დღეს დილას იტალიურმა Il Roma-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

შესაძლო ტრანსფერს ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ პარიზული გუნდი ქართველის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

ირკვევა, რომ "პარტენოპეიმ" ხვიჩას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ქართველი მას ხელს ჯერჯერობით არ აწერს და სხვა შეთავაზებებს ელოდება, კვარაცხელია კი გასული ზაფხულიდან ფრანგული გუნდის სატრანსფერო სიის სათავეშია.

იტალიური მედია წერს იმასაც, რომ პსჟ-იმ გარიგებაში შესაძლოა, მილან შკრინიარიც ჩართოს და "ნაპოლის" ქართველის სანაცვლოდ ფული და სლოვაკი მცველი შესთავაზოს.

მწარე სიმართლე
ასეა როცა ჩემპიონი გახდა და ხელფასის მომატება კატეგორიულად არ მოითხოვა,ან ტრანსფერი სხვა გუნდში,თუ ხეკფასს არ გაუზრდიდნენ და ,,ჰაუტის მომწოდებლის ხელფასსზე,,ამუშავეს ამდენი ხანი.... თავადაც დამნაშავეა...
Zaza
ჩაბნელებულ სტადიონებზე სწორედ შენიშნე მაგრამ ნაპოლის უმადურობაზე ცოტა სიბიექტური ხარ შენც ყველა ჩვენ. მათი გადასახედიდან რო შეხედო საკითხს ასე ხედავენ. კვარა არავინ იყო, რუსეთში თუ საქართველოში თამაშობდა ნაპოლის გარდა სხვა არავინ აძლევდა შამსს, მარტო ტოტენჰემი იყო მზად იჯარით აეყვანა. გიჟმა დილაურენტისმს მისცა შანსი და მანაც კარგი ფეხბურთელების გვერდზე პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო და მსოფლიომაც გაიცნო ეგეთი ფეხბურთელი. ის კი სულ უკმაყოფილოა, ერთ ღიმილს ვერ დაინახსვ მის სახეზე. თუ გოლი თავად არ შეაგდო სხვის გატანილს არც კი ზეიმობს და ზრდილობის გამო მივა ხოლმე ძუნძულით თანაგუბდელებთან მისალოცად. სულ წასვლაზე უჭირავს თვალი რის გამოც სკანდალებდი ყოფს თავს. არც იტალიურს სწავლობს და არც რამე ღონისძიებებში მონაწილეობს. თუ შეცვლიან სულ უკმაყოფილოა და გუნდში სიტუაციას აფუჭებს. აგერ მოვიდა ნერესი და არანაკლებ შედეგს დებს. აი ასე ფიქრობენ ნეაპოლში და ვერც გაამტყუნებ. ჩვენ კი ყველაზე მეტად გვიყვარს მაგრამ იმათაც უნდა გავუგოთ რატომ არ უყვართ. აქვთ თავისი მიზეზები.
c
ძალიან კარგი იქნება თუ გადავა, მაგრამ არა პსჟ-ში. ნეტა ინგლისი ან ბარსელონა. განსაკუთრებით ბარსა იქნებოდა მაგარი. გასაგებია, რომ კონკურენცია იქნება დიდი და ასე.შ, მაგრამ ხვიჩა ბარსაში დაგლიჯავდა. ლივერპულშიც ალბათ და აი ამ პსჟ-ს და "ჩაბნელებული" საფრანგეთი ლიგის მატჩების ყურება არ მგონია სხვებსაც დიდად უხაროდეს. ფაქტიურად სინათლის ეკონომიას აკეთებენ და ბნელა ნახევრად მოედნებზე :( არ მიყვარს საფრანგეთის ჩემპიონატი, მაგრამ რა გაეწყობა თუ გადავიდა კვარა, მომიწევს პსჟ-ს გულშემატკივრობა. მთავარია ამ დაუნახავ იდიოტებს მაინც რაღაც დასკვნების გაკეთება მოუწევთ, სეზონის ბოლოს, რომ ნახავენ რომ გუნდი ჩამოვა მე7 პოზიციაზე. წარმატებები ხვიჩას. უბრალოდ თუ არის კიდევ ბარსას ან ლივერპულის ვარიანტები, რავიცი ვიფიქრებდი ჯერ ც
იკა
პსჟ_მ რამდენჯერაც ლივერპული დაიჭირა იმდენჯერ დედა უტირა.
ჯეჯე
სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა ქართულ რეალობაში, რომ ჯერ დასცინოდნენ ვინმეს, წარმატების მერე კი, ვაზელინის ძებნაზეც კი აღარ კარგავდნენ დროს. თუ ფეხი დაუცდებოდა წარმატებულ ადამიანს, მერე ისევ ქირქილი და ავის თქმა. არასრულფასოვნების კომპლექსიდან მოდის ეგ, მაგრამ ძალიან ბევრი გამოდის მსგავსი სუბიექტი ამ პატარა ერში.
თენგო
ფეხბურთი თუ არ გიყვარს მის სილამაზეს ვერ დაინახავ, ლაით გულშემატკივრებს გთხოვთ ან დაანებეთ თავი კომენტარებს, ან კიდევ საერთოდ შეეშვით ფეხბურთს
ვაჟა მასწავლებელი
მოგესალმებით ყველას და განსაკუთრებით კვარას გულშემატკივრებს. გაცნობებთ, რომ ბოლო 1 საათია ძალიან გააქტიურდა იტალიური ინფორმაციები კვარას მომავალ ტრანსფერზე. რაღაცა "საფინიშო" ხდება კვარას ტრანსფერთან დაკავშირებით. ღმერთმა ქნას ნაპოლის ფეხბურთელებს (ხელმძღვანელობას - არა) ნათლისღება უცხოეთიდან მიულოცოს!
გოგა
პსჟ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მაინც გრანდია, იქ უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ სა სულ ლიგაზეა,ნაპოლს ბევრად ჯობია, ამ წუთასაც და შორეულ პრესპექტივაშიც, ნუ ლივერპული რეალი ბარსა ჯობია რათქმაუნდა, მაგრამ ამ რეალობაში პსჟ იდეალური ვარიანტია
Spain
მახსოვს ნაპოლიში ტრანსფერზე რომ გავრცელდა ინფორმაცია, როგორ ღლიცინებდა ნახევარი საქართველო. ტოპ ლიგაში რა უნდა, ალბათ ბურთის მომტანად მიჰყავთო. როგორც ჩასაფრებული უყურებდნენ, აბა რომელიმე თამაშში რაიმე თუ შეეშლებოდა. ხან დოდომ დაბლოკაო, ხან პენალტი გააფუჭაო და პატარ-პატარა სიხარულები კი ჰქონდათ მაგრამ როცა პირველივე წელს იფრინა და მთავარი ტიტულიც მოიგო, მერე კი ეს ზურგს უკან მყეფარეები ნეაპოლიდან ვერ გამოვიყვანეთ, დროშების ფრიალით და ფორცა კვარას ძახილით. უფასო პიცასაც მშვენივრად მიირთმევდნენ და ამაყობდნენ, სადღაც ნეაპოლში ფული რომ არ გადაახდევინეს კვარას ხათრით. იგივე ხალხი ახლა იძახის,პრემიერ ლიგის დონეს ვერ გაქაჩავსო და პსჟ ზე მეტი რა უნდაო... წინასწარ მაინც ნუ იძახით, თავები რომ არ შეირცხვინოთ. ხელისგულზეა ყველაფერი და თქვენი ყალბი გულშემატკივრიბაც მშვენივრად ჩანს! იმედია თავის ნამდვილ გულშემატკივარს გაახარებს კვარა და თქვენნაირები სულ ზურგს უკან მყეფრე ძაღლებად დარჩებიან
simartle
მე ვინ მეკითხება ამხელა ბუმბერაზი აგენტი მემწვნილე და მეხინკლე ჯუღელი ჰყავს კვარას. კვარას ადგილზე პრემიერ ლიგა იქნებოდა ჩემი სამიზნე. სხვაგან თამაშს იტალიის შემდგომ აზრი არ აქვს. არა მგონია ბარსა და რეალი დღეს მას უმიზნებდნენ ასე რომ წარმატება და იმედია მოშორდება იმ ძუნწ ლაურენტისს დროზე და უმადურ ნაპოლის ფანებს. ინგლისში მას გააღმერთებენ და გახსნილი თამაშია სადაც ბევრად უფრო გამოჩნდება
zura222
პსჟ ნაპოლიზე უკეთესი არაა ის კი არა უარესიცაა ! გავიხსენოთ როგორ მოექცნენმესის ნეიმარს მბაპეს საერთოდ სასამართლოში უჩივლეს და კვარას საერთოდ არ დაუწყებენ ცერემონიებს ამიტომ ასჯერ უნდა დაფიქრდეს სანამ პსჟ-ში წავა თუ მაინც წავიდა უნდა გაითვალისწინოს კონტრაქტის შეცდომები რუბინთან და ნაპოლისთან ! და თუ ჯუღელი აზრზე არაა ევროპელი"ძემოკრაწების" ნამდვილი სახის და წყალქვეშა დინებების მაშინ ნორმალური და მცოდნე კაცი (ადვოკატი ან სხვა მოხელე) დაიქირავონ რომ კიდევ ერთხელ არ გაიმეორონ ის შეცდომები და პსჟს პირობებზე კი არ უნდა მოილაპარაკონ არამედ საკუთარიპირობები წაუყენონ! არ დათანხმდებიან ისინი ? ნუ დათანხმდებიან ! კვარა არაა რიგითი ან უცნობი ფეხბურთელი უკვე დიდი სახელი აქვს და სხვა ეგეთი და უკეთესი გუნდები არსებობენ რომლებიც უკეთეს პირობებს და უკეთეს ხელფასს შესთავაზებენ !
Pepelu
ქართულ საფეხბურთო წრეებში სანდო ხალხი ამბობს ერთი ნაბიჯი დარჩა ხვიჩას გადასვლამდე … ოჯახთან დაახლოებული ყოფილი ფეხბურთელების ინფორმაციაა … ვნახოთ რამდენად მალე დაიფარება ეს ერთი ნაბიჯი? ხვიჩა არის სუპერვარსკვლავი, რომელმაც ნაპოლიში თავი ამოწურა აშკარად ეტყობა დაიღალა ნეაპოლის და ნაპილის სიგიჟეებით!! წარმატებები ხვიჩას, ქართული სპორტის მთავარი ვარსკვლავი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი!!
L.J .
Kvaras nebismier shemtxvevashi warmatebebi...magram dzalian ar minda psg- shi gadavides raa :((enrikes pegburtic dzalian sashineli sayurebelia,mesmis chempionats moigebs da sul ligaze iqneba....uketesi mimda xvichastvis!!!.
zura222
პსჟ არა ფლავიიიი ლივერპულის შანსები გაიჩითა და რა დროს პსჟ-ა ?
.სოსო
არ ვიცი,რა და როგორ იქნება,არც პსჟ მეპიტნავება ძალიან,მაგრამ პირველ რიგში,ნაპოლიდან თავის დაღწევა მგონია,მთავარი ამოცანა და სხვა გრანდებისაგან საიმედო თუ არაფერია,რა თქმა უნდა პსჟ სჯობია,ნაპოლის.
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
"არსენალს" კვარაცხელიას დამატება გაუჭირდება - იქნება თუ არა სასარგებლო არტეტასთვის?
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს - "ლანსი" წინააღმდეგია
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"არსენალს" კვარაცხელიას დამატება გაუჭირდება - იქნება თუ არა სასარგებლო არტეტასთვის?
რომანო: გადაწყვეტილია, ნეიმარი ყოფილ კლუბში ბრუნდება
პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს - "ლანსი" წინააღმდეგია
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
რომანო: ნავასმა "ბარსელონაში" თამაშზე თანხმობა განაცხადა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
იქნება ოსიმენის დიდი დაბრუნება იტალიაში? - რას ამბობენ "იუვენტუსში" ვლაჰოვიჩის გაყიდვასა და ნიგერიელის შესაძლო დამატებაზე
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მენდეში, კვარაცხელია და დემბელე ერთად შეტევაში - როგორია ლუის ენრიკეს გეგმა და რისი იმედი აქვს "ლივერპულს"?