხვა საკითხია, რა გზით წავა კასპში კალათბურთის განვითარება, როგორ შედეგებს მიაღწევს გუნდი, შევლენ თუ არა კასპელები სუპერლიგაში, თუმცა პირველი ნაბიჯები შთამბეჭდავია – “გრიფინად” წოდებულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ტურნირის ოთხივე მატჩი მოიგო და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა. უფრო ზუსტად, კასპელებმა საგზური თბილისურ “ასტრალს” დაათმობინეს, რომსაც იგი 4 წლის განმავლობაში, 2021 წლიდან მოყოლებული ეპყრა. “გრიფინმა” ჯერ “მთიელს” მოუგო 2-მატჩიანი სერია 23 ქულით, ხოლო შემდეგ “ასტრალს” სულაც 53 ქულით აჯობა.

“გრიფინი” მითიური ქმნილების სახელწოდების გამო ჰქვია კასპის გუნდს. გრიფინს ლომის ტანი, ფრინველის (არწივის) თავი და ფრთები აქვს და ის სამთავისის ეკლესიის გარე ფასადზეა გამოსახული. რაკიღა გრიფინი უძლიერესი, ერთ-ერთი მითოლოგიური სუპერგმირია, კასპელებმაც ამიტომ აირჩეს მისი სახელი და ჯერჯერობით მის მნიშვნელობას ამართლებენ. ყველა მატჩი ისე მოიგო “გრიფინმა”, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – რომ იტყვიან, იფრინა და “ა” ლიგის საგზურიც დამსახურებულად მიიღო.

გადამწყვეტი მატჩი “გრიფინმა” დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოიგო. თუმცა, 22 ქულითაც რომ წაეგო, საწადელს მაინც მიაღწევდა, რადგან სერიის პირველ მატჩში, 3 დღის წინ კასპში 23 ქულით იმარჯვა. კასპელებმა ამჯერად 31 ქულით – 112:81 (სტატისტიკა) მოიგეს, რაშიც სამმაგი წილი დაიდო ამერიკელმა მონტეს მატისმა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა, 15 მოხსნა, 13 პასი. მატისი ამერიკის სტუდენტური ლიგის საკმაოდ მაღალი დონის, Big East-ის კონფერენციიდანაა. სწორედ იქიდან, სადაც სანდრო მამუკელაშვილი და კამარ ბოლდვინი თამაშობდნენ.

მატისთან ერთად გამოსარჩევია გიორგი რუხაძე, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. თუკი აქამდე სტატისტიკური ლიდერები ამერიკელები იყვნენ, მატისის შემდეგ საუკეთესო ხომ რუხაძე იყო, შემდეგ კი მერაბ მირზიაშვილი მოდის 14 ქულითა და 10 მოხსნით. 19 ქულა ელაია ბიუქენენმა მოაგროვა. ზებედი გრეჰემს კი საერთოდ არ უთამაშია.

ასე და ამგვარად, “ა” ლიგას (რუსთავი, სოხუმი-საქართველო, ვერა, თელავის ბურჯი) კასპის “გრიფინის” სახით მე-5 გუნდი შეემატა. მე-5 გუნდის ვინაობას ხვალ შევიტყობთ, რომელიც სტუდენტური ლიგის გამარჯვებული იქნება. ფინალური სერიის პირველი მატჩი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა სპორტუნის მოუგო. გამარჯვებული მეორე მატჩის შემდეგ გამოვლინდება და ის “ა” ლიგას ექვსამდე შეავსებს.

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 2025 წლის 8 იანვარს დაიწყება.

GBF

ჯონი
სად პოილობენ ამ სახელებს არ ვიცი რა.
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს