კოპენჰაგენის "პარკენზე" იოაჰიმ ლიოვმა განახლებული ნაკრები გაიყვანა. გერმანიის ნაკრების თავკაცმა მუნდიალზე წაყვანილი ფეხბურთელების უმრავლესობა დაასვენა და გუნდის უახლოესი რეზერვი გამოსცადა...

კოპენჰაგენის "პარკენზე" იოაჰიმ ლიოვმა განახლებული ნაკრები გაიყვანა. გერმანიის ნაკრების თავკაცმა მუნდიალზე წაყვანილი ფეხბურთელების უმრავლესობა დაასვენა და გუნდის უახლოესი რეზერვი გამოსცადა. გერმანელთა განაცხადში სულ 16 ფეხბურთელი იყო შეყვანილი და მანუელ ნოიერის გარდა, მატჩში მონაწილეობა ყველა მათგანმა მიიღო. როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, მიხაელ ბალაკისა და ფილიპ ლამის არყოფნაში, გერმანელებს თომას ჰიტცლშპერგერმა უკაპიტნა. მეტოქისგან განსხვავებით, დანიელებმა ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშეს.

შესუსტებული შემადგენლობის ფონზე, ბუნდესგუნდს ურიგოდ სულაც არ უთამაშია და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო. მარიო გომესმა ანგარიში ჰიტცლშპერგერის გადაცემით გახსნა, რასაც დანიელთა გამოცოცხლება და მათ მიერ გაფუჭებული რამდენიმე რეალური საგოლე შესაძლებლობა მოჰყვა.

73-ე წუთზე პატრიკ ჰელმესმა კრისტიან გენტნერის პასით გაიტანა და ალბათ, გერმანელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს, მაგრამ ერთ წუთში ვეტერანმა დენის რომედალმა თავისიანებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა.

დარჩენილ დროში მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და მიზანსაც მიაღწიეს. 15 მეტრიდან თავი მადს იუნკერმა გამოიჩინა, რომელიც მართალია 29 წლისაა, მაგრამ მხოლოდ მეორე სანაკრებო მატჩს ატარებდა.

დანიელები ამ შეხვედრაში მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ, კოპენჰაგენში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

დანია-გერმანია 2:2

გოლები: 0:1 გომესი (19), 0:2 ჰელმესი (73), 1:2 რომედალი (74), 2:2 იუნკერი (87)

დანია: სორენსენი – იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი (28. ტომსენი) – იენსენი (46. სილბერბაუერი), ერიქსენი, კვისტი (67. ლორენტცენი) – რომედალი, პედერსენი (55. იუნკერი), ენევოლდსენი (46. შიონე)

გერმანია: ვიზე – ბეკი (56. რიტერი), ბოატენგი (78. შულცი), ტასკი, მ. შეფერი – გენტნერი, ჰიტცლშპერგერი (66. ჰელმესი) – ტრეში, კროოსი, მარინი (56. ჰანტი) – გომესი

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა