ცნობილმა პროფესორმა მარკ მარტენსმა "გაგრას" ნიგერიელ თავდამსხმელ აბაიომი ოვონიკოკოს ოპერაცია თბილისში ჩაუტარა
თბილისს ცნობილი ბელგიელი პროფესორი მარკ მარტენსი ეწვია. ვიზიტი საქმიანია - მსოფლიოში ცნობილმა ექიმაა ოპერაცია ჩაუტარა "გაგრას" ნიგერიელ თავდამსხმელ აბაიომი ოვონიკოკოს.

როგორც წესი, მარტენსი ფეხბურთის ვარსკვლავებსაც კი სამშობლოში იბარებს, მაგრამ რაკი ოვონიკოკოს სავიზო პრობლემების გამო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის პრობლემა არ აქვს, პროფესორმა გამონაკლისი დაუშვა და პაციენტს აქ ჩამოაკითხა.

მარტენსმა და მისმა ასისტენტებმა ოვონიკოკოს ოპერაცია გუშინ დილით გაუკეთეს. ნიგერიელს კლინიკიდან დღეს გაწერენ, მოედანს კი იგი დაახლოებით ნახევარ წელიწადში დაუბრუნდება. შეგახსენებთ, აბაიომიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ მარტენსმა ბელგიაში ანალოგიური ოპერაცია ჩაუტარა "ზესტაფონის" მცველ გიორგი ხიდეშელსაც, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში "დაჩიასთან" გამართული შეხვედრისას დაშავდა. მარტენსმა მისი დაბრუნების ვადად ასევე ექვსი თვე დაასახელა.

უცხოელი ვარსკვლავების გარდა, დოქტორ მარტენსს საქმე ქართველებთანაც არაერთხელ ჰქონია. რამდენიმე წლის წინ მან ოპერაცია კახა კალაძეს გაუკეთა, ამის შემდეგ კი ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში მყოფი რატი წინამძღვრიშვილი დიდ ფეხბურთში დააბრუნა.

"ლელოს" ხვალინდელ ნომერში დოქტორ მარტენსის ინტერვიუს წაიკითხავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა