ნეაპოლში გუნდის მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვების გამო დიდი ზარ-ზეიმია და დავიდ ნერესი ლამის გმირად გამოაცხადონ. თუმცა, საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე ფლორენციული მატჩის წინ ვარაუდობდა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებს თამაში უფრო გაუადვილდებოდათ, ვინაიდან სხვების მსგავსად „ფიორენტინა“ დაცვაში არ იკეტება და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებს. ასეა თუ ისე, „ნაპოლის“ და ნერესის წარმატებული ასპარეზობა ფაქტია და დაკნინება დაუშვებელია.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ და მატეო პოლიტანომ ტრავმები მოირჩინეს, ვარჯიშს დღეიდან დაიწყებენ, 12 იანვარს „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისთვის მწყობრში იქნებიან, მაგრამ შეიძლება კონტემ ისინი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენოს.

ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს, რომ კვარაცხელია ნავსაყუდელს უეჭველი გამოიცვლის, საკითხავი ისაა, ეს იანვარში მოხდება, თუ ივნისის შემდეგ. ალბათ, ტრანსფერს უფრო ზაფხულში უნდა ველოდოთ. აქ ერთი ფაქტორიცაა - „ნაპოლის“ სერია A-ში შემდგომში რთული დაპირისპირებები ელის, არაა გამორიცხული სიტუაცია შეიცვალოს და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება.

Areanapoli-ს მტკიცებით, ქართველის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ფეხბურთელს ახალი გამოცდილების და გაცილებით მაღალი ხელფასის მიღება უნდა. გამოცემა ინგლისურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის ყველაზე მეტად „ლივერპული“ აქტიურობს, რომელიც „კვარას“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს (ეგვიპტელი თავისუფალი აგენტი გახდება) და პირველი ნაბიჯიც გადადგეს: კვარაცხელიაში 50 მილიონი პლუს ფედერიკო კიეზა შესთავაზეს. განიხილება იანვარში იჯარა ან ზაფხულში სრულფასოვანი ტრანსფერის ვარიანტი, რომელმაც საერთო ჯამში 70 მილიონი უნდა შეადგინოს. კიეზას იტალიაში დაბრუნება, თანამემამულის თავის გუნდში აყვანა კი კონტეს უნდა, რომელიც მისი პროტეჟეა. აღნიშნულია, რომ მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ხვიჩას, „ნაპოლიმ“ წინადადება მიიღო, თუმცა ჯერ პასუხი არ გაუცია.

TeamTalk-ის ჟურნალისტი რუდი გალეტი „ლივერპულზე“ ინფორმაციას ადასტურებს და იტყობინება, რომ კვარაცხელიას სამსახურით „მანჩესტერიცაა“ დაინტერესებული, რათა მან მარკუს რეშფორდი შეცვალოს, „ნაპოლის“ ამ საკითხზე ესაუბრენ, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში ნაკლებად მოსალოდნელია, რამეთუ ხვიჩას ჯერ „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი არ გაუგრძელებია, რაც მნიშვნელოვანია, ხოლო „იუნაიტედს“ გაძლიერება ახლავე სჭირდება.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანი იმპორტამ Campania Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვიდან 180 მილიონის მიღებას იმედოვნებს და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ისე, როგორი დიდებული იქნება: "ლივერპულის" კარში გიორგი მამარდაშვილი, შეტევაში კი - ხვიჩა კვარაცხელია!

ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
საიდან გაქვთ ამხელა ღვრაძლი, თქვე ჩაჩანებო თქვენ?!
Achi
Ki pizmomzadeba ro umaxles doneze qondes gasagebia rasac ambomb magram rodis axlatuara? Espaneti? Magas kide premierliga jobia gaxsnil pexburts tamashobenda upro uketesia kvarastvis espaneti ki piriqit chaketliada ert kacs sami mcveli dasdebsda ert matchshi 30 folze metia
იხვი-ს
უოტფორდის თამაშებს ადევნებ თვალყურს? მკმენტებს მაინც არ უყურებ?? ჩაკვეტაძეს 90-ე წუთზე ისეთი გარღვევის გაკეთება შეუძლია, რომლსაც კვარაცხელია უკვე 70-ე წუთზე ვეღარ აკეთებს, გარდა ამისა ართმევები, მოგებული ჯახები, მოედანზე დაფარული დისტანცია ბოლოს და ბოლოს...სტატისტიკას მაინც გადახედე ჩემი თუ არ გჯერა. თან არ დაგვავიწყდეს რომ ჩაკვეტაძე უოტფორდის ფეხბურთელია, რომელიც რეალურად ჩემპიონშიფის ცხილის შუა ნაწილის ბინადარია და პირველ ექვსეულშიც ვერ ხვდება, რაც ბოლო სამმა თამაშმაც დაადასტურა, კვარაცხელიას შემთხვევაში კი ლივერპულში თამაშზეა საუბარი (თანაც ძირითადში), კლუბში, რომელიც პრემიერლიგას ლიდერობს! და თანაც სოლიდური ჰანდიკაპით. ოდნავ დაფიქრდით ხალხო შედარებების გაკეთებისას!
იხვის
გეტყობა, რომ "ზნატოკი" ხარ:)))
Nikoloz
ლივერპული დღეს დღეისობიტ საუკეთესო ვარიანტია, ძალისმიერ ინგლისურ ფეხბურთს კვარას ფეხები მარტივად აუღებს ალღოს, და რაც მთავარია ტემპი - ინგლისში ნაკლებად იკეტებიან კლუბები მეტო სივრცე კიდე კვარას მაგიის დემონსტრირებისთ ის ზედგამოჭრილია.. მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ვარ და კვარა იქ მირჩევნია ამ ეტაპზე არარეალურია და საუკეთესოდ მაინც ლივერპული მგონია
გაგა
ვინ უნდა ამოაგდოს, სად უნდა ათამაშონ მორიგი ჭორია, სხვა გუნდი მაინც მოიგონონ...ამოვიდა ყელში
იხვი
ინტენსიურობით პრემიერლიგას არც ჩემპიონშიპი ჩამოუვარდება, უბრალოდ კლასია უფრო დაბალი. მაგრამ ჩემპიონშიპში მშვენივრად თამაშობს ჩაკვეტაძე, და მალე პრემიერლიგაშიც მოხვდება. ხვიჩას ფიზიკურ პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ გიორგის ეგ პრობლემები უფრო მეტად აქვს, მაგრამ ხომ ქაჩავს ინგლისს, ხვიჩამ რატომ ვერ უნდა გაქაჩოს?
zura222
ლივერპულის ვარიანტი უმაგრესია მაგრამ სალაჰის ადგილას როგორ უნდათ ? სალაჰი უფრო მარჯვენა და ცენტრის შემტევია ანუ მარჯვენა შუამარბი და კვარამ მარჯვნივ უნდა ითამაშოს ? ნუ ასეა თუ ისე მაინც უმაგრესიიქნება ლივერპული ! სალაჰის ადგილზე თამაში შეუძლიათ დიეგო ჟოტასაც გაკპოსაც და ნუნიესსაც და კვარა კი ისევ თავისი ფრთიდან შეუტევს !
Zura
ესპანეთი დიდებული იქნებოდა!
რა ხდება
ჩაკვე მზადაა პრემიერლიგისთვის... არც კვარადონა ნაკლები.

სრულად ვეთანხმები : ნამდვილად , "აბა რა" !
გიორგი
ხისტი კი მაგრამ არა ამაზრზენი
Pepelu
რას პროფესორობ :))))))))))))
რატი
ყველაზე სასაცილო კომენტარის ტიპი: ,,უნდა მოუმატოს, თორემ არავინ არ იყიდის". ))))))))))) ,,არავინ იყიდის"-ს ღირებულება რატომღაც გაიზარდა. ;)
ABARA
გიყვარდეს კარგია როგორც ერთი, ასევე მეორე ვარიანტი, მაგრამ...პრემიერლიგას ვინც ადევნებთ თვალყურს და ინგლისური ფეხბურთის მოტრფიალენი ხართ,კარგად მოგეხსენებათ, რომ პრემილიგა ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მეტად ინტენსიური ,ფიზიკური და ხისტია, ამიტომ იქ 90 წუთი გაუჩერებლად სირბილისთვის, ჯახისთვის და ყოველივე ამის ფონზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თუ არ ხარ მზად - შესაძლოა ჩაგძიროს. ხვიჩა რომ დიდი ტალანტია ეს დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ინგლისურ ფერბურთს, სადაც გიჟური ტემპია, მხოლოდ ტალანტი არ კმარა და სათანადო ადაპტაცია ჭირდება, ამ ადაპტაციას კი სათანადო ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენებურის სუსტი წერტილი ფიზიკური მომზადებაა, რაც უკვე დაახლოებით მე-60 წუთის შემდეგ იჩენს თავს და აისახება ყველა დანარჩენ სათამაშო კომპონენტზე (სისწრაფე, ტექნიკა) რაც საბოლოო ჯამში დაღს ასვამს თამაშის ხარიხს. დავუბრუნდები იმას,რითაც დავიწყე და შევაჯამებ - ინგლისი უდავოდ საუკეთსო ლიგაა და შესაბამისად საუკეთესოდ უნდა იყო მზად ყველა თვალსაზრისით, რომ ამ ლიგას მოერგო, შესაბამისად თუ ხვიჩას გააზრებული აქვს ყოველივე, ჩემი აზრით პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს, ეს პერსონალური ფიზმომზადების მწვრთნელის დაქირავებაა (თანაც ინგლისელის), რომელსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება და წარმატება აქვს. ძვირი კი დაუჯდება, მაგრამ აუ უნდა გაუჭირდეს წესით:). ვაი გულშემატკივრები და კრიტიკოსები ნუ გამოხტებით, ვისაც უთამაშია და ესმის ფეხბურთის ავან-ჩავანი გაიაზრებს და მიხვდება რაც იგულისხმება.
Რერო ლაშას
ვინ გითხრათ რომ 100% მიდის სალაჰი,ჯერ მასე გადაჭრით ვერაფერს იტყვი. ათასი რამე იწერება და 5 თვის შემდეგ რა მოხდება კაცმა არ იცის. მახსოვს ქინქლაძე რომ გადავიდა სიტიდან აიაქსში იძახდნენ ლიტმანენი ბარსაში მიდისო მაგრამ ვერ წავიდა და კი გახსოვთ რაც მოხდა. თუმცა საქმე იმაშია რომ ლივერპულში დღეს სხვაც ძალიან ძლიერი შემტევები არიან ლუიშ დიაში,გაკპო მემარცხენე ვინგერები,ასევე არიან პორტუგალიელი მაგარი ბიჭები. ვნახოთ ჯერ მაისამდე დროა. ახლა მეტის თქმა შეუძლებელია,ვინაიდან გუნდი დაფრინას.
ჟორა
ასეთ შემთხვევაში ქართული ანდაზა ამბობს: "ღმერთმა ქნას ჩვენს ვაცს მგელი დაეჭიროსო".
ჟორა
კავკასიელი - ეს ახალი ერი და ნაცია გამოჩნდა? რუსების მიერ სხვა ხალხის დაკნინება- არევისათვის შექმნილ ნარატივებსნუ იმეორებთ ( ალბათ უცოდინარობის გამო).არ არსებობს კავკასიელი ერი,ქვეყანა,ნაცია...არიან ქართველები, სომხები,ინგუშები,დაღესტნელები და ასე შემდეგ.
ასეა ეს
ხვიჩას ცოტა დრო აქვს რომ მოუმატოს თორემ თუ ნერესის სათადარიგო ჩამოყალიბდა არც ერთი დიდი კლუბი არ იყიდის.ახლა გამოჩნდება მაგის მენტალიტეტი.უნდა დიდი შრომის ფასად ვარსკვლავი გახდეს თუ აწყობს დღევანდელი სიტუაცია.ჩვენ ვერაფერს ვიზამთ,ყველაფერი ხვიჩას ხელშია.

აქ წკაპუნს ხანდახან გაეცანი მსოფლიო ფეხბურთის ამბებს.. სალაჰი მიდის და წაკითხულის გააზრება შეგეძლოს... სალაჰის შემცვლელად უნდა კავარცხელიაო გასაგებად წერია.
ლაშას და რეროს
წაკითხულიდან აზრის გამოტანა გიჭირთ, თუ როგორაა თქვენი საქმე. სალაჰი 100%-ით მიდის ლივერპულიდან და სწორედ მის ადგილზე მოიაზრებენ ხვიჩას.
კახელი პაპა
მანჩესტერის კრიზისი 2013 წლის მერე დაიწყო და დღემდე გრძელდება, მათ ახალი მწვრთნელი ყავთ და კვარასთან ერთად დაამთავრებენ ამ კრიზისს(ჩემი დიდი სურვილია, იმედია-ყველა ქართველის!). რაშფორდი უეჭველი მიდის, კვარა უნდა მოვიდეს!
რობი
სალაჰი რა შუაშია? იგი მარჯვენა ვინგერი ხვიჩა მარცხენაზე თამაშობს
Რერო
ლივერპული კარგია მაგრამ სასტარტოში მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება,ვიდრე იქ სალაჰია.
გენა
ბოლოს ნაპოლის სათადარიგოდ დარჩება
ლაშა
დათვურ სამსახურს ნუ უწევთ.ხვიჩა ამ თამაშით სალაჰის შემცვლელი არ არის და ლივერპულის ძირითადშიც ვერ მოხვდება თუ არ მოუმატა.
ქომაგი
ქართველების ერთად ყოფნა (ლივერპულში) დამილოცე ღმერთო!
bidza
ერთი კავკასიელის კომენტარი წავიკითხე ხვიჩაზე სადღაც, ის ლივერპულისთვის არის შექმნილიო. და ლივერპულში უნდა წავიდეს აუცილებლადო. ვეთანხმები, ლივერპული ყველაზე დიდი კლუბია ინგლისში ყველაზე ღირსეული. ლივერპულში უფრო მაგრა ითამაშებს ვიდრე ნაპოლიში
Achi
Am shemtxvwvashi liverpulshi gadasvla upro realuri chans da dzan kai imitomrom napolis kieza unda tan liverpuls kieza arapershi chirdeba tan kvarasadmi simpatia qonda liverpuls xoveltvis karoche mokled napolis 50 milionida zeidan kiezada movrchet saubarso ase endomeba tu datanxmda liverpulida ar sheevachra kide magram aramgonia exla kvarasnairi pexburteli liverpuls dzan chirdeba liverpultan ertat sheudzlia varskvlavebs miswvdes chveni kvara Achi გამოხმაურება 04 იანვარი 2025 17:03 17 2
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ლივერპულმა" ტრანსფერი დაადასტურა - მამარდაშვილის გუნდი ესპანელი ფორვარდით გაძლიერდა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
თუ ბარკოლა წავა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება