გორის ”დილამ" 22 წლის შემტევ ნახევარმცველზე აზერბაიჯანული კლუბის შეთავაზებას უარით უპასუხა

როგორც ცნობილია, 30-31 ივლისს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი გაიმართა. ყველასათვის მოულოდნელად, სოლიდური გუნდების კამპანიაში (”გაბალა", განჯის "ქიაფაზი", ცხინვალის "სპარტაკი") გია ცეცაძის გაწვრთნილმა გორის "დილამ" გაიმარჯვა.

"დილამ" ნახევარფინალში "გაბალა" დაამარცხა (3:1), ტურნირის გამარჯვებული კი "ქიაფაზის" ძლევით (1:0) გახდა.

ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ”დილას" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ის რომელიც "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა დააჯილდოვა.

ახლა მთავარზე: ტურნირის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული განჯის "ქიაფაზის" თავკაცებმა გორელ კოლეგებთან მოლაპარაკება წამოიწყეს - მათ რაჟამაშვილის ტრანსფერი სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს.

”აზერბაიჯანელები მართლაც დაინტერესდნენ, მაგრამ ტურნირზე გამგზავრებამდე ”დილასთან" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და გუნდი უფასოდ არ გამიშვებდა. როგორც ვხვდები, კლუბები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მიხარია, მშობლიური ქალაქის კლუბში რომ ვთამაშობ", - გვითხრა რაჟამაშვილმა.

გორელთა უარი არც არის გასაკვირი - რაჟამაშვილის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, გორელებმა გადათამაშებაში მისი დუბლით დაამარცხეს ”სამტრედია" (2:0) და მოიპოვეს უმაღლესის საგზური. ცხადია, სახელდახელოდ შეკოწიწებული შემადგენლობიდან ასეთი მოთამაშის გაშვება ”დილას" დაასუსტებდა. ისედაც, გამართლებული არ იქნებოდა საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშის აზერბაიჯანში გაშვება.

საქართველოს ჩემპიონატი განახლდა, რაჟამაშვილმა კი ორივე შეხვედრა ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ ”დილამ" ქულაც ვერ მოიპოვა და გულშემატკივარი ჯერ კარგად არ იცნობს, ყველა აღნიშნავს - გორელთა ახალგაზრდა ფეხბურთელი ინდივიდუალური და ტექნიკური არსენალით ეროვნული ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

”სამწუხაროა, რომ ორ ტურში ერთი ქულაც ვერ მოვიპოვეთ, არადა, ორივეს მოგება შეგვეძლო. ცუდი სტარტის მიუხედავად, მე მომწონს ის ფეხბურთი, რასაც გია ცეცაძე ”დილას" ათამაშებს. ის გვთხოვს ერთი შეხებით, სწრაფ და აგრესიულ თამაშს. სამწუხაროდ, ჯერ არ გვიმართლებს, მაგრამ სულ ასე არ გაგარძელდება, ადრე თუ გვიან შედეგი გვექნება. დარწმუნებულიც ვარ, ხუთეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია, რადგან ”დილაში" საინტერესო მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც სტადიონზე მაყურებლის მოზიდვა შეუძლიათ" - ამბობს ”დილას" ერთ-ერთი ლიდერი.

ცოტა უცნაურია, რომ ამ თვალშისაცემი ნიჭის მოთამაშეს არც ერთ ასააკობრივ ნაკრებში უთამაშია: "არათუ არ მითამაშია, ნაკრების შეკრებაზეც არასოდეს ვყოფილვარ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ გორის ”დილას" უამღლესში გუნდი არ ჰყავდა და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. სხვათა შორის, ”დილამდე" ცხინვალის ”სპარტაკის" დუბლებში მეორე ლიგაში ვთამაშობდი. მერე ჩემი ქალაქის გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა და მეც იქ ვამჯობინე თამაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"