ჩემპიონშიფის ოცდამესამე ტურში "უოტფორდმა" სახლში "პორტსმუთი" 90+5-ე წუთზე როკო ვატას გოლით 2:1 დაამარცხა და მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი კვადვო ბაა გააძევეს.

ბაამ გოლი Fortnite-ს თამაშიდან ცეკვა Take the L-ით აღნიშნა. მან შუბლზე თითები მიიდო და L გამოსახა, რაც წაგებულის დაცინვად მიიჩნევა.

ამას სტუმართა გუნდის უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც მოედანზე შევარდნენ და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. მსაჯმა ჯეფ ილტრინგემმა ბაას ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც ამ მატჩში მისთვის მეორე იყო და გააძევა.

"პორტსმუთთან" გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

მირო+
სიმენონის.კარგად ხედავ ფეხბურთს მეგობარო..შეიძლება ვინმემ თქვას გაგიჟდნენო მოდრიჩი და ჯერარდი ძალიან დიდი გვარებია...მაგრამ,ჩაკვე არაა ასაკში წინ აქ მთელი კარიერა მაგ ლიგაში უკვე ისე გაკაჟდა..ლალიგას და სერია ა ს უპრობლემოთ ითამაშებს პირიქით დახატავს...ატალანტა,რომა იდიალური იქნებოდა
გურულო
ჩაკვეს თამაშს რომ ვუყურებ ყიფო მიდგება თვალწინ! ისეთ ესთეტიკურ სიმაღლეზე ასრულებს ყველაფერს, აშკარად ასი თავით მაღლა დგას ჩემპიონშიფის ფეხბურთზე და პრემიერლიგელ ტოპებსაც დიდ კონურენციას უწევს! ტოპია გიოც და იმიტომ! მადლობა ღმერთს ის რომ დაგვიბრუნა ქართველებს და მსოფლიოსაც! არ იქნებოდა მსოფლიო ფეხბურთი ჩაკვეს გარეშე სრულყოფილი!
Dudu
გაიხარე, მეგობარო! მშვენიერი ანალიზია
სოსო
ჩაკვემ ან გრძელ აჩქარებებზე უნდა გაიუმჯობესოს გამძლეობა,ან უფრო მაღლა აწეულმა ითამაშოს,რომ შეტევების დასაგვირგვინებლად,ძალა და სიზუსტე არ დაკარგოს.60 მეტრიანი გარღვევის შემდეგ,მხოლოდ ერთეულებს ჰკმარათ ძალა,რომ ზუსტად დააგვირგვინონ შეტევა. ეს აფერხებდა ზურიკოს გახსნასაც და ეს ამცირებს კვარას ეფექტიანობასაც.გრძელ და მაქსიმალურ სისწრაფეზე რეიდის ბოლოს,ფეხბურთელის ტვინს,ჟანგბადის მიწოდება აღარ ჰკმარა და ზუსტად ვეღარ მართავს სხეულს.
სიმენონი
შეხვედრის პირველ ნახევარში საუკეთესო იყო და აშკარად სხვაგან იყო ხარისხით ვიდრე ყველა დანარჩენი 21 ფეხბურთელი. როგორც ყოველთვის ბურთის წამოღება სიღრმიდან უწევდა და დასკვნით ფაზაში ან თანაგუნდელები ეხსნებოდნენ ცუდ პოზიციაში ან საერთოდ ვერ ეხსნებოდნენ და ვერ დასრულდა მისი ვერცერთი გადაცემა გოლით. კუთხურებს კარგად აწვდიდა, რამდენიმეჯერ ვერ დაასრულეს მისი ჩაწოდება თანაგუნდელებმა. მეორე ტაიმში რა მოხდა არ ვიცი, ნაკლებად ჩადიოდა სიღრმეში ბურთის წამოსაღებად, ეტყობა მწვრთნელმა წინ თამაში დაავალა, თვითონ ვერ არჩევდა კარგად პოზიციას თუ თანაგუნდელები ვერ ამარაგებდნენ პასებით არვიცი, მაგრამ ფაქტია, ბევრჯერ აღარ გაუმწვავებია თამაში. გოლებიც პრინციპში მისი უშუალო ჩართულობის გარეშე გავიდა. ვფიქრობ ჩაკვეტაძის იდეალური პოზიცია არის 8 ნომერი, რომელიც კონტრშეტევების დროს ათი ნომრის სივრცეს აითვისებს, დაახლოებით რა პოზიციაზეც ანდრეს ინიესტა თამაშობდა. თუმცა ახლანდელი უოტფორდის შეტევის ხაზი ცოტა სხვა ყაიდის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და კომბინაციურ თამაშში დიდად ვერ ბრწყინავენ, ისე ტექნიკა და სისწრაფე არ დაეწუნებათ. ზოგადად ჩაკვეს სტილის ფეხბურთელები ინგლისში ცოტა არ იყვნენ, მოდრიჩის და ჯერარდის გახსენება შეიძლება, შესაფერისი გუნდი თუ გამოჩნდება და ყველაფერი კარგად წავა არავიზე ნაკლები ფეხბურთელი არაა, მეტიც ნახსენებ მოდრიჩს და ჯერარდს სისწრაფითაც აღემატება და ესთეტიკურადაც. დარტყმის სიძლიერე და სიზუსტე ჯერარდს უკეთესი ქონდა რათქმაუნდა და მოდრიჩის დონის პოზიციური თამაშიც რათქმაუნდა მეტად აღმატებულია, მაგრამ სწავლადია ყველაფერი. მთავარია კარგი გუნდი და იღბალი. წარმატებები ჩაკვე!
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" ისევ დაკარგა ქულები
"პორტსმუთს" ახალი მესაკუთრე ჰყავს
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" თამაში შემოატრიალა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა