საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ლიონმა" "მონპელიეს" (1:0) გვიანი გოლით აჯობა. კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მანამდე 6 მატჩში 5 გოლი (თასისა და ევროტურნირის ჩათვლით) გაიტანა, სათადარიგოთა შორის ვიხილეთ(76-ე წუთიდან ჩაერთო). აშკარაა, ალექსანდრ ლაკაზეტის (7.9 - ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო) ავტორიტეტი დიდია, ამ ორი ფორვარდის ერთად თამაში კი, თუკი ასეთი გეგმა მწვრთნელ პიერ საჟს გააჩნდა, არ გამოდის. კონკურენცია თავის მხრივ ცუდი არაა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი ამის გამო ერთგვარად ისჯება.

სასტარტო თერტმეტეულის გამოცხადებისთანავე, "ლიონის" "ფეისბუქგვერდზე" უამრავი კომენტარი იყო, სადაც შემადგენლობას აკრიტიკებდნენ და მათ შორის, ქართველებიც:

"მწვრთნელი ჯიუტდება და სათადარიგოთა სკამზე მიქაუტაძე ჰყავს, რომელიც აშკარად საუკეთესო მოთამაშეა";

"ვერ ვიჯერებ ამ შემადგენლობას - მიქაუტაძე, ჩერკი და ტოლისო - საუკეთსოები არ არიან";

"ლიგის თასის შესაფერისი გუნდით გავედით";

"მეფე გიორგის ეს არ შეეფერება, საჟ, რას აკეთებ!";

"ლაკაზეტი უნდა დავასვენოთ, სანამ მიქაუტაძე ფორმაშია";

"ჩერკი და მიქაუტაძე რატომ არ არიან, წასვლას აპირებენ?";

"მათ სურთ, ორი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდეს?"

შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ადელ ჩედლი დაესწრო, რომელმაც "ჟორჟთან" ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ლიონი" მეხუთე ადგილს იკავებს, ლიდერ პსჟ-ს კი 12 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ჩემპიონატში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს.

იასონას უდარი
მე თუ თქვენ?
ქართველი
ჩამოკრული გაქვს
გელა2
მეფე ............ ....
იასონას უდარი
მეფე გიორგი? აქამდე რო ჟორჟი იყო და ახლა გიორგი გახდა,თან მეფე,უმაგრესი სანახავია. დაუბერა საქართველოს ქარმა და გადავედით ქართულზე? ჩავარდა ევროგარეკილთა და გამოთაყვანებულთა ბოგინი,ხოდა საქართველო დაფასდა. პ.ს. რაც ყველაზე მთავარია,დაბრუნდნენ სეტანტას "ბრძენი" კომენტატორები და ეწევიან ძალადობას ქართველ გულშემატკივარზე. და მაინც ვერ გავიგე,სეტანტას კომენტატორის აზრით,რანაირად უწევს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იანვარში? გაიფიცეთ ისევ და დაასვენეთ ერი.
zura222
ადრეც დავწერე ძალიან დიდი შეცდომა იყო ლიონში წასვლა @ ლაკაზეტი გუნდის ლეგენდაა და გიორგიმ ყველა თამაშში გოლები რომ გაიტანოს მაინც არ ჩასვამენ ძირითადში და ბოლო 10-12 წუთი ათამაშონ მეთქი და ასე არ გამოვიდა ? ისიც დავწერე მერე რაა რომ მისი მშობლიური ქალაქია ? ამიტომ უნდა დაჯდეს ლიონის სკამზე და კარიერა დაიღუპოს ? ამ ლოგიკით მესი ბარსაში კი არა მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში უნდა წასულიყო და იქნებოდა დღეს ის მესი რაცაა ?? საწრაფოდ უნდა წამოვიდეს იქედან ! ლაკაზეტი კიდევ მინიმუმ 3 წელი ითამაშებს და არც ტრავმებისკენ არაა მიდრეკილი და უნდა იჯდეს და ელოდოს მე-80 წუთს რომ იქნება გაიღონ მოწყალება და ბოლო 7-8 წუთი მაინც ათამაშონ @@ სკამზე ჯდომა თუ მოსწონს რამე გრანდში მაინც იყოს სიტი ბავარია რეალი ან ეგეთში სატრაბახო მაინც რომ ქონდეს გრანდის წევრი ვარო !
ვასო
შერკი, ლაკაზეტი და გიო კარგი ტრიო იქნება მთავარია მწვრთნელმა ცოტა თავი გაანძრიოს.
სოსო
წუხანდელ თამაშში,ლიონის მხრიდან გააზრებული ფეხბურთი ვერ ვნახეთ და რომ წაეგოთ,არავის გაუკვირდებოდა,რატომო.ეტყობა ჩათვალეს, მონპელიე იოლი ლუკმა იქნებაო და შემტევები საკუთარ თავზე უფრო თამაშობდნენ,ვიდრე გუნდზე,შედეგად კი,ვერაფერს ჰქმნიდნენ!
გელა2
მეფე ............ ....
kaxa
კარგი კაცია გიო,კარგი ფეხბურთელი. ასევე კარგი მოქალაქე. დარწმუნებული ვარ მალე დაიმკვიდრებს ადგილს ლიონის ძირითადში.
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!