30 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუედან" ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმში" გადავიდა.

კლუბის საიტის ცნობით, ზივზივაძეს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმეს და ახალ გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე პარასკევ საღამოს ალგორფში შეუერთდება.

"ბუდუს თამაშს "კარლსრუეში" უკვე კარგა ხანი ვაკვირდებოდით. იქ გასულ სეზონში აბსოლუტური ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში პროგრესი კიდევ უფრო განიცადა, 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ ბომბარდირის განსაკუთრებული მონაცემები გააჩნია. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ შეუძლია ჩვენი გუნდის დახმარება. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი კლუბი აირჩია", - განაცხადა "ჰაიდენჰაიმის" მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა ჰოლგერ სანვალდმა.

"ჩემს შესაძენად "ჰაიდენჰაიმმა" დიდი ძალისხმევა გაიღო და ბუნდესლიგაში ასპარეზობის შანსის გამოყენებაზე უმალ დავთანხმდი. ახლა მინდა ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის განახლებას", - თქვა ქართველმა ფორვარდმა.

ka-news-ი იტყობინება, რომ ვინაიდან ბუდუს ხელშეკრულება ზაფხულში უსრულდებოდა, "კარლსრუე" ტრანსფერში 1-1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ზივზივაძის ახალი გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 11 იანვარს "უნიონს" უმასპინძლებს.

სიმართლე
წარმატებები ბუდუსს.....მაგრამ ჯობდა კარსრუე გადაეყვანა უმაღლესშიი ყველა მხარე შეცდა ჩემის აზრით
ირაკლი
გენაცვალე ბუდუ, ყოჩაღ! ამ ბიჭმა ბევრი იშრომა და დაგვირგვინდა ბუნდესლიგით რაც დიდი მიღწევაა, წარმატებები!
ვაჟა მასწავლებელი
"სასწავლო ნაწილს"(მეთოდისტს): გატყობთ უმუშევარი დარჩით ჩემს კომენტარს რომ ასწორებთ უსაქმობის გამო. აქ "ქართული ენის გრამატიკის" საიტი არაა. შინაარს მიაქციე ბიძიკო ყურადღება, შინაარს! და არა იმას ვინ როგორო ქართულით დაწერს! თუ შეგიძლიათ ბუდუს ჩემზე კარგი ქართულით მიულოცეთ - არავინ არ გაგიჯავრდებათ!
ვალიკო
წარმატეტები
Levani
ჰაიდენჰაიმი ერთ-ერთი ყველაზე გამართული გუნდია არაგრანდებიდან,კონფერენსზე თამაშობენ და ამიტომ ვერ ბრწყინავენ ბუნდესლიგაში. ბუდუც დაუმატეს ახლა და ბუნდესლიგასაც მიხედავენ,წავიდა აწი ჰაიდენჰაიმის მეტი გოლების დადება :)
"სასწავლო ნაწილი" (მეთოდისტი)
ვაჟა მასწ! "შეცდომაა - "მჯერავს", სწორია - "მჯერა"
ბეშკა
არ ვიცი გასავარდნ გუნდში გადასვლას გადამსვლელში დარჩენა არ ჯობდა? წარმატებები
ვაჟა მასწავლებელი
"ბუნდეს" წარმატებები ბუდუს "ბუდუს" ლიგაში! მჯერავს აქაც იტყვის თავის სიტყვას და გუნდს დატოვებს უმაღლეს ლიგაში!
ლაშვარდი
წარმატებები :) ბუნდესლიგა 30 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის გასაოცარია... მალე დორტმუნდში ან ბაიერნში (იმედია)
ვახო...
უდიდესი წარმატებები ბუდუს მომავალში!
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
ბუდუს ახალი გუნდის ამბები - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნის" მცველსაც იმატებს და ზივზივაძის კონკურენტს ანათხოვრებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგი" ფსკერზე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო