ჟურნალისტი არმანდო არენიელო იმ პირობებზე წერს, რასაც "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ სთავაზობდა.

მისი ცნობით, "პარტენოპეი" მზად იყო ქართველის ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაეზარდა და ბონუსებით ეს თანხა 6 მილიონ ევროზე ავივოდა.

ამავე თემაზე წერს Corriere dello Sport და აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" ჩვენებურს 5-წლიან კონტრაქტსა და ყოველწლიურად მზარდ ხელფასს სთავაზობდა, რაც საბოლოოდ 6 მილიონზე მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებდა. გარდა ამისა, კლუბი მზად იყო გამოსყიდვის პუნქტი 120-დან 75 მილიონ ევრომდე შეემცირებინა.

შეხსენებისთვის, L`Equipe-მა დაწერა, რომ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე დღეს გადამწყვეტი მოლაპარაკება უნდა შედგეს და შესაძლოა, უკვე ხუთშაბათს პარიზელებმა ქართველი წარადგინონ.

ზაქარია
სერია ა-ში ტოპ 25-ში მოხვდებოდა. ნაპოლიში თვითონ მაქსიმუმ მეორეზე, რადგან ლუკაკუს 8 აქვს. ოსიმენის ნახევარ ხელფასს - 5 მილიონს იხდის მარტო ნაპოლი, რადგან განათხოვრებულია გალაში. გააჩნია ზუსტი ხელფასი რა არის, ალბათ 6 მილიონამდე ექნება. პოლიტანო, ნერეში, მაკტომინეი და დი ლორენცოც დაახლოებით 6 მილიონს გამოიმუშავებენ. შეიძლება პოლიტანოზე (5,930,000 ევრო) მეტიც არ გამოდიოდა ვინ იცის. უბრალოდ რატო არ უნდა ჰქონოდა ხვიჩას 8 მილიონი მაინც, ცოტა გაუგებარია. ცალსახად ნაპოლი უხდის სხვებს 6 მილიონს უპრობლემოდ და ხვიჩა ამათზე გაცილებით ღირებული ფეხბურთელია.
დავით 67
ათეულშიც ვერ შევიდოდა. 12მლნ აქვს პირველ ადგილზე მყოფ იუვენტუსის თავდამსხმელს ვლახოვიჩს
სოსო
ახალ კონტრაქტში, გამოსასყიდი თანხა აუცილებლად იქნება დასახელებული და სურვილის შემთხვევაში,წასვლის საშუალება ექნება.დღეისათვის ნაპოლიდან თავის დაღწევა იყო,მთავარი მიზანი.იმედია, ჯუღელი კიდევ რაღაცას არ წაახდენს.
Gio
მგონი 7 ნომრიანი მაისური თავისუფალია ხო PSG-ში?
grisha
და თუნდაც მაგ გაზრდილი ხელფასით რომელ ადგილზე იქნებოდა თითონ ნაპოლიში? იტალიაში აღარ ვლაპარაკობ
guga
100%
A
იმდენი ეკონომია გააკეთეს ამ ორ წელიწადში ეშმაკურად, რეალურად იმ დანაზოგით აპირებენ მომატებას, და ახლა გაიკეთონ 4 იც და 6 იც, რო დაეფასებინათ ეგ თანხა დიდი ხნის მიღებული ექნებოდა და თავსაც დაფასებულად იგრძნობდა
სოსო
აქამდე გაცილებით მეტი იწერებოდა და ისიც სამარცხვინო იყო,ეს თუ სიმართლეა,მაშინ თვითონ ნეაპოლელებმა უნდა შეაფურთხონ პირში,დე ლაურენტისს!ეს შეთავაზება,უბრალოდ დაცინვა და შეურაცხყოფაა!
ABARA
საშინლად არ მომწონს პსჟ-ს ვარიანტი თავიდანვე და ვინც რა არ უნდა თქვას ვთვლი, რომ ლიგა 1 არ გამოდგება კარიერის პიკზე გასასვლელ ტრამპლინად. თავად კლუბი შესაძლოა ტიტულოვანი და ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად მოასპარეზეა, თუმცა ჩემპიონატის საერთო დონე ის არაა, რასაც ხვიჩას დონის ტალანტისთვის პირადად მე ვისურვებდი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ნაპოლიში დარჩენა უკვე შეუძლებელი იყო, გამომდინარე იმ დაუფასებლობიდან რაც ნეაპოლეტანელებმა სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემომქმედის მიმართ გამოიჩინეს, შესაბამისად იმ სურვილში, რომ კლუბის დატოვება სურს, ხვიჩას აბსოლუტურად ვამართლებ. ვისურვებდი მისი გადაბირებისთვის ბრძოლაში რამოდენიმე ნგლისურ კლუბს მაინც გაებრძოლა, რეალი და ბარსა ამ ეტაპზე ჩემი აზრით გამორიცხულია, მაგრამ რაც შეეხება მანჩესტერსა და ლივერპულს, შესაძლოა რომელიმე მათგანმა მოულოდნელი სვლა გააკეთოს და ფრანგულ კლუბს კონკურენცია გაუწიოს. წარმატებები ჩვენებურს საკუთარ არჩევანში, რაც არ უნდა გვსურდეს მის გულშემატკივარს, თავად ყველაზე უკეთ იცის მისთვის რა ჯობს.
მორიგი სიცრუე
ტყუილი ტყუილი პაპიროსი პირში, რა უცნაურია რომ გადაწყვეტილების მერე გახდა ცნობილი შეთავაზების დეტალები, სასაცილოები არიან ლაურენტისის მონები )))
გენა
ახალ უკვე გვიანია. ლავერნტის ღორობამ აიძულა წავიდეს. ახლა გინდა 6 შესთავაზოს ნაპოლიმ და გინდა 30. მაინც აღარ დარჩება
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება