ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ალექსანდრე ამისულაშვილი: ხინკალი კვირაში ექვსი დღე, ნორმალურია

ალექსანდრე ამისულაშვილი: ხინკალი კვირაში ექვსი დღე, ნორმალურია

"კრასნოდარის" კაპიტნის თქმით, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში გარიგებულ მატჩში მონაწილეობას ყველა ფეხბურთელს სთავაზობენ
რუსეთში ხმა დაირხა - "კრასნოდარი"-"კრილია სოვეტოვის" მატჩი გარიგებული იყოო, თუმცა მასპინძელთა კაპიტანს ალექსანდრე ამისულაშვილს აღნიშნულ თამაშში საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.

ქართველი მცველი არამხოლოდ ტურის ყველაზე ხმაურიან მატჩზე, არამედ რუსეთის სამხრეთში ცხოვრებაზე, თურქეთში მიღებულ გამოცდილებაზე, ლიტერატურულ გემოვნებასა და ბევრ სხვა რამეზე საუბრობს.

- "კრასნოდარი"-"კრილიას" დაპირისპირებაზე, მატჩამდე და მატჩის შემდეგ ინტერნეტში გამოხმაურებები წაიკითხეთ?

- ინტერნეტში ათას რამეს წერენ. რა თქმა უნდა, ვიცი, რასაც ამბობდნენ თამაშამდე და ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ეს ყველაფერი სისულელეა. ვიღაცა ფსონებს არ იღებდა და რა მერე? სასამართლოში ამის გამო ვერავის უჩივლებ.

- ოდესმე თქვენთვის გარიგებულ მატჩში მონაწილეობა შემოუთავაზებიათ?

- ვფიქრობ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თამაშობს და მისთვის ასეთ მატჩებში მონაწილეობა არ შეუთავაზებინოთ. ეს არამხოლოდ ახლა ხდება, ყოველთვის ასე იყო.

- ზოგი მიიჩნევს, რომ "კრასნოდარის" მეკარე იგორ უსმინსკიმ პირველი გოლის ეპიზოდში ხელები განზრახ გასწია.

- ეს თამაშია და ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბრალოდ არ გაგვიმართლა და მორჩა. წესით, არც პირველი გოლი უნდა გაგვეშვა და არც მეორე.

- გარიგებულ მატჩში მონაწილეობა თქვენთვის შემოუთავაზებიათ?

- ამ კითხვას უკვე ვუპასუხე.

- რა უნდა მოხდეს, რომ რუსულმა კლუბებმა გარიგებულ მატჩებში არ ითამაშონ.

- ამისთვის თურქეთში ახლახან 35 ადამიანი დააპატიმრეს. ყველას გვახსოვს, რა იყო იტალიაში. აი, ჩვენც ამ დღეში ვართ. ამასთან საბრძოლვლეად, საუბრები უნდა მოვისმინოთ, რაიმე უნდა ვიღონოთ და თვალები არ უნდა დავხუჭოთ.

საქართველოშიც ცოტა ხნის წინ ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის დააკავეს. ფარული კამერით გადაღებული კადრებიდან კარგად გამოჩნდა, რომ ერთი მათგანი ფულს პირველი 15 წუთისთვის იღებდა, მეორე კიდევ რაღაცისთვის. დაკავებულები გაათავისუფლეს, მაგრამ ყველას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ახლა მთელი საქართველო იფიქრებს, რომ მათ ბინებში მოსასმენი მოწყობილობაა დამონტაჟებული და მატჩების ჩაწყობაზე არავინ იფიქრებს. რუსეთშიც ასე უნდა იყოს.

- მერედა, რა გიშლით ხელს?

- რუსეთში ყველაფერი რთულადაა. მაშინ აქ ყველა უნდა დაიჭირონ - "გაიშნიკებიც", რომლებიც ქრთამს იღებენ და სხვებიც. მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. რუსეთში მთლიანად სისტემაა ასეთი და ეს არამხოლოდ ფეხბურთში ხდება.

- ეს ყველაფერი იცოდით და თურქეთიდან მაინც ისევ რუსეთში დაბრუნდით?

- პირდაპირ გეტყვით, საფეხბურთო თვალსაზრისით თურქეთში ყველაფერი მაკმაყოფილებდა, მაგრამ არამხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, არამედ საკუთარ ოჯახზეც. იქაც არ ვიყავი კომფორტულად. პირველ რიგში, თურქეთში სხვა კლიმატია და ენობრივი ბარიერი. რუსეთში ამიტომ დავბრუნდით. მითუმეტეს "კრასნოდარმა" ისეთი წინადადება შემომთავაზა, ჩანდა ჩემით სერიოზულად დაინტერესებული იყო. კლუბის პრეზიდენტსაც ვესაუბრე, მოთამაშეებსაც და ვიცოდი, რა მიზნებს ისახავდნენ აქ.

- თქვენი ოჯახისთვის თურქეთში ცხოვრება რომ მისაღები ყოფილიყო, დარჩებოდით?

- სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი მაკმაყოფილებდა. "ქაისერისფორი" ცუდი გუნდი არ იყო, მწვრთნელად ჩემი მეგობარი შოთა არველაძე მუშაობდა. კლუბს შესანიშნავი ბაზა ჰქონდა, შესანიშნავი სატადიონი, რომელიც ყოველ თამაშზე ბოლომდე ივსებოდა. ფინანსურადაც არანაირი პრობლემა არ იყო. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ რუსეთის ჩემპიონატი უფრო ძლიერია, ვიდრე თურქეთის. ამა პლუს ოჯახის სურვილი და აი, ამიტომაც დავბრუნდი.

- კრასნოდარში ნახევარ წელიწადზე მეტია ხართ. სეზონის წინ კლუბის მიმართ ქალაქში არსებული სკეპტიციზმი უკვე გაქრა?

- ვფიქრობ რომ გაქრა. თქვენ ხომ იცით, რომ თავიდან ძალიან ცოტა გულშემატკივარი გვყავდა. ახლა ტრიბუნებზე ხალხი მრავლად ზის. რატომ? შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და გულშემატკივარს ეს მოსწონს. ვფიქრობ, სეზონის ბოლოსთვის სტადიონი გაივსება.

როდესაც ტრიბუნებზე თავისუფალი ადგილები არაა, ყველა ყვირის და გუნდს მხარს უჭერს - ეს ყველა ფეხბურთელისთვის დიდი ბედნიერებაა.

- კლუბის კაპიტანს რამდენად ხშირად გცნობენ ქუჩაში?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალაქში ორი გუნდია და ჩვენი კლუბი მხოლოდ ოთხი წლისაა, როდესაც "ყუბანი" უკვე 80 წელზე მეტია არსებობს. ამიტომ გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, მათ მეტი ჰყავთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვფიქრობ ყველაფერი შეიცვლება. ისეკი, მოდიან ხოლმე და ფოტოს გადაღებას მთხოვენ, რაც სასიამოვნოა.

- რამ მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

- ქართველი ავტორის, ჭაბუა ამირეჯიბის რომანმა ”დათა თუთაშხიამ”. ბევრჯერ ხელახლა გადამიკითხავს, მაგრამ არასოდეს მბეზრდება. ძალიან ძლიერი წიგნია ცხოვრების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს.

- სეზონის დასაწყისში "სპორტ-ექსპრესს"-მა რუსეთის ლიდერი კლუბების ანკეტირება მოაწყო. კითხვაზე "ფეხბურთელებიდან რომელი წარმოადგენს იდეალურ კაპიტანს", თქვენ უპასუხეთ "ჯონ ტერი". სადაა თქვენი სიყვარული "მანჩესტერ იუნაიტედისადმი"?

- ის არსად გამქრალა. უბრალოდ, მე მგონია, რომ ტერის ნამდვილად აქვს იდეალური კაპიტნის ყველა თვისება.

- რა გაკლიათ იმისთვის, რომ ჯონივით ითამაშოთ?

- ინგლისში დაბადება და "ჩელსისთან" კონტრაქტი (იცინის).

- იმავე ანკეტაში, კითხვაზე "რას გააკეთებთ, თუკი ჩემპიონი გახდებით?" პასუხისას თქვენ თქვით: "მთელი გუნდი წავალთ საქართველოში. მწვადი, ღვინო, საცივი, ხაჭაპური, მთები..." რუსეთში ყოფნისას ყველაზე მეტად რომელი გენატრებათ?

- რა თქმა უნდა, უზომოდ მენატრება ქართული სამზარეულო (იღიმება). სხვათა შორის, საცივსა და ხაჭაპურს ჩემი ცოლი მშვენივრად აკეთებს, ასე რომ, იმ ანკეტაში ვიხუმრე - ყოველივე ამის მირთმევა რუსეთშიც შეიძლება. შემიძლია თუ არა კერძების მომზადება? არა და ჩემი მეუღლის ხელში ეს არც მჭირდება.

- საქართველოში რამდენად ხშირად ხართ ხოლმე?

- სამწუხაროდ, არც ისე ხშირად, როგორიც სურვილი მაქვს. ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში საქართველოში წელიწადში თვენახევარს ვატარებ.

- სამშობლოში დაბრუნებისას პირველ რიგში რას აკეთებთ?

- მივდივარ რესტორანში და ვუკვეთავ ხინკალს (იცინის). კვირაში შვიდი დღე - ეს უკვე მეტისმეტია, მაგრამ კვირაში ექვსი დღე სრულიად თავისუფლად შემიძლია ვიკვებო ამ კერძით.

- საქართველოს გარდა კიდევ სად ატარებთ შვებულებას?

- ჩვეულებრივ, შინ ორკვირიანი ყოფნის შემდეგ დუბაიში მივემგზავრებით. იქ ყველა პირობაა დასასვენებლად და რაც მთავარია, მგზავრობას მხოლოდ 3 საათი სჭირდება. რა თქმა უნდა ძალიან მინდა მოხვედრა შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლას-ვეგასში. მაგრამ იქამდე ფრენის 13 საათი და მერე უკან - საშინელებაა. ამიტომაც იქ მე ჯერ არ ვყოფილვარ, ხოლო საყვარელი ევროპული ქალაქი - რომია.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

• ირაკლი

მართლაც ყველაზე ღირსეული მოთამაშეა ნაკრების და რაც მთავარია საიმედო..რუსეთშ ვაკვირდებიდ ა კოველ მეორე ტურში სულ სიმბოლურში ხვდება...საკმაოდ ძიერ მცველად ჩამოყალიბდა..კარგი ადამიანი ხარ ამი ძმაო...კარგი ინტერვიუც არის.. ამი მიაწექი ეგრე..მაგარი ხარ...

• state

დიდი მადლობა ამისულაშვილს იმისთვის რომ სტანდარტულად კარგი მოთამაშეა და საიმედო მცველი... მე მეამაყება... ეროვნულშიც რუსეთშიც და ქაისერიშიც... ღმერთმა ხელი მოგიმართოს ქართველო!!!

დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი

Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...

4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა