სერია A-ს მეთვრამეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „ვენეცია“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვარაცხელიას და ნერესს ადრე თუ გვიან სასტარტოში ერთად დააყენებდა და ეს დღევანდელ შეხვედრაში გააკეთა. ნეაპოლელები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, შეუტიეს და მომენტები შექმნეს: რაჰმანის მეკარე სტანკოვიჩმა არ გაატანინა, შემდეგ კი მან ხვიჩას დარტყმული ბურთი მოიგერია. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც იებოას გატანა მერეტმა არ დაანება. „კვარას“ როგორც ყოველთვის ეუხეშებოდნენ და მსაჯმა ალტარე გააფრთხილა. მერე ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა, თუმცა ლუკაკუს დარტყმული ბურთი სტანკოვიჩმა მოიგერია. ცოტა ხანში კვარაცხელიას კარგი პასი ანგისამ ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა, მასპინძლები არადამაჯერებლად მოქმედებდნენ, ქართველს დაცვის დასახმარებლად ხშირად უწევდა უკან დახევა და რამდენიმეჯერ მეტოქეს ბურთიც აართვა. თანდათან კონტეს შეგირდებმა თამაში დაალაგეს და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს: ლუკაკუმ ბურთი ძელს გაარტყა, ხვიჩამ ოთხჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და 75-ე წუთზე პოლიტანომ შეცვალა, ხოლო 79-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ ვენეციელთა კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ნაპოლი“ „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ვენეცია 1:0

გოლი: რასპადორი (79)

გამოუყენებელი პენალტი: ლუკაკუ (37, ნაპოლი)

დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს!
კვარა საუკეთესო იყო და თუ ძველ დრიბლინგს დაიბრუნებს მეგა ვარსკვლავად ჩამოყალიბდება!
დავით 67
სეხნიავ სკოლაში დადიოდი? არ გეკითხები სწავლობდი თუ არა. ისე ხანდახან თუ შეივლიდი?
დათო
ეჰ, გადაჯდა სკამზე, ასე იცის პოლიტიკოსობამ. მიხედე რა შენს თამაშს. ან ის რატო არ დაწერეს გოლი რო ნერეშის აქტიურობას მოყვა, ფაქტიურად საგოლე გაუკეთა. არ უშველის ეგ ხვიჩას. ჯობია მიხედოს ღავის თამაშს და დაანებოს თავი ამ ჯუღელს. ხო ათამაშა 2 წელი 1.5 მილიონად 6 ის დევნაში. თაბის დროზე დათანხმებულიყო მეტი გამოუვიდოდა. ეხლა სანამ ბოლომდე არ დამკვიდრდება სკამზე ოქამდე არაფერს იმოქმედებს. ან რისი ჰამკეთებელია. ფაქტიურად მაგან დაღუპა ეს ბიჭი. პოლიტიკას თუ არ ჩავთვლით
დათო
დაჯდა დს ეგაა.
სოსო
კიდევ კარგი სხვები აფასებენ,მის თამაშს.შეფასებები ნახე?
Givi
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კვარას დაცვაში თამაშს ასწავლიან და არა გოლების გატანას, ძალიან მომატებული აქვს ართმევები, სამაგიეროდ კარში მე უფრო ძლიერად და ზუსტად ვურტყავ... ძალიან მეცოდება ნაპოლიში ან კონტეს ახტომა და ეგრევე შეცვლა რას ნიშნავდა?! მაშინ ლუკაკუ სულ აღარ უნდა გამოეყვანა მეორე ტაიმში, ისე ითამაშა პენალტიც გამაზა, მაგრამ ბელგიელს ჯიუტად იცავს და ათამაშებს სულ 90 წუთს... ან ნერეში რა ფეხბურთელია სულ არ მომწონს, მაგას პოლიტანო მირჩევნია,უნდა წავიდეს აუცილებლად დაუფასებელია და მემგონი გრძნობს თვითონაც ისე თამაშობს...
გიგი
დაჯდება სკამზე ესეთი თამაშით
dato
რაღაც ვერაა საქმე კარგად.............
ჟორა
დღეს არ იყო ნაპოლის დღე, ეს არ არის ოთხეულის გუნდის თამაში. თუ იანვარში კვარას გაყიდიან, ამით ყველა მოიგებს. ნერეში მართალია კვარას ტოლი არ არის, მაგრამ შემცვლელად გამოდგება. კვარა კი მაშინ უნდა გაიყიდოს, როცა ძვირად ფასობს, ამიტომ იანვარში ამ მიმართულებით რაღაც ძვრებს ველოდები.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] კვერნაძე მეტოქის საჯარიმოში მეტეორივით შეიჭრა და გამარჯვების გოლი გაიტანა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა