Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2025 წელს. ბედნიერების, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, როგორც ყველა თქვენთაგანისთვის, ასევე ქართული სპორტისათვის.

ეჭვგარეშეა, რომ 2024 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. გულშემატკივარმა არაერთი გამორჩეული მომენტი იხილა და როგორც ინდივიდუალურმა სპორტსმენებმა - ასევე ეროვნულმა ნაკრებებმა, მსოფლიოს უდიდეს ფორუმებზე ბრწყინვალედ იასპარეზეს.

გაგვახარა საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმაც, რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს - ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა არსებობის ისტორიაში სადებიუტოდ, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში უძლიერეს ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

არ უნდა გამოგვრჩეს ქართველი მებრძოლების წარმატება UFC-ში. შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ოქტაგონზე ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრები მოიპოვეს. ილიამ ტიტული მაქს ჰოლოუეისთან უკვე დაიცვა, მერაბი კი 2025 წლის იანვარში ქამრის დაცვას ნურმაგომედოვის წინააღმდეგ შეეცდება.

ქართველი სპორტსმენებისთვის გამორჩეული გამოდგა 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიც, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა, სამივე სინჯის 7 მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო და აღსანიშნავია, რომ შვიდივე მედალი სპორტის ძალისმიერი სახეობების წარმომადგენლებმა მიიღეს ( 3 ძიუდო, 2 ჭიდაობა, 1 კრივი, 1 ძალოსნობა). პარალიმპიადაზე კი 14-მა ქართველმა პარასპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ნაკრებმა რეკორდული 9 მედალი მოიპოვა (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო).

შესაძლოა იყო გამორჩენილი, დაგვიანებული ამბებიც, მაგრამ ის, რომ თქვენ მაინც ჩვენი ერთგული მკითხველი ხართ, ეს მოტივაციას გვმატებს!

ჩვენი გუნდი კი, 2025 წლიდან, კვლავაც თქვენს სამსახურშია, რათა პირველებმა გაუწყოთ ყველა საინტერესო, მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისა თუ წარმატების შესახებ.

tngh
სრულიად საქართველოს ცულოცავ 2025 წელს!!! გამთლიანების დაწყების წელი ყოფილიყოს!!!
დავით 67-ს
დავით, ენა დაიმოკლე თორემ? ნახირები შენსკენ მოიკითხე!
ასეა!
ყველა, იმ ქართველს ვულოცავ და დავლოცავ, ვისაც მშვიდობა სურს! არ ვულოცავ და ვერც მივულოცავ იმ ვაი ქართველს, ვინც პარლამენტის შენობასთან ომი მოგვიწყო.
სოსო
მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ 2025 წელს.ვუსურვებ ეს წელი გახდეს ერის გამთლიანების და დამშვიდების წელი.წარმატებების,ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის,შემდგომი გაძლიერების,მშვიდობის წელი.ღმერთმა მოგვცეს იმისი ძალა და უნარი,რომ სწორი გზით ვიაროთ და სიკეთემ სძლიოს,ბოროტებას.
მე არ ვარ ბოროტი
კი ჰამოვიდა, სტუმრებს იღებს სასტუმრო "ვივამედში".
დავით 67
მე ვულოცავ 2025 წელს ამ საიტის ადმინისტრაციას,რომლებმაც დიდი შრომა გასწია, ამდენი ინფორმაცია მოგვაწოდა. ასევე ვულოცავ ყველა ახლობელს ,ყველა ჭკვიან და პროფესიონალ ადამიანს,ვისაც სამშობლო უყვარს.ისარგებლა ქოცნახირმა და შემოჯლიგინდა აქ, ვის ულოცავენ ახალ წელს ხედავთ? იმის მაგივრად რომ საკუთარ ოჯახს და ახლობლებს მოულოცონ. ამ წელს თქვენ თვის სოროებს ვაკეთებ, ძვირი დაგიჯდებათ. კაცი 10000ლარი
გიო
ჩემო დებო და ძმებო უფროსო და უმცროსო ხალხნო გილოცავთ მრავალს დაესწარი
ჯიმშიტა
სპორტალზე შემომსვლელებს ნაღდად არავის მოგილოცავთ. ტროლ-ბოტი მამაძაღლები ხართ ყველა !!!
საქართველო ნაცების გარეშე!
მართლაცდა მაგრად იმუშავეს პოლიციამ და სპეც დანიშნულების რაზმმა! ფაქტიურად თავიანთა თავებზე აიღეს მთელი დარტყმა და ააცილეს საქართველოს უბედურება, რასაც ქვია სისხლიანი ნაცების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნება სათავეში. სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენს პოლიციას და სუყველას ვინც დაგვიცვა ამ გადარეულებისგან! გამოჯამრთელება თითოეულ პოლიციელს!
დევკალიონი
გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს,ვინც აგვარიდა ომი და სისხლის ღვრა ჩვენს მიწაწყალზე ,ვინც არ გაიყიდა უამრავი მილიარდების გამო და მსოფლიოს მმართველების საშინელი ზემოქმედების გამო ,ვისაც ეს არ ესმის მალე გახსნოდეს გინება ,ვისაც კი მისი შეცვლა უნდა ომის მერე მეგობრებო და ისიც 28 წლის არჩენბებზე ,მაგრამ აირჩიეთ მხოლოდ ჯანსაღი ქართული ძალა და არა გათახსირებული აგენტურა.
ლევანი
გილოცავთ ყველას! მშვიდობას გისურვებთ. დიდება საქართველოს!
porto
MIHA HAMOVIDA?
გილოცავთ
გილოცავთ სპორტულო ჟურნალისტებო და საიტის ადმინისტრაციავ. სპორტული გამარჯვებების კარგი წელი ყოფილიყოს, ხოლო ლიბერალური ფაშიზმის და რადიკალების დამარცხების
თბილისელები!
2025-წელს ვულოცავთ, ძალოვანებს: პოლიციას, სპეცნაზს და ყველა მუშაკს, ვინც დაიცვა იმ დღეებში "მანქურთთა შემოსევები" ასეთებეს ქართველებსაც ვერ ვუწოდებთ. ჩვეოი საამაყო ბიჭებო! გისურვებთ ბედნიერებას და სიხარულს, თქვენს ოჯახებთან ერთად! ძალიან შეგვაყვარეთ თავი!
ამინ!!!!!!!!!!!!!
თუ სურვილია, სურვილი იყოს! ნაცების გარეშე 2025-წელი!
ქობულეთიდან
გილოცავთ მეგობრებო ახალ 2025 წელს! სპორტალ.გეს შემოქმედებით ჯგუფს და ამ საიტის ყველა მკითხველს. მე როგორც თქვენი ერთგული მკითხველი, გისურვებთ რომ ბევრი წარმატება გვეზეიმოს ერთად! შარშან ზუსტად ამ დროს, როდესაც მისალოც ტექსტს ვწერდი, ვთქვი რომ 2024 წელი იყოს ჩვენი სანუკვარი ოცნების- ევრო 2024 ზე ჩვენი ფეხბურთელების მოხვედრის წელი მეთქი და ისე აგიხდეთ ყოველივე კარგი. წელს კი იმას ვისურვებდი რომ ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით დაძლიოს შესარჩევი ეტაპი და 2026 ის მუნდიალზე ასპარეზობა გვეზეიმოს!
ასეა!
ყველა პატრიოტს: გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს, ლაშა ბექაურს, ვარლამ ლიპარტენიანს და უამრავ ნაღდ ქართველებს, ვუსურვებთ ბედნიერებას და ულევ სიხარულს! გენაცვალეთ ბიჭებო! თქვენაირ ლომებს ვერასოდეს ვერ მოერევა წკნავილა ტურები!
გუბერნიას
ახალ წელს, ადამიანი რო ამას ისურვებ, ამას უკვე დიაგნოზი ქვია! წყევლა მაწყევარისაო!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ქოცების გადაშენების წელი ყოფილიყოს და ამ წელს შეწყვეტილიყოს ანტიქართული ნაბიჯები და ქვეყნის განადგრება.
მშვიდობა, ბედნიერება და სიხარული თქვენ ქართველებო!
მთელ, საქართველოს ვულოცავთ 2025-წელს! მესხების ოჯახი!
ნრნრ

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე