ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ფრანგულმა Foot Mercato-მ ქართველს წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია:

"პარი სენ ჟერმენი" შემტევი ფეხბურთელების დეფიციტს არ განიცდის, მაგრამ სერია A-ს ბოლო ორი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი პრობლემებს გადაჭრის, რომელიც გუნდს სეზონის პირველ ნახევარში მრავლად ჰქონდა. პარიზულ კლუბს ის ზაფხულში 120 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს, ახლა კი 80 მილიონად შეიძინა და 40 მილიონი დაეზოგა. ხელში ჩაიგდეს იშვიათი მონაცემების ტალანტი: დრიბლიორი, საგოლე გადაცემების გამკეთებელი, იერიშების დამაგვირგვინებელი (107 მატჩში მის ანგარიშზე 30 გოლი და 29 საგოლე გადაცემაა), რომელსაც დიდი ტექნიკური უნარები გააჩნია - ეს სიგიჟეა.

თამაშობს მარცხენა ფლანგზე, ცენტრში, მარჯვენა ფრთაზე, უნივერსალია, ლიდერია, დახმარებას გაუწევს ხანდახან ძალიან არასტაბილურ ბრედლი ბარკოლას და დეზირე დუეს. "ნაპოლის" საშინელ გასულ სეზონში "კვარა" მარტო მიუძღოდა პარტნიორებს წინ.

ხვიჩა გაამრავალფეროვნებს ლუის ენრიკეს შეტევით პოტენციალს, მთელ სისტემას შეცვლის, უსმან დემბელეს და აშრაფ ჰაკიმის უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცემათ. მან გოლები ორივე ფეხით, თავით და პენალტით გაიტანა. შედეგიანობის მხრივ ვიქტორ ოსიმენის შემდეგ საუკეთესო იყო, ხოლო სამ სეზონში მატჩში საშუალოდ საგოლე გადაცემების 85%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და ნეაპოლელ გულშემატკივრებს თავი შეაყვარა.

"კვარას" რა თქმა უნდა, შეუძლია მარჯვენა ფრთაზე პრობლემების მოგვარება, მაგრამ რამდენად საჭიროა 80 მილიონად ფეხბურთელის დამატება, რომელსაც თავის პოზიციაზე არ მოუწევს თამაში? პსჟ-ს პირველ რიგში ბომბარდირი სჭირდება, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე, ხვიჩამ კი ამ სეზონში "ნაპოლიში" 17 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, თანაც, ბარკოლას და ნაკლებად ნიჭიერ დუეს პერსპექტივას აშკარად შეუზღუდავს. თუ ლუის ენრიკე ქართველს თავის უკეთ გამოჩენის შანსს მისცემს და საყვარელ მარცხენა ფლანგზე დააყენებს, ბარკოლას, რომელსაც უკანასკნელ ხანს რთული პერიოდი ჰქონდა, სათამაშო დრო შეუმცირდება".

კასპსკი
მშობლიური მეგრული ენა იცის რაც მთავარია,დანარჩენს ისწავლის
ტიპი
იტალიური იცის , ახლა ფრანგულს ისწავლის, მერე იქნებ ესპანურსაც კი გამოკრას ხელი
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
Ces’t la vie - ალლე, ალეე ხვიჩა!
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება