ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“, რომელმაც პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის, კარლოს კორბერანის ხელმძღვანელობით, სახლში „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები დურომ დააწინაურა, შესვენების შემდეგ სტუმრებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც ტარეგასთან საჯარიმოში ბრძოლისას მბაპე დაეცა და მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ ბელინგემის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ცოტა ხანში მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. 79-ე წუთზე „რეალი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა - ვინისიუსმა მეკარე დიმიტრიევსკის უკნიდან ხელი ჰკრა, წააქცია და არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე ბრაზილიელი გააძევა. თუმცა, „სამეფო გუნდმა“ მაინც მოახერხა ორი გოლის გატანა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი „ვალენსიას“ თანაფარდობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ რიოხას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

„ღამურების“ რიგებში ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა მამარდაშვილმა. მისი შემცვლელის ასპარეზობა ანალიტიკურმა სიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.3, flashscore 6.0.

„ვალენსია“ 12 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 8 იანვარს ჩაატარებს - ესპანეთის თასის 1/16-ფინალში სტუმრად სეგუნდა დივიზიონის „ელდენსეს“ დაუპირისპირდება.

„რეალი“ 43 ქულით გალიდერდა და უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“ 2 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2

გოლები: 1:0 დურო (27), 1:1 მოდრიჩი (85), 1:2 ბელინგემი (90+5)

გამოუყენებელი პენალტი: ბელინგემი (55, რეალი)

გაძევება: ვინისიუსი (79, რეალი)

მამუკა
როგორც რეალის ფანი ვამბობ ვინისიუსი გასაძევებელი იყო არასპორტული საქციელის გამო,მაგრამ მეკარეს ოსკარი ეკუთვნის, ინდურ კინოსაც კი გადაუჯოკრა ისე გააფორმა. მაგ ეპიზოდმა დაღუპა ზუსტად ვალენსია, იფიქრეს რომ 10 კაციან რეალს შანსი აღარ ჰქონდა და მნდ დაისაჯნენ. 11 -11-ზე შეიძლება ვერც გაეტანა რეალს გოლი.
სოსო
მეკარემ შესაძლოა რაღაცა ცუდად უთხრა,მაგრამ ვინისიუსმა საპასუხოდ იუხეშა და მსაჯები ჩვეულებრივად, ამას მკაცრად სჯიან!მეკარის გაფრთხილება ალბათ შეიძლებოდა.რაც შეეხება მეორე საკითხს,ვალენსიას კაცნაკლულ მეტოქესთან,რომელმაც ცოტა ხნის წინ ანგარიში გაუთანაბრა,მოგება სურდა და თუ კი ბურთს სწორად ამოიტანდნენ,რეალის ნახევარზე რიცხობრივი უპირატესობა შეექმნებოდათ.დაცვამ ბურთის ამოტანა ვერ შესძლო,ხოლო ფულკიემ,სულაც საშინელი პასი მისცა პარტნიორს.შედეგად საშიში შეტევის ნაცვლად,საკუთარ კარში მიიღეს გოლი.სპექტაკლის დადგმაში რას გულისხმობთ არ ვიცი,მაგრამ მეტოქე მკლავზე შეგეხება და შენ რომ სახეზე იტაცებ ხელს,მომკლეს კაციო,რა თქმა უნდა სპექტაკლებია!კონტაქტს როგორც კი იგრძნობენ,მაშინვე მიწაზე ვარდებიან,მეტოქის დასჯის იმედით.ალბათ ამის გამოცაა რეალურად ძალიან მტკივნეულ დარტყმებზე მსაჯებს რეაქცია რომ აღარ აქვთ.უკვე ვეღარ რისკავენ!ვარი კი მხოლოდ შესაძლო წითელზე და პენალტზე კარნახობს მსაჯს.ყვითელ ბარათზე მითითების უფლება არა აქვთ.
სოსო
არ ვიცი წესებით როგორ არის,მაგრამ პენალტის დარტყმამდე,ვალენსიას მცველი უკვე საჯარიმოში იყო შესული.
ტტტ
რომ აეღო მეკარეს ის პენალტი მაშინ დაარტყმევინებდნენ განმეორებით, ძელს მოხვდა და რაღა მნიშვნელობა აქ სად იდგა მეკარე?

სიმართლეს არავინ პოსტავს.. დავიწყოთ იმით რომ ჯარიმა იყო როდრიგოზე როცა ბურთი წაართვეს და გოლი გაიტანა ვალენსიამ.. პენალის მომენტში მეკარე ხაზზე არ იდგა აქაც ხელახლა უნდა შეესრულებინათ მადრიდელებს 11 მეტრიანი. და ბოლოს პროვოკაცია ვალენსიის მეკარემ დაიწყო ვინის ხელის კვრაც არ იყო ისეთი რომ სალტოები ეკეთებინა.. ან ორივე უნდა გაეძევებინა მსაჯს ან ყვითლები დაერიგებინა.. ვარს როგორც წესი მუდამ სძინავს.. რისთვის გამოიგონეს?
გიორგი
მომწონს თქვენი კომენტარები ფეხბურთში ჩახედული ადამიანი ჩანხართ მაგრამ ერთხელ ეჭვი მაინც გამოთქვი რომ ეს ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს რომ გავს თუ ვინიუსი ხელის კვრისთვის გასაძევებელი იყო მეკარეც უნდა გაეძევებინა თავზე წამორტყმისთვის თანაც მიზეზი არ უნდა წაქცეულიყავიო მეორე გოლი კი შეცდომა ვფიქრობ ნაკლებად იყო ასე დაცვის მოშიშვლება როცა წუთნახევარი რჩება და თანაც ბურთს ამწვალებ არ ამოგაქვს შორს შენი საჯარიმიდან მგონი წინასწარ განზრახვა იყო.
სოსო
მეორე გოლი,ვალენსიას მცველის ფულკიეს უხეშ შეცდომას მოჰყვა და ეს უკვე მერამდენეა!ვინისიუსი რა თქმა უნდა გასაძევებელი იყო,მაგრამ გამეორებაზე ჩანს,რომ პროვოცირება მეკარემ გაუკეთა,მერე კი,ხელის კვრის შემდეგ,თავი მომაკვდავად გაასაღა.პროვოცირება კიდევ გასაგებია,მაგრამ უბრალო შეხებაზე ყველა მიწაზე გორაობას და საშინელი ტკივილის გამოსახვას რომ იწყებს,ეს უკვე ყელში მაქვს ამოსული.ამის გარეშე,უკვე მსაჯებიც კი აღარ უსტვენენ ჯარიმას. ბოლოსწინა ევროპის ჩემპიონატზე,იტალიის ნაკრებმა უეცრად სიმულაციაზე უარი თქვა,აგრძელებდნენ შეტევას,თუ კი შეეძლოთ ფეხზე დგომა და დანარჩენ მეტოქეებს,ისეთი მოულოდნელობის ეფექტი შეუქმნა,რომ ჩემპიონები გახდნენ.რა ვიცი,იქნებ ესეც რაიმეს მთქმელია?!
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
რას გადაწყვეტენ "ლივერპულში"? - მამარდაშვილს სეზონის განმავლობაში დააკვირდებიან
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
მამარდაშვილის "რეალის" სიაში მოხვდა, "ლივერპულის" ახალმა მეკარემ კი ქართველს საკმაოდ ხმაურიანი შეტყობინება გაუგზავნა
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა