ინგლისური რაგბის აღზრდილი ვარსკლავები
მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გუნდები ახალ ზელანდიაში ღირსეულად საასპარეზოდ გამალებით ემზადებიან. თითქმის ყველა მათგანი საწვრთნელ შეხვედრებს მართავს.

ბოლო ორ უქმეებზე ორჯერ ითამაშა საქართველოს ნაკრების მეტოქემ ინგლისის ეროვნულმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც ახალი ამომავალი ვარსკვლავი მანუ ტუილაგი გამოჩნდა.

ის ერთადერთი თინეიჯერი არ არის , რომელიც ინგლისურმა რაგბიმ აღზარდა. მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი.

ბენ კოენი (ინგლისი-ირლანდია 50:18)

2000 წლის 5 თებერვალი

მისი დებიუტი ინგლისის ნაკრებში ექვსი ერის გათამაშებაში 2000 წელს ირლანდიის ნაკრებთან მატჩში შედგა. ბენ კოენთან ერთად პირველად მოირგეს "პომების" კვართები იან ბოლშომ და მაიკ თინდოლმა. ინგლისელებმა შესანიშნავად ითამაშეს და "სამყურები" დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 50:18. კოენმა ორი ლელო გაიტანა.

მას შემეგ ამ სამეულს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, თინდოლი მას ისევ განაგრძობს და ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასს უმიზნებს. კოენმა კი ბოლოს ეროვნულ ნაკრებში 2006 წელს სამხრეთ აფრიკაში ითამაშა.

მან ბოლო ორი სეზონი "ნორჰემპთონში" გაატარა და ახლახან რაგბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბენ კოენი ამჟამად სპორტში ჰომოფობიის პრობლემაზე მუშაობს.

მარკ კუეტო (ინგლისი-კანადა 70:0)

2004 წლის 13 ნოემბერი

მარკ კუეტომ, რომელმაც ფაქტობრივად გაინაღდა წლეულს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე თამაში, ეროვნული ნაკრების კვართი პირველად 2004 წელს კანადის ნაკრებთან მატჩში მოირგო. "პომებმა" მეტოქე 70:0 გაანადგურეს. კუეტომ ორი ლელო მიითვალა. იმ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შესრულა ჯეისონ რობინსონმა.

კუეტოსთან ერთად ინგლისის ნაკრებში დებიუტი კიდევ სამ მორაგბეს, ენდრიუ შერიდანს, ენდი ჰეიზელს და ჰიუ ვივიანს ჰქონდა. მარკმა დღემდე ეროვნულ გუნდში 52 კეპი მოიხვეჭა. 2007 წლის მსოფლიოს თასის ფინალში კი ინგლისის ნაკრებს "ვებ ელისის" თასი მოაგებინა. მის მიერ გატანილი ლელო ვიდე რეფერიმ, სტიუარტ დიკინსონმა არ ჩათვალა.

ჩარლი ჰოჯსონი (ინგლისი-რუმინეთი 134:0)

2001 წლის 17 ნოემბერი

"სარასენზის" მგეზავი ეროვნულ ნაკრებში პირველად 2001 წელს, რუმინეთის ნაკრებთან მატჩში გამოჩნდა. ინგლისელებმა მაშინ ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუმიენთის ნაკრებისგან აღარაფერი დატოვეს - 134:0. ჰოჯსონმა შეხვედრაში ორი ლელო გაიტანა. ჯეისონ რობინსონი კი ოთხი ლელოს ავტორი შეიქნა. სამ-სამჯერ გადაკვეთეს "სტეჟარის" ჩათვლის მოედნის ხაზი დენ ლუგარმა და ბენ კოენმა.

ჰოჯსონი 2008 წელს ახალ ზელანდიასთან მატჩში მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც კრიტიკოსებმა ერთხმად დასჭექეს, რომ მას დაცვაში თამაშში დიდი პრობლემები აქვს. ამჟამად ჰოჯსონი ინგლისის ნაკრების საწვრთნელ ბანაკში იმყოფება და ახალ ზელანდიაში მოხვედრისთვის ჯონი ვილკინსონსა და ტობი ფლუდს ეჯიბრება.

დინ რიჩარდსი (ინგლისი-ირლანდია 25:20)

1986 წლის 1 მარტი

ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო უკანახაზელადაა მიჩნეული. დინ რიჩარდსმა 1986 წელს ირლანდიის ნაკრებთან სადებიუტო მატჩში ორი ლელო გაიტანა და "პომებს" უმძიმეს ბრძოლაში მოაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ მან უამრავი ტიტული მოირგო როგორც კლუბში, ისე ინგლისის ნაკრებსა და ბრიტანელ ლომებში, პოპულარობა მაინც ცუდი საქციელით მოიპოვა.

1988 წელს შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში ისე ბინძურად ითამაშა, რომ სამწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. რაგბის თამაშს რომ თავი დაანება, რიჩარდსმა ხელი მწვრთნელობას მიჰყო და ამ ასპარეზზეც შსანიშნავად წარმაოჩინა თავისი უბადლო ნიჭი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს